სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
დასავლეთ აფრიკაში ებოლათი დაღუპულთა რიცხვი 7 588-მდე გაიზარდა
დასავლეთ აფრიკაში ებოლათი დაღუპულთა რიცხვი 7 588-მდე გაიზარდა

მსოფ­ლიო ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, და­სავ­ლეთ აფ­რი­კა­ში ებო­ლა­თი და­ღუ­პულ­თა რი­ცხვი 7 588-მდე გა­ი­ზარ­და. ინ­ფორ­მა­ცი­ას ამის შე­სა­ხებ "გარ­დი­ა­ნი" ავ­რცე­ლებს. ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის გან­ცხა­დე­ბით, ამ დრო­ის­თვის და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლია ებო­ლა­თი და­ინ­ფი­ცი­რე­ბის 19 497 შემ­თხვე­ვა. "გარ­დი­ა­ნის" ცნო­ბით, ვირუ­სი ყვე­ლა­ზე მწვა­ვედ კვლავ სი­ე­რა ლე­ო­ნე­ში ვრცელ­დე­ბა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ებო­ლას ვირუ­სი ამ დრო­ის­თვის და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლია გვი­ნე­ა­ში, ლი­ბე­რი­ა­ში, სი­ე­რა-ლე­ო­ნე­ში, ნი­გე­რი­ა­ში, მა­ლი­ში, სე­ნე­გალ­ში, ეს­პა­ნეთ­სა და აშშ-ში.

ებო­ლას ჰე­მო­რა­გი­უ­ლი ცხე­ლე­ბა აფ­რი­კის რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნა­ში წლის და­სა­წყის­ში გავ­რცელ­და. ვირუ­სი იწ­ვევს ჰე­მო­რა­გი­ულ ცხე­ლე­ბას, თა­ვის ტკი­ვილს და ზო­გად სი­სუს­ტეს, ვი­თარ­დე­ბა დი­ა­რეა, ღე­ბი­ნე­ბა, გა­მო­ნა­ყა­რი, ღვიძლთან და თირკმე­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი. და­ა­ვა­დე­ბა ადა­მი­ა­ნი­დან ადა­მი­ან­ზე შე­იძ­ლე­ბა გავ­რცელ­დეს ორი გზით - ინ­ფი­ცი­რე­ბულ სის­ხლთან პირ­და­პი­რი კონ­ტაქ­ტი­სა და სის­ხლით კონ­ტა­მი­ნი­რე­ბულ საგ­ნებ­თან კონ­ტაქ­ტის გზით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

დასავლეთ აფრიკაში ებოლათი დაღუპულთა რიცხვი 7 588-მდე გაიზარდა

დასავლეთ აფრიკაში ებოლათი დაღუპულთა რიცხვი 7 588-მდე გაიზარდა

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ბოლო მონაცემებით, დასავლეთ აფრიკაში ებოლათი დაღუპულთა რიცხვი 7 588-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ "გარდიანი" ავრცელებს. ორგანიზაციის განცხადებით, ამ დროისთვის დაფიქსირებულია ებოლათი დაინფიცირების 19 497 შემთხვევა. "გარდიანის" ცნობით, ვირუსი ყველაზე მწვავედ კვლავ სიერა ლეონეში ვრცელდება. არსებული ინფორმაციით, ებოლას ვირუსი ამ დროისთვის დაფიქსირებულია გვინეაში, ლიბერიაში, სიერა-ლეონეში, ნიგერიაში, მალიში, სენეგალში, ესპანეთსა და აშშ-ში.

ებოლას ჰემორაგიული ცხელება აფრიკის რამდენიმე ქვეყანაში წლის დასაწყისში გავრცელდა. ვირუსი იწვევს ჰემორაგიულ ცხელებას, თავის ტკივილს და ზოგად სისუსტეს, ვითარდება დიარეა, ღებინება, გამონაყარი, ღვიძლთან და თირკმელებთან დაკავშირებული პრობლემები. დაავადება ადამიანიდან ადამიანზე შეიძლება გავრცელდეს ორი გზით - ინფიცირებულ სისხლთან პირდაპირი კონტაქტისა და სისხლით კონტამინირებულ საგნებთან კონტაქტის გზით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა