სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ბაქოში "რადიო თავისუფლების" ოფისში პროკურატურა შევიდა და მისი მუშაობა შეაჩერა
ბაქოში "რადიო თავისუფლების" ოფისში პროკურატურა შევიდა და მისი მუშაობა შეაჩერა

"რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბის" აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ბი­უ­როს "რა­დიო აზად­ლი­გის" ცნო­ბით, გუ­შინ გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა რა­დი­ო­სად­გუ­რის ოფის­ში ჩხრე­კა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს. რა­დი­ოს ბა­ქოს ოფი­სის დი­რექ­ტო­რის ქე­ნან ალი­ე­ვის გან­ცხა­დე­ბით, პრო­კუ­რა­ტუ­რის სულ მცი­რე ათი თა­ნამ­შრო­მე­ლი პო­ლი­ცი­ე­ლებ­თან ერ­თად ოფის­ში შე­იჭ­რა და გა­ნა­ცხა­და, რომ ოფი­სის და­ხურ­ვის შე­სა­ხებ სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ჰქონ­დათ.

"მათ წარ­მო­ად­გი­ნეს ჩხრე­კის ორ­დე­რი. რა­დი­ოს შიდა ტე­ლე­ფო­ნე­ბი და ინ­ტერ­ნე­ტი გა­თი­შუ­ლია. რა­დი­ოს თა­ნამ­შრომ­ლებს ეკ­რძა­ლე­ბათ სა­კუ­თარ სა­მუ­შაო კომ­პი­უ­ტე­რებ­თან მი­ახ­ლო­ე­ბა", - ნათ­ქვა­მია რა­დი­ოს სა­იტ­ზე გან­თავ­სე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ამ დრო­ის­თვის ჩხრე­კა დას­რუ­ლე­ბუ­ლია, წა­ღე­ბუ­ლია კომ­პი­უ­ტე­რე­ბი, ოფი­სი კი და­ლუ­ქუ­ლია. რა­დიო "თა­ვი­სუფ­ლე­ბის" ბი­უ­როს თა­ნამ­შრომ­ლებს ოფი­სის და­ტო­ვე­ბა და მუ­შა­ო­ბის შე­წყვე­ტა მოს­თხო­ვეს. ქვეყ­ნის გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გა­ნა­ცხა­დეს, რომ სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი რა­დი­ო­სად­გურ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს რო­გორც არა­კო­მერ­ცი­უ­ლი რა­დი­ოს საქ­მი­ა­ნო­ბის ფარ­გლებ­ში, ვი­ნა­ი­დან ის უცხო­ე­თი­დან ფი­ნანსდე­ბა.

ცნო­ბი­ლია, რომ დე­კემ­ბრის და­სა­წყის­ში აზერ­ბა­ი­ჯან­ში და­ა­პა­ტიმ­რეს რა­დიო "თა­ვი­სუფ­ლე­ბის" აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ბი­უ­როს რე­პორ­ტი­ო­რი ხა­დი­ჯა ის­მა­ი­ლო­ვა, რო­მე­ლიც ცნო­ბი­ლი მას შემ­დეგ გახ­და, რაც პრე­ზი­დენტ ილ­ჰამ ალი­ე­ვის ოჯა­ხის ბიზ­ნე­სინ­ტე­რე­სებ­ზე რამ­დე­ნი­მე პუბ­ლი­კა­ცია გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ბაქოში "რადიო თავისუფლების" ოფისში პროკურატურა შევიდა და მისი მუშაობა შეაჩერა

ბაქოში "რადიო თავისუფლების" ოფისში პროკურატურა შევიდა და მისი მუშაობა შეაჩერა

"რადიო თავისუფლების" აზერბაიჯანის ბიუროს "რადიო აზადლიგის" ცნობით, გუშინ გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა რადიოსადგურის ოფისში ჩხრეკა განახორციელეს. რადიოს ბაქოს ოფისის დირექტორის ქენან ალიევის განცხადებით, პროკურატურის სულ მცირე ათი თანამშრომელი პოლიციელებთან ერთად ოფისში შეიჭრა და განაცხადა, რომ ოფისის დახურვის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება ჰქონდათ.

"მათ წარმოადგინეს ჩხრეკის ორდერი. რადიოს შიდა ტელეფონები და ინტერნეტი გათიშულია. რადიოს თანამშრომლებს ეკრძალებათ საკუთარ სამუშაო კომპიუტერებთან მიახლოება", - ნათქვამია რადიოს საიტზე განთავსებულ ინფორმაციაში.

ამ დროისთვის ჩხრეკა დასრულებულია, წაღებულია კომპიუტერები, ოფისი კი დალუქულია. რადიო "თავისუფლების" ბიუროს თანამშრომლებს ოფისის დატოვება და მუშაობის შეწყვეტა მოსთხოვეს. ქვეყნის გენერალურ პროკურატურაში განაცხადეს, რომ საგამოძიებო მოქმედებები რადიოსადგურში მიმდინარეობს როგორც არაკომერციული რადიოს საქმიანობის ფარგლებში, ვინაიდან ის უცხოეთიდან ფინანსდება.

ცნობილია, რომ დეკემბრის დასაწყისში აზერბაიჯანში დააპატიმრეს რადიო "თავისუფლების" აზერბაიჯანის ბიუროს რეპორტიორი ხადიჯა ისმაილოვა, რომელიც ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ოჯახის ბიზნესინტერესებზე რამდენიმე პუბლიკაცია გამოაქვეყნა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა