"რეზი, იმ ღამეს იგინებოდი..." - "მძიმე კაცი" რეზო ამაშუკელს ლექსს უძღვნის

"რეზი, იმ ღამეს იგინებოდი..." - "მძიმე კაცი" რეზო ამაშუკელს ლექსს უძღვნის

გადაცემა "მძიმე კაცთან" წამყვანი, დავით კოვზირიძე, პოეტ რეზო ამაშუკელს სოციალურ ქსელში ლექსს უძღვნის.

"ლექსი ვგლიჯე, მეგობრებო:)

პრა რეზი

რეზი, იმ ღამეს იგინებოდი,

იგინებოდი, გქონდა მიზეზი,

ვიცი, ძნელია, იყო მგოსანი,

იყო მგოსანი, თან ოროსანი.

რეზი, გაჩერდი, ნუ იგინები,

შენ გეწერება ეგ ყველაფერი,

ასავალიდან დასავალამდე,

ნიკოფსიიდან დარუბანდამდე", - წერს დავით კოვზირიძე.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც კოვზირიძე და ამაშუკელი ერთმანეთს მწვავე და შეურაცხმყოფელი გამონათქვამებით მიმართავენ. ტელეწამყვანისა და პოეტის დაპირისპირება დიდი ხნის წინ დაიწყო. რეზო ამაშუკელი დავით კოვზირიძის გადაცემას ხშირად აკრიტიკებს და მას ქართული ფასეულობების დისკრედიტაციაში ადანაშაულებს. დავით კოვზირიძე კი პოეტის შეფასებებს არ ეთანხმება და ამბობს, რომ მისი აზრი საერთოდ არ აინტერესებს, თუმცა ხშირად უთვლის მოწვევას მის გადაცემაში.

სამი დიდი ქართველი ერთ ფოტოზე - კოკო გამსახურდია უნიკალურ ფოტოს აქვეყნებს

"ჩემი ცხოვრება დამთავრებული იყო. სიცოცხლეს შვილებისთვის ვაგრძელებდი... ის კი ისე ლამაზად მიხატავდა ყველაფერს, რაც მძულდა" - რას იხსენებს ნანუკა ჟორჟოლიანი და რას წერს საკუთარ იუბილეზე

"10 წელი კი გასულა" - რა ფოტოებს აქვეყნებს ელენე ხოშტარია ქორწინების იუბილესთან დაკავშირებით