ევროკომისია უკრაინას, მიმდინარე წელს, საშუალოვადიან კრედიტს გამოუყოფს, რომლის მოცულობა 1,8 მილიარდ ევროს შეადგენს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა განაცხადა. "უკრაინა მარტო არ არის. ევროპულ კავშირმა უპრეცედენტო ფინანსური მხარდაჭერა შესთავაზა უკრაინას და ჩვენი დღევანდელი შეთავაზება ამტკიცებს, რომ მზად ვართ ამ მხარდაჭერის აღმოჩენისთვის", - აღნიშნა გუშინ იუნკერმა. მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინამ 2 მილიარდის ოდენობის კრედიტი ითხოვა. გასულ წელს კიევმა ევროკომისიისგან 1,3 მილიარდი ევრო მიიღო მიკროფინანსური დახმარების ფარგლებში. ახალი პროგრამა ევროპარლამენტმა და ევროკავშირის მინისტრთა საბჭომ უნდა დაამტკიცოს. კრედიტის მიზანია, უკრაინისთვის ეკონომიკური და ფინანსური დახმარება.