ვახტანგ რჩეულიშვილმა სასამართლოში გამარჯვება ბეგაშვილისა და წკრიალაშვილის გარემოცვაში აღნიშნა

ვახტანგ რჩეულიშვილმა სასამართლოში გამარჯვება ბეგაშვილისა და წკრიალაშვილის გარემოცვაში აღნიშნა

ყოფილმა დეპუტატმა ვახტანგ რჩეულიშვილმა სასამართლოში გამარჯვება შორენა ბეგაშვილისა და ნინა წკრიალაშვილის გარემოცვაში აღნიშნა.

"დღეს კარგი დღე იყო - პროკურატურამ მაიას სასამართლოზე მხარი დაუჭირა ჩვენს და მობინადრეთა შუამდგომლობას. სასამართლომ მოიხსნა ყადაღა "მიონის" ობიექტზე, სადაც 97- ივე მობინადრემ, ვისაც მილიონი ლარი ვალი ჰქონდათ დარჩენილი "ცენტრ-პოინტის", აღიარა ეს დავალიანება და ამით კიდევ 268 მობინადრე დაკმაყოფილდება ბინებით. (თავიდანვე რომ ასე მოქცეულიყვნენ, სასამართლომდე საქმე საერთოდ არ მივიდოდა) კოლეგებმა ეს მნიშვნელოვანი გამარჯება ასე მომილოცეს", - წერს ვახტანგ რჩეულიშვილი და ნინა წკრიალაშვილსა და შორენა ბეგაშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.

პოსტს არქიმანდრიტი ანთიმოზი გამოეხმაურა:

- გილოცავთ ბატონო ვახტანგ! ერთი ვერ გავიგე, შორენა ჯობია თუ ნინა?))))))))))))))))

ვახტანგ რჩეულიშვილი: მე მომწონს ეს ქალები და ზოგადად ლამაზი ქალები!

შეგახსენებთ, "ცენტრ პოინტ ჯგუფი" რუსუდან კერვალიშვილმა და მაია რჩეულიშვილმა 1999 წელს დააარსეს, რომლის საქმიანობის მიზანიც სამშენებლო პროექტების განხორციელება იყო.

იხილეთ ასევე: თაღლითური სამშენებლო კომპანიები თბილისში, რომლებმაც ასობით ადამიანი აზარალეს

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს