რუსეთიდან ხატი "მოალერსე" ჩამოასვენეს - "იგი განსაკუთრებულია იმით, რომ უკვე 16 წელია, მირონი სდის"

რუსეთიდან ხატი "მოალერსე" ჩამოასვენეს - "იგი განსაკუთრებულია იმით, რომ უკვე 16 წელია, მირონი სდის"

რუსეთიდან ჩამობრძანებული ღვთისმშობლის ხატი "მოალერსე" ანუ "ყოველთა სიხარულთა სიხარული" საქართველოში შობამდე დარჩება. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" რუსეთის ჟელეზნაგორსკის ეპარქიის კურსკის მიტროპოლიის ეპისკოპოსის თანაშემწემ იური შიშკოვმა განუცხადა, რომელმაც ხატი საქართველოში სამკაციან დელეგაციასთან ერთად ჩამოაბრძანა.

"ეს არის იმ ხატის ასლი, რომლის წინაშეც სერაფიმ საროველი ლოცულობდა. იგი განსაკუთრებულია იმით, რომ უკვე 16 წელია, მირონი სდის. ამასთან, ხატის მეორე მხარეს ხელთუქმნელი ღვთისმშობლის სახე გამოისახა. ჩვენ საქართველოში 4 დეკემბერს, ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტის სერაფიმეს მოწვევით ჩამოვედით. ამ დროის განმავლობაში მოვილოცეთ სვანეთი, ხაშური, ქარელი, გორი, მარნეული. ამჟამად ხატი ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესიაშია დაბრძანებული და თბილისში შობამდე დარჩება", - განაცხადა შიშკოვმა.

"ღვთისმშობლის ხატი "მოალერსე" ანუ "ყოველთა სიხარულთა სიხარული" წმინდა სერაფიმე საროველის კელიაში იყო დაბრძანებული. ხატთან ჩაუქრობელი კანდელი ენთო. ამ კანდელის ზეთს აცხებდა ხოლმე წმინდა მამა კელიაში მისულ ავადმყოფებს.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია