აშშ-ში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა

აშშ-ში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა

ოთხი ადამიანი დაიღუპა აშშ-ის კენტუკის შტატში ორძრავიანი თვითმფრინავის Piper PA-34-ის ჩამოვარდნის შედეგად. "ბიბისის" ინფორმაციით, ავიაკატასტროფის შედეგად გადარჩა 7 წლის გოგონა, რომელიც თავად მივიდა ერთ-ერთ სახლთან და მომხდარის შესახებ უამბო.

ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, გოგონა უმნიშვნელო ტრავმებით კლინიკაშია მოთავსებული. აშშ-ის სამოქალაქო ავიაციის ფედერალური სამმართველოს განცხადებით, სადისპეტჩერო პუნქტმა თვითმფრინავთან კონტაქტი მას შემდეგ დაკარგა, რაც მფრინავმა ძრავის პრობლემების შესახებ ამცნო. კონტაქტის დაკარგვიდან 30 წუთში პოლიციას ლიონის ერთ-ერთმა მკვიდრმა დაურეკა, რომელმაც პოლიციას გოგონას გადარჩენის შესახებ ამცნო.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა