სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
რითი ამაყობენ სამცხე-ჯავახეთში საჯარო მოხელეები 2014 წელს?
რითი ამაყობენ სამცხე-ჯავახეთში საჯარო მოხელეები 2014 წელს?

2014 წლის შე­ფა­სე­ბას რე­გი­ო­ნი­სა და მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი ინფრას­ტრუქ­ტუ­რულ პრო­ექ­ტებ­ზე სა­უბ­რით იწყე­ბენ.

სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის გუ­ბერ­ნა­ტო­რი აკა­კი მა­ჭუ­ტა­ძე 2014 წელს ნა­ყო­ფი­ერ წლად აფა­სებს და მიმ­დი­ნა­რე წლის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან მოვ­ლე­ნად რე­გი­ონ­ში 600-მდე ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას მი­იჩ­ნევს. (ამ 600 პრო­ექ­ტში სა­ხელ­მწი­ფო რწმუ­ნე­ბუ­ლი გუ­ლის­ხმობს "სოფ­ლის მხარ­და­ჭე­რის პრო­ექ­ტის" ფარ­გლებ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ 396, რე­გო­ნებ­ში გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი პრო­ექ­ტე­ბის ფონ­დი­დან და­ფი­ნან­სე­ბულ 40 და ად­გი­ლობ­რი­ვი ბი­უ­ჯე­ტე­ბი­დან და­ფი­ნან­სე­ბულ 164 პრო­ექტს).

"ეს პრო­ექ­ტე­ბი ყვე­ლა გა­მარ­თუ­ლია და ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ა­შია შე­სუ­ლი. რე­გი­ონ­ში პრობ­ლე­მე­ბი რა თქმა უნდა კი­დევ არის, სწო­რედ ამი­ტომ არის რამ­დე­ნი­მე­წ­ლი­ა­ნი სა­მოქ­მე­დო გეგ­მა, რომ ეს პრობ­ლე­მე­ბი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ეტა­პობ­რი­ვად აღ­მო­ი­ფხვრას", - ამ­ბობს გუ­ბერ­ნა­ტო­რი.

ახალ­ცი­ხის მე­რის მო­ად­გი­ლე, ზაზა თა­მა­რაშ­ვი­ლი რე­გი­ო­ნის­თვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან მოვ­ლე­ნად ახალ­ცი­ხის თვით­მმარ­თველ ქა­ლა­ქად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას ასა­ხე­ლებს: "ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ქა­ლაქს ჰყავს პირ­და­პი­რი წე­სით არ­ჩე­უ­ლი მერი. ასე­ვე და­დე­ბი­თი მო­მენ­ტია ის, რომ მე­რია და­კომ­პლექტდა გა­მოც­დი­ლი და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი კად­რე­ბით".

ახალ­ცი­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გებ­ლის მო­ად­გი­ლე გუ­რამ მე­ლი­ქი­ძე ფიქ­რობს, რომ 2014 წელს რე­გი­ო­ნის­თვი­საც და ქვეყ­ნის­თვი­საც ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნა სა­ქარ­თვე­ლო­სა და ევ­რო­კავ­შირს შო­რის ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­ფორ­მე­ბა იყო. "ამ ფაქ­ტმა ჩვენს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­შიც ბევ­რი სა­სი­კე­თო ძვრა უნდა მოგ­ვი­ტა­ნოს", - ამ­ბობს გუ­რამ მე­ლი­ქი­ძე.

იხი­ლეთ ვრცლად

"სამ­ხრე­თის კა­რიბ­ჭე"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

რითი ამაყობენ სამცხე-ჯავახეთში საჯარო მოხელეები 2014 წელს?

რითი ამაყობენ სამცხე-ჯავახეთში საჯარო მოხელეები 2014 წელს?

2014 წლის შეფასებას რეგიონისა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები ინფრასტრუქტურულ პროექტებზე საუბრით იწყებენ.

სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე 2014 წელს ნაყოფიერ წლად აფასებს და მიმდინარე წლის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად რეგიონში 600-მდე ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას მიიჩნევს. (ამ 600 პროექტში სახელმწიფო რწმუნებული გულისხმობს "სოფლის მხარდაჭერის პროექტის" ფარგლებში განხორციელებულ 396, რეგონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსებულ 40 და ადგილობრივი ბიუჯეტებიდან დაფინანსებულ 164 პროექტს).

"ეს პროექტები ყველა გამართულია და ექსპლუატაციაშია შესული. რეგიონში პრობლემები რა თქმა უნდა კიდევ არის, სწორედ ამიტომ არის რამდენიმეწლიანი სამოქმედო გეგმა, რომ ეს პრობლემები წლების განმავლობაში ეტაპობრივად აღმოიფხვრას", - ამბობს გუბერნატორი.

ახალციხის მერის მოადგილე, ზაზა თამარაშვილი რეგიონისთვის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად ახალციხის თვითმმართველ ქალაქად ჩამოყალიბებას ასახელებს: "ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქალაქს ჰყავს პირდაპირი წესით არჩეული მერი. ასევე დადებითი მომენტია ის, რომ მერია დაკომპლექტდა გამოცდილი და პროფესიონალი კადრებით".

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე გურამ მელიქიძე ფიქრობს, რომ 2014 წელს რეგიონისთვისაც და ქვეყნისთვისაც ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება იყო. "ამ ფაქტმა ჩვენს მუნიციპალიტეტშიც ბევრი სასიკეთო ძვრა უნდა მოგვიტანოს", - ამბობს გურამ მელიქიძე.

იხილეთ ვრცლად

”სამხრეთის კარიბჭე”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა