უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ეკა ზღულაძემ პოლიციელთა შერჩევის ასპექტებზე ისაუბრა. მისი თქმით, სამართალდამცავად გახდომა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, ხოლო პოლიციელთა არჩევა ღია კონკურსის შედეგად მოხდება.
"კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველას. კრიტერიუმები - ასაკი - 18-დან 35 წლამდე. არჩეული პრეტენდენტები სასწავლებლებში გადაიგზავნებიან. დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ვერ შეძლებს ამ სასწავლო დაწესებულებების დამთავრებას, მაგრამ ვინც დაამთავრებს სწავლას, ნამდვილი ახალი პოლიციელი გახდება", - განაცხადა ზღულაძემ ერთ-ერთ უკრაინულ სააგენტოსთან საუბრისას.
გარდა ამისა, ზღულაძემ დასძინა, რომ შესარჩევ კონკურსში სხვა კატეგორიებიც იქნება. ეკა ზღულაძის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს პრობლემები კორუფცია და დუბლირებული ფუნქციებია, რომელთან ბრძოლასაც იგი აპირებს.
მომზადებულია kp.ua -ს მიხედვით.
Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo