სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
გოგაშენში ორმაგ მკვლელობაში ბრალდებულისა და გარდაცვლილების ნათესავები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
გოგაშენში ორმაგ მკვლელობაში ბრალდებულისა და გარდაცვლილების ნათესავები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

ახალ­ქა­ლა­ქის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ გო­გა­შენ­ში, სწო­რედ იმ ად­გილ­ზე, სა­დაც 10 ივ­ლისს ბე­ბია და შვი­ლიშ­ვი­ლი მოკ­ლეს, მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი­სა და გარ­დაც­ვლი­ლე­ბის ნა­თე­სა­ვებს შო­რის ინ­ცი­დენ­ტი მოხ­და.

ბრალ­დე­ბუ­ლის დის, მა­გუ­ლი ია­კო­ბა­ძის გან­ცხა­დე­ბით, მის­მა სი­ძემ (შვი­ლის ქმარ­მა) გარ­დაც­ვლი­ლის ძმის, ილა­რი­ონ გო­ხა­ძის სახ­ლთან ცხვა­რი ჩა­ა­ტა­რა. ამ დროს მის სი­ძეს, სრუ­ლი­ად უმი­ზე­ზოდ, ილა­რი­ონ გო­ხა­ძე გა­მო­უ­ვარ­და და და­არ­ტყა.

"ქვებ­ში და­ე­ცა და საკ­მა­ოდ მძი­მედ და­შავ­და. ყვი­რი­ლი რომ ატყდა, მეც გა­რეთ გა­ვე­დი და და­ვი­ნა­ხე, რომ ძირს ეგდო. ავა­ყე­ნეთ და სახ­ლში შე­მო­ვიყ­ვა­ნეთ. ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩემ­მა დის­შვი­ლებ­მაც და­ი­ნა­ხეს", - ყვე­ბა ია­კო­ბა­ძე და დას­ძენს, რომ ამის შემ­დეგ პო­ლი­ცი­ას შე­ა­ტყო­ბი­ნეს, მერე კი და­შა­ვე­ბუ­ლი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

მომ­ხდარს სხვაგ­ვა­რად ყვე­ბა ილა­რი­ონ გო­ხა­ძე. მისი თქმით, ინ­ცი­დენ­ტი დღეს, იგი ია­კო­ბა­ძე­ე­ბის სი­ძეს გზა­ზე შემ­თხვე­ვით შეხ­ვდა. "სახ­ლის წინ მა­ღა­ზი­ის ნან­გრე­ვი მაქვს, იქი­დან გა­მოვ­დი­ო­დი და რომ და­მი­ნა­ხეს, ყი­ჟი­ნას მო­უ­მა­ტეს. მი­ვე­დი და ვთხო­ვე, ასე ნუ იქ­ცე­ვით, ვღი­ზი­ან­დე­ბი-მეთ­ქი, მაგ­რამ მან გი­ნე­ბა და­მი­წყო, შენ სტვე­ნა რო­გორ უნდა და­მი­შა­ლოო. ჯერ სომ­ხუ­რად შე­მა­გი­ნა, მერე ქარ­თუ­ლად, შენი მკვდა­რი დაც და შენი ცო­ცხა­ლი­ცო. თავი ვე­ღარ შე­ვი­კა­ვე და ხელი ვკა­რი, წარ­ბარ­ბაც­და და და­ე­ცა" - ამ­ბობს გო­ხა­ძე.

ილა­რი­ონ გო­ხა­ძის გან­ცხა­დე­ბით, მისი სახ­ლის წინ სოფ­ლის ცენ­ტრა­ლუ­რი გზა გა­დის და აქ ია­კო­ბა­ძე­ე­ბის სიძე წყლის და­სა­ლე­ვად ცხვარს ატა­რებს: "ჩემ სახ­ლს რომ მო­უ­ახ­ლოვ­დე­ბი­ან, მა­შინ იწყე­ბენ სტვე­ნას და ყი­ჟი­ნას. ამას­თან ერ­თად "ხლა­პუშ­კებ­საც" აფეთ­ქე­ბენ. ცხვარს რომ არ და­უყ­ვი­რო, თა­ვი­სი­თაც მი­დის. ამი­ტომ მგო­ნია, რომ ასე გან­გებ, ჩემს პრო­ვო­კა­ცი­ა­ზე წა­მო­სა­გე­ბად იქ­ცე­ვი­ან, თან ასე­თი რამ ზედა უბან­ში არ ხდე­ბა".

გო­ხა­ძის გან­მარ­ტე­ბით, ინ­ცი­დენ­ტის შემ­დეგ მათ­თან პო­ლი­ცია მი­ვი­და: "ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბა და­მა­წე­რი­ნეს და ალ­ბათ, გა­მო­ძი­ე­ბას და­ი­წყე­ბენ".

იხი­ლეთ ვრცლად

"სამ­ხრე­თის კა­რიბ­ჭე"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

გოგაშენში ორმაგ მკვლელობაში ბრალდებულისა და გარდაცვლილების ნათესავები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

გოგაშენში ორმაგ მკვლელობაში ბრალდებულისა და გარდაცვლილების ნათესავები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგაშენში, სწორედ იმ ადგილზე, სადაც 10 ივლისს ბებია და შვილიშვილი მოკლეს, მკვლელობაში ბრალდებულისა და გარდაცვლილების ნათესავებს შორის ინციდენტი მოხდა.

ბრალდებულის დის, მაგული იაკობაძის განცხადებით, მისმა სიძემ (შვილის ქმარმა) გარდაცვლილის ძმის, ილარიონ გოხაძის სახლთან ცხვარი ჩაატარა. ამ დროს მის სიძეს, სრულიად უმიზეზოდ, ილარიონ გოხაძე გამოუვარდა და დაარტყა.

"ქვებში დაეცა და საკმაოდ მძიმედ დაშავდა. ყვირილი რომ ატყდა, მეც გარეთ გავედი და დავინახე, რომ ძირს ეგდო. ავაყენეთ და სახლში შემოვიყვანეთ. ეს ყველაფერი ჩემმა დისშვილებმაც დაინახეს", - ყვება იაკობაძე და დასძენს, რომ ამის შემდეგ პოლიციას შეატყობინეს, მერე კი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მომხდარს სხვაგვარად ყვება ილარიონ გოხაძე. მისი თქმით, ინციდენტი დღეს, იგი იაკობაძეების სიძეს გზაზე შემთხვევით შეხვდა. "სახლის წინ მაღაზიის ნანგრევი მაქვს, იქიდან გამოვდიოდი და რომ დამინახეს, ყიჟინას მოუმატეს. მივედი და ვთხოვე, ასე ნუ იქცევით, ვღიზიანდები-მეთქი, მაგრამ მან გინება დამიწყო, შენ სტვენა როგორ უნდა დამიშალოო. ჯერ სომხურად შემაგინა, მერე ქართულად, შენი მკვდარი დაც და შენი ცოცხალიცო. თავი ვეღარ შევიკავე და ხელი ვკარი, წარბარბაცდა და დაეცა" - ამბობს გოხაძე.

ილარიონ გოხაძის განცხადებით, მისი სახლის წინ სოფლის ცენტრალური გზა გადის და აქ იაკობაძეების სიძე წყლის დასალევად ცხვარს ატარებს: "ჩემ სახლს რომ მოუახლოვდებიან, მაშინ იწყებენ სტვენას და ყიჟინას. ამასთან ერთად "ხლაპუშკებსაც" აფეთქებენ. ცხვარს რომ არ დაუყვირო, თავისითაც მიდის. ამიტომ მგონია, რომ ასე განგებ, ჩემს პროვოკაციაზე წამოსაგებად იქცევიან, თან ასეთი რამ ზედა უბანში არ ხდება".

გოხაძის განმარტებით, ინციდენტის შემდეგ მათთან პოლიცია მივიდა: "ახსნა-განმარტება დამაწერინეს და ალბათ, გამოძიებას დაიწყებენ".

იხილეთ ვრცლად

”სამხრეთის კარიბჭე”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა