რატომ დაუმალეს ვასილ ამაშუკელს ფირი აკაკის გადასაღებად

რატომ დაუმალეს ვასილ ამაშუკელს ფირი აკაკის გადასაღებად

ერთ დღეს ფოტოსურათი, რომელიც მანამდე კედელზე უძრავად ეკიდა, ან ალბომებში ინახავდნენ, ამოძრავდა. ''გაცოცხლებული წამები'' მაყურებელს პირველად ძმებმა ოგიუსტ და ლუი ლუმიერებმა წარუდგინეს. პირველი კინოჩვენება მათ 1695 წლის 26 დეკემბერს პარიზში, კაპუცინების ბულვარზე მდებარე ''გრანდ კაფეს'' ფეშენებელურ საბილიარდოში გამართეს და სეანსი სულ 20 წუთს გაგრძელდა. ამის შემდეგ მაყურებელმა ერთი-მეორის მიყოლებით იხილა ძმების ფილმები: ''კედელი'', ''გაწუწული მებაღე'', ''მუშების გამოსვლა ლუმიერების ფაბრიკიდან'', ''ბავშვის საუზმე''...

1898 წლის შემოდგომაზე თბილისში, სათავადაზნაურო თეატრში, ''ლუმიერების სინემატოგრაფის'' ჩვენება გაიმართა. 1912 წელს კი უკვე ქართული სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი გვქონდა, რომლის ავტორი გახლდათ ვასილ ამაშუკელი. ''ქართველი მგოსნის აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში, 21 ივლისიდან 2 აგვისტომდე, 1912 წელი'' _ ასეთია ფილმის სრული დასახელება...

ვასილ ამაშუკელი 1886 წლის გაზაფხულზე ქუთაისში დაიბადა. დაწყებით განათლებას სათავადაზნაურო გიმნაზიაში იღებდა, სკოლიდან დაბრუნების შემდეგ დროს ნაცნობ-მეგობრების სახელოსნოებში ატარებდა, სადაც ჭედავდა, კერავდა და ხის მასალაზე მუშაობდა. ბავშვობაში ხატვა იტაცებდა, ამ ხელოვნების დასაუფლებლად ვასილ ბალანჩივაძის სამხატვრო სასწავლებელში შევიდა, მოგვიანებით კი სწავლა მოსკოვში, ერთ-ერთ სამხატვრო სასწავლებელში განაგრძო. მოსკოვში მარტოხელა ხელმოკლე სტუდენტის ცხოვრება რთული გამოდგა და უფინანსობის გამო, ვასილ ამაშუკელი იძულებული გახდა, სწავლისთვის თავი დაენებებინა. და იქვე, საარსებო საშუალების მოსაპოვებლად, მანუფაქტურის ფაბრიკაში დაიწყო მუშაობა.

ყოველდღიური რუტინა დღითი დღე მომაბეზრებელი ხდებოდა. ვასილ ამაშუკელის ერთადერთი ''გართობა'' ის იყო, როცა საღამოობით ''სუხარევის კოშკთან'' მოხეტიალე მსახიობების წარმოდგენა-სანახაობებს ესწრებოდა. ამ ადგილას მას ყველაზე მეტად ''ჯადოსნური ფარანი'' იტაცებდა. ის დიდი ხნის განმავლობაში აკვირდებოდა მოძრავ სურათებს და მათი ამოძრავების გზებსა და საშუალებებზე ფიქრობდა. სულ მალე ვასილ ამაშუკელმა ასეთი სურათები ეკრანზე ''გაცოცხლებული'' იხილა, ეს კინო იყო და მას შემდეგ კინოთეატრ ''კინო-ელექტრიკის'' მუდმივი სტუმარი გახდა.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს