სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ერთი გარდაცვლილი და სამი დახმარების მოლოდინში - ბახმაროში სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს
ერთი გარდაცვლილი და სამი დახმარების მოლოდინში - ბახმაროში სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს

კუ­რორტ ბახ­მა­რო­დან რამ­დე­ნი­მე კი­ლო­მეტრში, ზღვის დო­ნი­დან 2300 მეტრზე, ახალ­გაზ­რდე­ბის გა­და­სარ­ჩე­ნად სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობს. 4 ახალ­გაზ­რდა 2 იან­ვარს, დი­ლით და­ი­კარ­გა.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, ახალ­გაზ­რდე­ბი ბახ­მა­როს მთე­ბის და­სა­ლაშ­ქრად ხუ­ლოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი­დან გა­და­ვიდ­ნენ. სამი მათ­გა­ნი კონ­ტაქ­ტზე გა­მო­ვი­და და დახ­მა­რე­ბა ითხო­ვა. "გუ­რია ნი­უ­სის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, ერთ-ერთი ახალ­გაზ­რდა გარ­და­იც­ვა­ლა.

"დე­ტა­ლე­ბი ჯერ­ჯე­რო­ბით არ ვი­ცით, თუმ­ცა, რო­გორც ახალ­გაზ­რდებ­მა შეგ­ვა­ტყო­ბი­ნეს მათი თან­მხლე­ბი ერთი პირი ზვავ­ში მოყ­ვა და გარ­და­იც­ვა­ლა. რაც შე­ე­ხე­ბა გა­დარ­ჩე­ნი­ლებს, შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ მათ სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა. ისი­ნი ე.წ. ბე­ღელს აფა­რე­ბენ თავს, სა­დაც ღუ­მე­ლი და შე­შაა", - ამ­ბობს აიპ-ი ბახ­მა­როს დი­რექ­ტო­რი და­ვით სა­ჯა­ია.

იხი­ლეთ ვრცლად

"გუ­რია ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ერთი გარდაცვლილი და სამი დახმარების მოლოდინში - ბახმაროში სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს

ერთი გარდაცვლილი და სამი დახმარების მოლოდინში - ბახმაროში სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს

კურორტ ბახმაროდან რამდენიმე კილომეტრში, ზღვის დონიდან 2300 მეტრზე, ახალგაზრდების გადასარჩენად სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. 4 ახალგაზრდა 2 იანვარს, დილით დაიკარგა.

როგორც ცნობილია, ახალგაზრდები ბახმაროს მთების დასალაშქრად ხულოს მუნიციპალიტეტიდან გადავიდნენ. სამი მათგანი კონტაქტზე გამოვიდა და დახმარება ითხოვა. "გურია ნიუსის" ინფორმაციით, ერთ-ერთი ახალგაზრდა გარდაიცვალა.

"დეტალები ჯერჯერობით არ ვიცით, თუმცა, როგორც ახალგაზრდებმა შეგვატყობინეს მათი თანმხლები ერთი პირი ზვავში მოყვა და გარდაიცვალა. რაც შეეხება გადარჩენილებს, შემიძლია გითხრათ, რომ მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ისინი ე.წ. ბეღელს აფარებენ თავს, სადაც ღუმელი და შეშაა", - ამბობს აიპ-ი ბახმაროს დირექტორი დავით საჯაია.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა