მეგობრების თქმით, კობა აღლემაშვილი თავში ბლაგვი საგნის ჩარტყმით მოკლეს - "მეუღლე და ორი წლის გოგონა დარჩა"

მეგობრების თქმით, კობა აღლემაშვილი თავში ბლაგვი საგნის ჩარტყმით მოკლეს - "მეუღლე და ორი წლის გოგონა დარჩა"

31 წლის კობა აღლემაშვილის მეგობრების ინფორმაციით, მკვლელი დაკავებულია და ის პატრულის თანამშრომელია. ვაზისუბანში მოკლული კობა აღლემაშვილის ახლობლები, მეგობრები და ოჯახის წევრები ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში არიან შეკრებილი, სადაც ცხედარს ექსპერტიზა უტარდება.

როგორც გარდაცვლილის მეგობრებმა "ინტერპრესნიუსთან" საუბარში განაცხადეს, შემთხვევა ვაზისუბანში გუშინ, დაახლოებით 19:00 საათზე მოხდა. მათი ინფორმაციით, კობა აღლემაშვილი ბლაგვი საგნის რამდენჯერმე თავში ჩარტყმით არის მოკლული.

მეგობრების თქმით, კობა აღლემაშვილის ცხედარი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოს ლიფტთან მეზობლებმა ნახეს. მათი განცხადებით, რამდენიმე თვის წინ, დაახლოებით ოქტომბერში კობა აღლემაშვილს ასევე ვაზისუბანში, საკუთარი სახლის სადარბაზოსთან თავში არმატურა რამდენჯერმე ჩაარტყეს და იგი ერთი თვის განმავლობაში მძიმე მდგომარეობაში, რეანიმაციაში იმყოფებოდა, თუმცა მაშინ ექიმებმა მისი გადარჩენა შეძლეს. აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება დაიწყო, თუმცა გარდაცვლილის მეგობრების განცხადებით, საქმე დღემდე არ არის გამოძიებული, თავად კობა აღლემაშვილი კი მომხდარს ვერავის უკავშირებდა და აცხადებდა, რომ მას დაპირისპირება არავისთან ჰქონდა.

მეგობრების თქმით, კობა აღლემაშვილს ჰქონდა საკუთარი კერძო ბიზნესი.

"23 წლის იყო თბილისში რომ ჩამოვიდა, მუშაობდა, წვალობდა, მშრომელი, პატიოსანი კაცი იყო", - აცხადებენ ახლობლები.

მათი ინფორმაციით, გარდაცვლილს მეუღლე და ორი წლის გოგონა დარჩა.

"ინტერპრესნიუსი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია