როგორი იქნება თბილისი 2015 წელს?

როგორი იქნება თბილისი 2015 წელს?

2015 წლიდან თბილისის ორ ძველ უბანში ძველი სახლები დაინგრევა და ახალი კორპუსები აშენდება. მერია მრავალსართულიანი ავტოსადგომის მშენებლობას აპირებს, დაგეგმილია შშმ პირებისთვის ადაპტირებული ავტობუსების შემოყვანა. რა გაკეთდა და რა გეგმა აქვს თბილისის მერს? "ბიზნეს-რეზონანსი" დავით ნარმანიას ესაუბრა.

- 5 თვე გავიდა, რაც მერის თანამდებობას იკავებთ. ამ პერიოდის განმავლობაში რა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღეთ?

- პირველ რიგში, დავასახელებ საინტერესო პროექტის დაწყებას - პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის აღდგენა. მეორე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო ცალკეული სახელშეკრულებო ვალდებულებების დეტალური გადახედვა და ანალიზი. მაგალითისთვის მოვიყვან კომპანია "სითი პარკთან" დადებული ხელშეკრულების გასაჯაროებას და მის ანალიზს დამოუკიდებელი აუდიტორული კომპანიის მიერ, ასევე კომპანია "აუთდორთან" გაფორმებულ ხელშეკრულებას.

მნიშვნელოვანია ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება - ტელეფონის, საწვავის ლიმიტები და სხვა, რაც ეკონომიის საშუალებას გვაძლევს. დაზოგილი თანხა კი სხვადასხვა პროექტის დასაფინანსებლად გამოიყენება. გარდა ამისა, ყინვების დაწყებამდე მიმდინარეობს გზების წინასწარი შეკეთება, რათა ზამთრის შემდეგ კიდევ უფრო დაზიანებული გზები არ მივიღოთ. ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ თბილისის ბიუჯეტი გახდა პროგრამული.

- "სითი პარკთან" დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.

- იმისთვის, რომ კომპანია "სითი პარკთან" დადებული ხელშეკრულება რეალურად შეგვეფასებინა, კონკურსის წესით შევარჩიეთ დამოუკიდებელი აუდიტორული კომპანია "ერნსტ ენდ იანგი", რომელიც აკეთებს სამართლებრივ და ფინანსურ ანალიზს, ჩვენთვის მოამზადებს რეკომენდაციებს. ეს ყველაფერი მზად იანვარში იქნება.

- თქვენ უკვე განაცხადეთ, რომ შეიძლება "სითი პარკმა" თბილისი დატოვოს...

- ეს არის კონტექსტიდან ამოღებული გზავნილი და დავაზუსტებ, რომ თუ "სითი პარკი" არ წამოვა ჩვენს პირობებზე (ავტომანქანების სადგომებზე გადაყვანა შეიცვალოს მხოლოდ ჯარიმით, ქალაქსა და კომპანიას შორის შემოსავლების განაწილება უფრო გონივრული იყოს), რათა ქალაქმა მეტი შემოსავალი მიიღოს, ასეთ შემთხვევაში არ გამოვრიცხავთ, რომ "სითი პარკს" მოუწიოს წასვლა. ეს ორი საკითხი ძალიან პრინციპულია, რომელიც აღელვებს საზოგადოებასაც და ქალაქსაც.

- საზოგადოებას მოუწესრიგებელი გზები აღელვებს, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში გადათხრილია და არ გაკეთებულა...

- ამ თვალსაზრისით უკვე გავაქტიურდით. ნოემბერ-დეკემბერში 40-ზე მეტ ქუჩაზე მიმდინარეობს სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები. დაგვრჩა ერთი ქუჩა, სადაც ტექნიკური ინფორმაცია იყო დასაზუსტებელი. ამის შემდეგ გამოვაცხადეთ ტენდერი - ეს არის ქარვასლის მიმდებარე ტერიტორია.

იხილეთ სტატია სრულად

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა