სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"თავდაცვის მინისტრი კომენტარს არ გააკეთებს მანამ, სანამ უკრაინაში დაღუპულ ქართველ ოფიცერს არ დაასაფლავებენ"
"თავდაცვის მინისტრი კომენტარს არ გააკეთებს მანამ, სანამ უკრაინაში დაღუპულ ქართველ ოფიცერს არ დაასაფლავებენ"

სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბულ­პირ­თა, გან­სახ­ლე­ბი­სა და ლტოლ­ვილ­თა მი­ნის­ტრ სო­ზარ სუ­ბა­რის გან­ცხა­დე­ბით, თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრ მინ­დია ჯა­ნე­ლი­ძეს აქვს მკა­ფიო პო­ზი­ცია, რომ უწყე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით კო­მენ­ტა­რებს არ გა­ა­კე­თებს, სა­ნამ უკ­რა­ი­ნა­ში და­ღუ­პულ ქარ­თველ მებ­რძოლს, ალექ­სან­დრე გრი­გო­ლაშ­ვილს არ დაკ­რძა­ლა­ვენ. ამის შე­სა­ხებ სო­ზარ სუ­ბარ­მა "პა­ლიტ­რა ტვ"-ის გა­და­ცე­მა "რე­ზი­უ­მე­ში" სტუმ­რო­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

"მას აქვს მკა­ფიო პო­ზი­ცია, რომ ის კო­მენ­ტარს არ გა­ა­კე­თებს მა­ნამ, სა­ნამ ქარ­თვე­ლი ოფი­ცე­რი, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნი­დან ჩა­მო­ას­ვე­ნეს, არ იქ­ნე­ბა და­საფ­ლა­ვე­ბუ­ლი. მას მი­აჩ­ნია, რომ ზედ­მე­ტი ხმა­უ­რი იქ­ნე­ბა იმ ადა­მი­ა­ნის­თვის შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი. ეს არის მისი პო­ზი­ცია. მე ვკი­თხე და თვი­თონ ეს პო­ზი­ცია და­ა­ფიქ­სი­რა და ჩვენ პა­ტი­ვი უნდა ვცეთ მის ამ გან­წყო­ბას", - გა­ნა­ცხა­და სუ­ბარ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბას, სო­ზარ სუ­ბა­რი ამ­ბობს, რომ ეს იყო არას­წო­რი და ეს თქვეს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ და უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რებ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა ალექ­სან­დრე გრი­გო­ლაშ­ვი­ლის ძმა­თა სა­საფ­ლა­ო­ზე დაკ­რძალ­ვის მო­თხოვ­ნას, სუ­ბა­რის გან­ცხა­დე­ბით, საძ­მო სა­საფ­ლაო არის მათ­თვის, ვინც ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთა­ლი­ა­ნო­ბის­თვის ბრძო­ლას შე­ე­წი­რა. "მე მგო­ნი ძა­ლი­ან არე­ვას ვა­კე­თებთ. ეს ბრძო­ლა მარ­თა­ლია სა­ქარ­თვე­ლოს­თვი­საც არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, მაგ­რამ ჩვენ არ ჩავ­რე­ულ­ვართ ამ ბრძო­ლა­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რად", - დას­ძი­ნა სო­ზარ სუ­ბარ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"თავდაცვის მინისტრი კომენტარს არ გააკეთებს მანამ, სანამ უკრაინაში დაღუპულ ქართველ ოფიცერს არ დაასაფლავებენ"

"თავდაცვის მინისტრი კომენტარს არ გააკეთებს მანამ, სანამ უკრაინაში დაღუპულ ქართველ ოფიცერს არ დაასაფლავებენ"

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულპირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრ სოზარ სუბარის განცხადებით, თავდაცვის მინისტრ მინდია ჯანელიძეს აქვს მკაფიო პოზიცია, რომ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარებს არ გააკეთებს, სანამ უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლს, ალექსანდრე გრიგოლაშვილს არ დაკრძალავენ. ამის შესახებ სოზარ სუბარმა "პალიტრა ტვ"-ის გადაცემა "რეზიუმეში" სტუმრობისას განაცხადა.

"მას აქვს მკაფიო პოზიცია, რომ ის კომენტარს არ გააკეთებს მანამ, სანამ ქართველი ოფიცერი, რომელიც უკრაინიდან ჩამოასვენეს, არ იქნება დასაფლავებული. მას მიაჩნია, რომ ზედმეტი ხმაური იქნება იმ ადამიანისთვის შეურაცხმყოფელი. ეს არის მისი პოზიცია. მე ვკითხე და თვითონ ეს პოზიცია დააფიქსირა და ჩვენ პატივი უნდა ვცეთ მის ამ განწყობას", - განაცხადა სუბარმა.

რაც შეეხება თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას, სოზარ სუბარი ამბობს, რომ ეს იყო არასწორი და ეს თქვეს პრემიერ-მინისტრმა, თავდაცვის სამინისტრომ და უმრავლესობის წევრებმა.

რაც შეეხება ალექსანდრე გრიგოლაშვილის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალვის მოთხოვნას, სუბარის განცხადებით, საძმო სასაფლაო არის მათთვის, ვინც ქვეყნის ტერიტორიული მთალიანობისთვის ბრძოლას შეეწირა. "მე მგონი ძალიან არევას ვაკეთებთ. ეს ბრძოლა მართალია საქართველოსთვისაც არის მნიშვნელოვანი, მაგრამ ჩვენ არ ჩავრეულვართ ამ ბრძოლაში ოფიციალურად", - დასძინა სოზარ სუბარმა.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა