"ისე განიცდიდა მისი შეყვარებული, ყველას ცოლი გვეგონა" - ახლობლები ჯარისკაცზე, რომელმაც "აჭარაბეთთან" თავი ჩამოიხრჩო

"ისე განიცდიდა მისი შეყვარებული, ყველას ცოლი გვეგონა" - ახლობლები ჯარისკაცზე, რომელმაც "აჭარაბეთთან" თავი ჩამოიხრჩო

თბილისში, "აჭარაბეთის" მიმდებარე ტერიტორიაზე, 20 წლის რიგითი, დათო გელაშვილი ჩამომხრჩვალი იპოვეს. თვითმხილველის მონაყოლი: "ბიჭი ძალიან მთვრალი იყო. გამთენიისას, ღამის 5 საათზე ჩავიდა "აჭარაბეთში" სათამაშოდ, მაგრამ სიმთვრალის გამო დაცვამ არ შეუშვა, რასაც მოჰყვა შელაპარაკება დაცვასა და ბიჭს შორის. ამის შემდეგ ამოვიდა და კაზინოსთან საკუთარი ქამრით ჩამოიხრჩო თავი." ყოველივე ამის შემდეგ, გაჩნდა ეჭვი, რომ ბიჭი მოთმაშე იყო და სწორედ ამას ემსხვერპლა. როგორც დათო გელაშვილის ოჯახის ახლობელი, რმელმც ვინაობის გამხელა არ ისურვა, ამბობს, ის ოჯახთან ერთად თბილისში ცხოვრობდა. დათოს ორი ძმა და ახალგაზრდა მშობლები ჰყავს:

- ძალიან მხიარული, პატიოსანი და წესიერი ბიჭი იყო. მის აზარტულ თამაშებზე არასდროს არაფერი გამიგია და ძალიან ცუდია, თუ საცოდავი ბავშვი ამას შეეწირა... შეყვარებული ყოფილა, ისე განიცდიდა საწყალი გოგონა, რომ ყველას ცოლი გვეგონა... ულამაზესი გოგოა. დათოც გარეგნულად ძალიან კარგი ბიჭი იყო.

- თვითმხილველთა ინფორმაციით, ნასვამი მისულა "აჭარაბეთში"...

- მისი მეგობრები ამბობდნენ, გაოგნებული ვართ, რადგან დათო ასე გონის დაკარგვამდე მთვრალი არასდროს გვინახავსო. სამხედრო ფორმა ეცვა თურმე. ანუ დასვენების დღე ჰქონდა და შეიძლება სადღაც დალია, მაგრამ ისეთი დათრობა, რომ დაცვას ეჩხუბებოდა, სათამაშოდ შემიშვითო, მართლაც გამაგონებელია. საერთოდ, ძალიან მორიდებული და მშვიდი ბიჭი იყო.

იხილეთ დეტალები Kvirispalitra.ge-ზე

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია