ვახტანგ კიკაბიძე რუსეთ-უკრაინისა და რუსეთ-საქართველოს ომებზე ფილმის გადაღებას გეგმავს

ვახტანგ კიკაბიძე რუსეთ-უკრაინისა და რუსეთ-საქართველოს ომებზე ფილმის გადაღებას გეგმავს

ვახტანგ კიკაბიძემ უკრაინელ კომიკოსებს, სტუდიიდან «Квартал-95» ერთობლივი ფილმის გადაღება შესთავაზა, რომლის ძირითადი ხაზი რუსეთის უკრაინასთან და საქართველოსთან ომი იქნება.

ცნობილი ქართველი მსახიობის თქმით, მისმა ქვეყანამ ცოტა ხნით ადრე გამოსცადა ის სიტუაცია, რომელშიც ამჟამად უკრაინა იმყოფება. კიკაბიძეს სურს ყველას დაანახოს, რა ხდება სინამდვილეში და ვინ არის აგრესორი. ამასთან, იგი ეცდება, რომ ისეთი მწვავე საკითხი, როგორიც ომია, მაყურებელს კომიკურად მიაწოდოს. ჯერჯერობით თანამშრომლობა მხოლოდ განხილვის სტადიაზეა, მაგრამ ვლადიმერ ზელენსკი აღიარებს, რომ პირადად მას იდეა ძალიან მოსწონს.

"მე ვფიქრობ შეიძლება გამოვიდეს უკრაინულ-ქართული სურათი. იგი ძალიან ღრმაა. ჩვენ ხომ ქართველებთან ერთად რაღაც გადავიტანეთ. თუმცა, მათ ცოტა ადრე, ჩვენ უფრო გვიან. ეს ღრმა და სასაცილო ტრაგიკომედიაა", - აცხადებს სტუდიის ლიდერი.

"ბუნებრივია, ახლა ჩვენ ყველანი პოლიტიკაზე ვსაუბრობთ და ყველაფერს ძალიან განვიცდით. ქართველები როგორ ნერვიულობენ უკრაინაზე! კიკაბიძემ მითხრა: მტერი ისაა, ვინც ჩვენს მიწაზე იარაღით მოდისო", - ამბობს ზელენსკი.

მომზადებულია 1kr.ua -ის მიხედვით.

Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება