ქართველი პრიმაბალერინას მეღვინე ქმარი

ქართველი პრიმაბალერინას მეღვინე ქმარი

ღვინის მწარმოებელი კომპანია "ასკანელი ძმების" პრეზიდენტი გოჩა ჩხაიძე პეტერბურგელთათვის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ბიზნესმენი და მეცენატია. ქართველი მეღვინე უკვე წლებია რუსეთის "მეორე დედაქალაქში" ცნობილ მეუღლესთან, მარინის თეატრის პრიმაბალერინა ირმა ნიორაძესთან ერთად ცხოვრობს.

ძმებმა - გოჩა და ჯიმშერ ჩხაიძეებმა "ასკანელ ძმებს" საფუძველი 1998 წელს ჩააუყარეს.თავდაპირველად ძმებს საკუთარი ვენახები არ ჰქონდათ და ყურძენს საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მევენახეებისგან ყიდულობდნენ. მალე ჯერ კიდევ დამწყებმა მეღვინეებმა კახეთში 200 ჰექტარზე გადაჭიმული ვენახი შეიძინეს და ყურძნის მოყვანა დაიწყეს. თუმცა ასკანელი ძმების ისტორია გაცილებით ადრე, საუკუნეების წინ დაიწყო. ეს იყო გურიაში, სოფელ ასკანაში. მიიჩნევა, რომ თავისი სახელწოდება ასკანამ ბახუსის შთამომავლის, ენეასის ვაჟის, ასკანიუსისგან მიიღო. ასკანაში დღემდეა შემორჩენილი მარანი, რომელიც კომპანიის მფლობელთა წინაპარმა ანთიმოზ ჩხაიძემ დააარსა. ანთიმოზ ჩხაიძის მიერ დამზადებული ღვინოები მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა, ყველაზე მეტად თეთრი მშრალი ღვინოები ჩხავერი და ცოლიკაური ფასობდა. ერთ-ერთი უძველესი ქვევრი კი 1880 წლით არის დათარიღებული.

ოჯახური საქმის აღორძინება ძმებმა 15 წლის წინ გადაწყვიტეს და ღვინის მწარმოებელი კომპანია "ასკანელი ძმები" დააარსეს. დღეს გოჩა და ჯიმშერ ჩხაიძეების კომპანია საკუთრ ვენახებს ფლობს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, მის მფლობელობაშია ღვინისა და ბრენდის მწარმოებელი უახლესი დანადგარებით აღჭურვილი თანამედროვე ქარხანაც. "ასკანელი ძმების" ბრენდის ქვეშ კი 32 დასახელების ღვინო, 12 დასახელების ბრენდი და 4 დასახელების ჭაჭა გამოდის.

გოჩა ჩხაიძე საკუთრ თავს მსოფლიოში ყველაზე ბედნიერ მამაკაცს უწოდებს. თუმცა, ბედნიერება მისთვის არა წარმატებული ბიზნესსაქმიანობაა, არამედ როგორც თვითონ ამბობს, ოჯახური მდგომარეობაა. "დიდხანს შეიძლება იმ პირადი ღირსებების ჩამოთვა, რომელიც მამაკაცს ამშვენებს, მაგრამ მთვარი ღირსება ოჯახური მდგომარეობაა - ცოლი, შვილები, ნათესავები", - ამბობს ქართველი ბიზნესმენი ერთ-ერთ ინტერვიუში.

იხილეთ სტატია სრულად

"ყალბი შედეგებია, არ გცხვენიათ ქალბატონო თამარ?!" - ხმაური ცესკოში პირველადი შედეგების გამოცხადების დროს

"თქვენ ავად ხომ არ ხართ?! მიკნავლებული გამოსვლებით გამარჯვებულ არჩევნებს აბარებენ" - ნიკა გვარამია ოპოზიციას

ინციდენტი მარნეულში - მე-18 საარჩევნო უბნიდან შემაჯამებელი ოქმი დაიკარგა