სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"სამარცხვინო განცხადება! სიტყვებიც არ მყოფნის!" - პეტრიაშვილი თავდაცვის სამინისტროს განცხადებას ეხმაურება
"სამარცხვინო განცხადება! სიტყვებიც არ მყოფნის!" - პეტრიაშვილი თავდაცვის სამინისტროს განცხადებას ეხმაურება

უკ­რა­ი­ნა­ში სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე ალექ­სან­დრე გრი­გო­ლაშ­ვი­ლის და­ღუპ­ვის გამო თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბას ქარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი ეხ­მა­უ­რე­ბი­ან.

"თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბის" ერთ-ერთი ლი­დე­რი ალექ­სი პეტ­რი­აშ­ვი­ლი თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბას სა­მარ­ცხვი­ნოს უწო­დებს.

"სა­მარ­ცხვი­ნო გან­ცხა­დე­ბა! სი­ტყვე­ბიც არ მყოფ­ნის! რას აკე­თებთ, რას? ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ას და­ემგვა­ნე­ბით ეგრე! და­ემგვა­ნე­ბით და გა­და­ას­წრებთ! სხვას ვებ­რძო­დით ჯა­რის პო­ლი­ტი­ზე­ბა­ზე! უა­რესს სჩა­დი­ხართ? გა­მო­ფხიზ­ლდით! ერთი დღით ნუ ცხოვ­რობთ! შვი­ლე­ბის წი­ნა­შე შეგრცხვე­ბათ!", - წერს პეტ­რი­აშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვერ­დზე.

"გვინ­და ხაზ­გას­მით აღ­ვნიშ­ნოთ, რომ ალექ­სან­დრე გრი­გო­ლაშ­ვი­ლის და­ღუპ­ვის გამო, სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ეკის­რე­ბათ ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს მო­უ­წო­დე­ბენ, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღონ ჩვე­ნი ქვეყ­ნის ფარ­გლებს გა­რეთ მიმ­დი­ნა­რე საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბებ­ში. თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მხრი­დან არა­ერ­თხელ აღი­ნიშ­ნა, რომ მსგავ­სი მო­წო­დე­ბე­ბი არის უპა­სუ­ხის­მგებ­ლო და ემ­სა­ხუ­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი

ძა­ლე­ბის ყო­ფი­ლი და მოქ­მე­დი სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბის შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნას.

თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო მო­უ­წო­დებს სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქეს, არ აყ­ვეს პრო­ვო­კა­ცი­ას და სხვა­დას­ხვა შე­მო­თა­ვა­ზე­ბის სა­ნაც­ვლოდ არ ჩა­იგ­დოს სა­კუ­თა­რი სი­ცო­ცხლე საფრ­თხე­ში.

აქვე ავღ­ნიშ­ნავთ, რომ ალექ­სან­დრე გრი­გო­ლაშ­ვი­ლი, 2007-2008 წლებ­ში მსა­ხუ­რობ­და სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში. 2008 წლის დე­კემ­ბრი­დან, კონ­ტრაქ­ტის შე­წყვე­ტის სა­ფუძ­ველ­ზე და­თხოვ­ნილ იქნა შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი­დან", - აღ­ნიშ­ნუ­ლია თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბა­ში.

ასე­ვე წა­ი­კი­თხეთ: თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი მო­ღა­ლა­ტე და გა­რე­წა­რია -ირმა ნა­დი­რაშ­ვი­ლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"სამარცხვინო განცხადება! სიტყვებიც არ მყოფნის!" - პეტრიაშვილი თავდაცვის სამინისტროს განცხადებას ეხმაურება

"სამარცხვინო განცხადება! სიტყვებიც არ მყოფნის!" - პეტრიაშვილი თავდაცვის სამინისტროს განცხადებას ეხმაურება

უკრაინაში საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვის გამო თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ქართველი პოლიტიკოსები ეხმაურებიან.

"თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი ალექსი პეტრიაშვილი თავდაცვის სამინისტროს განცხადებას სამარცხვინოს უწოდებს.

"სამარცხვინო განცხადება! სიტყვებიც არ მყოფნის! რას აკეთებთ, რას? ჩრდილოეთ კორეას დაემგვანებით ეგრე! დაემგვანებით და გადაასწრებთ! სხვას ვებრძოდით ჯარის პოლიტიზებაზე! უარესს სჩადიხართ? გამოფხიზლდით! ერთი დღით ნუ ცხოვრობთ! შვილების წინაშე შეგრცხვებათ!", - წერს პეტრიაშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.

"გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვის გამო, სრული პასუხისმგებლობა ეკისრებათ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებენ, მონაწილეობა მიიღონ ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. თავდაცვის სამინისტროს მხრიდან არაერთხელ აღინიშნა, რომ მსგავსი მოწოდებები არის უპასუხისმგებლო და ემსახურება საქართველოს შეიარაღებული

ძალების ყოფილი და მოქმედი სამხედრო მოსამსახურეების შეცდომაში შეყვანას.

თავდაცვის სამინისტრო მოუწოდებს საქართველოს ყველა მოქალაქეს, არ აყვეს პროვოკაციას და სხვადასხვა შემოთავაზების სანაცვლოდ არ ჩაიგდოს საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში.

აქვე ავღნიშნავთ, რომ ალექსანდრე გრიგოლაშვილი, 2007-2008 წლებში მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. 2008 წლის დეკემბრიდან, კონტრაქტის შეწყვეტის საფუძველზე დათხოვნილ იქნა შეიარაღებული ძალებიდან", - აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

ასევე წაიკითხეთ: თავდაცვის მინისტრი მოღალატე და გარეწარია -ირმა ნადირაშვილი

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა