"რა მნიშვნელობა აქვს, იარაღად რა ექნება, ტაბურეტკა თუ ცინიზმი" - როგორია ლიბერალიზმის ქართული გაგება

"რა მნიშვნელობა აქვს, იარაღად რა ექნება, ტაბურეტკა თუ ცინიზმი" - როგორია ლიბერალიზმის ქართული გაგება

რესპუბლიკური პარტიის წევრი დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ახალი ქართული ტენდენციის შესახებ წერს, რომელიც "რადიკალი ლიბერალებსა და რადიკალი ბნელების ერთი და იგივე ნაგავად" წარმოჩენას გულისხმობს. პოსტს აქტიური გამოხმაურება მოჰყვა, განსხვავებული მოსაზრებები გამოთქვეს რადიო "თავისუფლების" ჟურნალისტმა გიორგი ფოფხაძემ და ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ.

"არ მივაქცევდი ყურადღებას, მაგრამ ბოლო დროს ხშირად მხვდება და ვფიქრობ, აუცილებლად საჭიროებს რეაგირებას.

რადიკალი ლიბერალები და რადიკალი ბნელები რომ ვითომ ერთი და იგივე ნაგავია, ეს არის ძალიან კონკრეტული და მიზანდასახული პროპაგანდა. დაახლოებით იმ პროქართული ორიენტაციასავითაა, არც დასავლეთი რომ არ უნდა, არც რუსეთი და ვითომ საქართველო რომ უნდა. არადა ჯერ კიდევ იგორ გიორგაძე ქადაგებდა ასეთ "პროქართველობას", თან სიტყვასიტყვით.

უფრო ადრე კი, როცა საბჭოთა კავშირი ქუხდა და გაგანია ბრეჟნევიზმი გრგვინავდა, ტარიელ ჭანტურიამ თქვა ერთხელ: ამ ქვეყანაში სხვადასხვა ეროვნების ნაჯვარი თუა ადამიანი, საბოლო ჯამში, როგორც წესი, რუსი გამოდისო და დაახლოებით ეგეთი ამბავია ესეც - ვითომ არც აროგანტი 'პრადვინუტი’ გინდა, არც ტაბურეტიანი ბნელი და საბოლოოდ ამერიკის, სოროსის და გრანტზე გაყიდული ენჯეოების გინებამდე დადის ყველაფერი.

უბრალოდ გასაკვირია როგორ ვერ ხვდება ამას, რამდენიმე, გვარს არ დავასახელებ და ჭკუადამჯდარი ადამიანი.

რადიკალ ბნელებში ხმამაღლა იგულისხმებიან ნაცები და ჩუმჩუმად კი ყველა ლიბერალი.

ეს ახალი ტრენდია, ვითომ "ორივე მხარის" რადიკალიზმს ემიჯნებიან. ამ დროს არანაირი ორი მხარე არ არსებობს. რადიკალური ლიბერალიზმის საფრთხეზე ლაპარაკი იმ ქვეყანაში, სადაც ყველაზე ავტორიტეტული ინსტიტუციაა ეკლესია და სადაც პატრიარქს აქვს 95 პროცენტიანი ნდობის რეიტინგი, ან ელემენტარული არაადეკვატურობაა, ან ზოგადად პროდასავლური და ლიბერალური დისკურსის დისკრედიტაციის მცდელობა. ჩემის აზრით, უფრო მეორეა.

ერთი რადიკალი ლიბერალის მიერ სახეჩამოხოკილი მანახეთ ვინმე, ან ნაცემი.

პირიქით კი მე განახებთ რამდენსაც გინდათ.

მაინტერესებს ვინმემ ამიხსნას, რა საფრთხე შეიძლება მომდინარეობდეს რადიკალი ლიბერალებისგან. ხოლო რადიკალი და არა მარტო რადიკალი ბნელებისგან რა საფრთხეც მოდის, მაგას მე ავხსნი. "არ მევასება", "ნერვებს მიშლიან" და ეგეთი არგუმენტები არ მაინტერესებს. მეც ბევრი რამე მიშლის ამქვეყნად ნერვებს, მაგრამ ვიტან", - წერს დავით ზურაბიშვილი.

გიორგი ფოფხაძე, რადიო "თავისუფლების" ჟურნალისტი:

"დავით ბატონო, მე ისეთი საქართველო მინდა, როგორ ევროპაშიც ვცხოვრობ.. სადაც ნებისმიერი ადამიანის უფლება იქნება დაცული ნებისმიერი.

მე ჩემი დამოკიდებულება მაქვს იმაზე რაც დღეს ხდება ეკლესიაში და თუ გაინტერესებთ ჩემი მოსაზრება გეტყვით რომ, დღეს ვიმკით იმ დიდ შეცდომას რაც მოხდა ოთხმოციანი წლების შუა პერიოდში პერესტროიკის გარიჟრაჟზე, როცა ეკლესიას მიაწყდა ყველაზე ხელმოცარული და გაუნათლებელი ხალხი, ისწავლე ხუცური, ორმოცდამეათე და ოთხმოცდამეათე ფსალმუნი, თავი წარმოიდგინეს დიდ თეოლოგებად და აქეთ დაგვიწყეს ჭკუის სწავლება... ხოო და მივიღეტ ის რაც მივიღეთ. აი ამ ცუდ ტენდენციას ვხედავ ახლაც ქართული ლიბერალიზმის რადიკალიზაციაშიც.. ლიბერალიზმი თავისი არსით ძალიან პრიმიტიულად და ორი სიტყვით რომ ავხსნათ ხომ, თანასწორობის და საერთოტოლერანტობის მქადაგებელია? თუმცა სამწუხაროდ ის ხალხი რომლებიც საკუთარ თავს ლიბერალებს უწოდებენ სრულიადაც არ შემოდიან დისკუსიაში არავისთან და საკუთარი აზრის აპრიორ ჭეშმარიტებას ჰქადაგებენ.. უცდომელი სამწუხაროდ კიდევ მხოლოდ ერთი კაცი ახსოვს კაცობრიობას და ისიც ორი ათასი წლის წინ ჯვარს აცვეს. დანარჩენები ყველანი ვცდებით და ლიბერალიზმის და რელიგიის უმთავრესი ამომავალი წერტილი მემ მაინც მიმტევებლობა მგონია და არა ფაშისტებივით ყვირილი რომ, ვინც ჩვენთან არაა ყველა ჩვენი მტერია" გამოხტომაზე იქნება ადეკვატური პასუხი გაცემული და ნებისმიერი რელიგია ერთნაირად დაცული.. და ნამდვილად ვერ ვხედავ ვერანაირ განსხვავებას საქართვლოში რომელი მხარე მიმაყენებს კედელთან ლიბერალი ფაშისტები თუუუ ულტრამემარჯვენე ბნელები.. ჩემთვის აააბსოლუტურად ერთნაირები არიან ორთავენი და არც ერთს აქვს რაიმენაირი საერთო ნამდვილ ლიბერალიზმთან და არც მეორეს ევროპული ტიპის ულტრამემარჯვენეობასთან.. სამწუხაროდ საქართველოში ის ადამინებიც, რომლებიც ვითომ "პრადვინუტი ლიბერალები" გახლავან და ისინიც, რომლებიც ურაპატრიოტიზმის მქადაგებლები არიან, ერტი და იგივე ნაგავია და ორთავეს ერთი სახელი ფაშისტები ჰქვიათ.. და თუ თქვენ ამას ვერ ხედავთ ასე ჭკუადამჯდარი კაცი... ნამეტანი სამწუხაროა, ღმერთმანი.

ენით დაკოდილი ძალიან ბევრია, დავით ბატონო.. რა მნიშვნელობა აქვს იარაღად რა ექნება გამოყენებული.. ტაბურეტკა თუუუუ ცინიზმი და ცილისწამება?

სამწუხარო ისაა ბატონო დავით რომ, ევროპისგან განსხვავებით ჩვენს ქვეყანაში ცილისწამება კანონით არ ისჯება, თორემ, ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა მე ასე მგონია.. ხო საქართვლოში კიდევ თქვენი პარტია ვიცი მე ლიბერალები,

დავით ბატონო, მე მაინც მგონია რომ, რადიკალიზმი ნებისმიერ მიმდინარეობაში, ბოლო სერიაში, ბოლშევიზმამდე და ნაცისტურ გერმანიამდე მიგვიყვანს.... ჩემი პირადი აზრია და ამიტომაც ვებრძვი რადიკალიზმის ნებისმიერ ფორმას და მიმდინარეობას...

რომან გოცირიძე, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი:

"მხოლოდ იქ შეიძლება ასეთი შინაარსის დისკუსიის მომსწრე ვიყოთ, სადაც ლიბერალური აზროვნება და პრაქტიკა უმცირესობის უმცირესობაშია. სტუდენტობისას მაქვს წაკითხული ანატოლი ფრანსის პინგვინთა კუნძული და ბუნდოვნად მახსოვს. ერთი მონაკვეთი კი დღემდე არ ამოდის თავიდან. სასაცილოცაა. როგორ გახდება (თუ გახდიან) ვინმე ობრე როზას, ცნობილი რეპუტაციის ქალს წმინდანად. სხვა დიდი "ეროვნული სიმბოლოებიც" არანაკლებ " სიმპატიურები" არიან.

დაცინო საკუთარ თავს, დიდი ერების ხვედრია. ისინი წარსულში ტოვებენ ცუდს და მომავალში გადმოაქვთ ჯანსაღი მარცვალი. ეს არის დიალექტიკა. უარყოფის უარყოფა. მოხსნა და შენახვა.

და როდის წერდა ყოველივეს ანატოლი ფრანსი? ასი წლის წინათ. და ვინმე ასი წლის წინანდელ საფრანგეთშიც კი ნინია კაკაბაძის მსგავს გამონათქვამზე ატეხდა ერთ ვაიუშველებელს?

დამწყები მწერლის, ლაშა ბუღაძის ბოდიში გამახსენდა - თამარ მეფე სექსუალურად "გამართულ" ცხოვრებას ეწეოდაო თუ რაღაც ამის მსგავსი...

ქართველ ანატოლი ფრანსს ტაბურეტკა ნაღდად არ აცდებოდა.

სადაა რო?!.

***

ლიბერალის ქართული გაგება არის უფრო კლასიკურთან ახლოს. ეკონომიკაში ჰაიეკისა და ფრიდმანის თანამოაზრეობა. იგი უფრო ჰგავს ამერიკულ კონსერვატიზმს - დაბალი გადასახადები და სახელმწიფოს ნაკლები ჩარევა ეკონომიკაში. პიროვნული თავისუფლების კუთხით უფრო ევროპელი ლიბერალია. ჩვენი ლიბერალობა პოსტსაბჭოურია, სიმბიოზური და უფრო საინტერესო.

ევროპელი მემარცხენე ლიბერალი თითქმის სოციალისტია, ეტატისტი, სახელმწიფოს როლის მეხოტბე, მემარჯვენე კი პიროვნული თავისუფლების შეზღუდვას იტანს, თუმცა ეკონომიკაში უფრო "ლიბერალია". ათასი ჯურის მიმდევრობებია და რაზეა საუბარი ჯერ ამაში უნდა იყოს გარკვეულობა.

არც ქართული ლიბერტანიანელობაა უინტერესო. შეიძლება რადიკალური, რომელიც "დროს უსწრებს" ან " რომლის დროც არ დამდგარა".

ეს რაღაც მეთოდოლოგიურ სტილში...

ემოციურად: ქართველი არალიბერალის რადიკალური ნიმუშია მორალური კლიშეებით ძალადობის გამართლება. პრესინგი ქალზე, უმცირესობებზე, განსხვავებულობებზე. დოგმატურობა და სიკეთის სახელით ძალადობის კულტივირება.

მაინც ვერ ავცდი ამ ტაბურეტკას: პირველი, რაც გავიფიქრე მაშინ, როცა ტელევიზიით ვუყურებდი შავპერანგიან, კუნთმაგარ მამაკაცებს, რომლებიც მაღაზიასშეფარებული "სხვანაირების" გამოძევებას ცდილობდნენ: როდესაც დაბრუნდებიან თავიანთ სახლებში რა დღეში ეყოლებათ ცოლები, დები, უმცროსები. თუ ასეთები არა ჰყავთ მაშინ კატები მაინც (ალბერ კამიუა. მე არ დამაბრალოთ კატაზე). ყოველთვის მოიძებნება აგრესიის ობიექტი.

თანაც სად. ნუ გვავიწყდება, რომ ეს კავკასიაა. ქართველი ლიბერალიც კი მთლად ლიბერალი არ არის:)

ეჰ!".

"თვეები კლინიკიდან არ გასულა, საკვებს არ ღებულობს... ერთ დღეს თეონა წაიქცა" - ახალგაზრდა ექიმი ქუთაისიდან, რომელიც ინფიცირებულ მშობიარეებს მკურნალობს

"როგორ დაკარგეს სახე გოგორიშვილმა და ბარამიძემ, სკამებზე გაცვალეს ყველაფერი" - ნინო ჟვანია

სკანდალური სტატუსი ლევან კობიაშვილზე, რომელზეც თორნიკე ოქრიაშვილი განმარტებას ავრცელებს - "ძალიან ვწუხვარ..."