სად, როგორ და ვისთან ერთად შეხვდნენ ცნობილები ახალ 2015 წელს

სად, როგორ და ვისთან ერთად შეხვდნენ ცნობილები ახალ 2015 წელს

ახალ 2015 წელს სახლში, შვილის, საყვარელი ძაღლისა და მეგობრების გარემოცვაში შეხვდა ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია. "სახლი, როგორ მომნატრებია... თოვლიღა მაკლია საახალწლო ბედნიერებისთვის და ეგაა", - წერს ტელეწამყვანი.

ამასთან, როგორც აღმოჩნდა, წელს ინგა გრიგოლიამ პირველად სცადა გოზინაყის გაკეთება და შედეგით კმაყოფილია.

"სიცოცხლეში პირველად გავაკეთე გოზინაყი და რა მაგარი გამომივიდა.... მგონი, სამზარეულოსთვის ვარ დაბადებული და შემთხვევით მოვხვდი ტვ-ში", - ამბობს წამყვანი.

ასევე დაგაინტერესებთ| ნანუკა ჟორჟოლიანის ევროპული ახალი წელი და ძვირფასი საჩუქარი სანტასგან

ახალ წელს ძმასთან ერთად შეხვდა მარიამ საჯაია.

"მოკლედ, ძმა მყავს ნუ იტყვი...

ჯერ ხომ როკის სიყვარული მისი 'ინიცირებული' იყო, პირველად კლუბში მან გამიშვა, კაზანტიპზე ხომ წამიყვანა და ახალ წელს ერთი ფართიდან, მეორეზე წამაცუქცუქა საყვარლად და მერე ისევ პირველზე მიმაბრუნა. სელფებზეც არ აქვს პრობლემა", - წერს დეპუტატი.

ასევე დაგაინტერესებთ| ვისთან ერთად შეხვდა მიხეილ სააკაშვილი ახალ წელს აშშ-ში Time Square-ზე (+4 ფოტო)

სოფო ნიჟარაძე ახალ წელს გულშემატკივრებს ულოცავს.

"გილოცავთ ყველას დამდეგ ახალ წელს, გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, სიხარულს, სიყვარულს, წარმატებებს, ყველა სურვილის ასრულებას!

მინდა ბედნიერები იყოთ, გაღიმებულები და ყველაზე უფრო თქვენთან ერთად ჩემს თავსაც მინდა ვუსურვო გამთლიანებულ, გაბედნიერებულ, ლამაზ ევროპულ საქართველოში ცხოვრება, სადაც ერთმანეთი გვეყვარება და მუდამ დადებითი ემოციებით დავმუხტავთ ერთმანეთს!

მადლობა თქვენი სიყვარულისთვის, თბილი სიტყვებისთვის!

გკოცნით და გეფერებით,

თქვენი სოფო".

ასევე დაგაინტერესებთ| ივანიშვილები სრული შემადგენლობით - მილიარდერის ოჯახის საახალწლო მილოცვა მოსახლეობას

ახალშობილთან ერთად პირველად შეხვდნენ ახალ წელს ვერიკო ტურაშვილი და ნიკა მელია.

მხიარულად აღნიშნა ახალი წელი ნუკი კოშკელიშვილმაც. მისი ახალი წლის ღამეს, სხვა ცნობილი ადამიანების საახალწლო ღამის ფოტოების მსგავსად, ჩვენს გალერეაში იხილავთ.

იხილეთ ფოტოგალერეა

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს