სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
პუტინი ღარიბაშვილს და მარგველაშვილს მოსკოვში ეპატიჟება
პუტინი ღარიბაშვილს და მარგველაშვილს მოსკოვში ეპატიჟება

თუ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ჩათ­ვლის შე­საძ­ლებ­ლად, მო­ხა­რუ­ლი ვიქ­ნე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ნე­ბის­მი­ე­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, იქ­ნე­ბა ეს პრე­მი­ე­რი თუ პრე­ზი­დენ­ტი, მოს­კოვ­ში ვი­ხი­ლოთ, - ამის შე­სა­ხებ რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა მოს­კოვ­ში გა­მარ­თულ ყო­ველ­წლი­ურ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ტე­ლე­კომ­პა­ნია "მა­ესტროს" ჟურ­ნა­ლის­ტის მიერ დას­მულ შე­კი­თხვა­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მი­სას უპა­სუ­ხა.

ბოლო გა­ნახ­ლე­ბა| რო­გორ პა­სუ­ხობს სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა პუ­ტი­ნის მიერ ღა­რი­ბაშ­ვი­ლი­სა და მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის მოს­კოვ­ში მიწ­ვე­ვას

რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს შიგ­ნით რუ­სეთს პრაქ­ტი­კუ­ლად არ აქვს ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი.

"რო­გორც ვხე­დავთ, სა­ქარ­თვე­ლო­ში არ წყდე­ბა ში­და­პო­ლი­ტი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა. თა­ვის დრო­ზე ჩვენ გვთხო­ვეს ქარ­თუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის რუ­სულ ბა­ზარ­ზე დაგ­ვეშ­ვა და ჩვენ ეს გა­ვა­კე­თეთ სა­ქარ­თვე­ლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე სა­პა­სუ­ხოდ, წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა არ გა­ე­წია რუ­სე­თის მსოფ­ლიო სა­ვაჭ­რო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბა­ზე. ეს იყო ძა­ლი­ან კარ­გი ჟეს­ტი სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და ჩვენ ვუ­პა­სუ­ხეთ ამ ჟესტს რუ­სუ­ლი ბაზ­რის გა­ღე­ბით. ჩვენ მო­მა­ვალ­შიც მზად ვართ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ვი­მოქ­მე­დოთ", - გა­ნა­ცხა­და რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა.

ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი ასე­ვე შე­ე­ხო სა­ქარ­თვე­ლო­ში ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის სა­კითხს. მისი გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში კონ­ფლიქ­ტე­ბის მოგ­ვა­რე­ბის სა­კი­თხი იმ ხალ­ხთან დი­ა­ლოგ­ში დგას, რომ­ლე­ბიც ამ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე ცხოვ­რო­ბენ.

ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის გან­ცხა­დე­ბით, თა­ვის დრო­ზე არა­ერ­თხელ არ­წმუ­ნებ­და სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ პრე­ზი­დენტს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს, რომ არ და­ე­წყო საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბი. მი­სი­ვე თქმით, რუ­სეთს ბრა­ლი არ მი­უ­ძღვის იმა­ში, რომ სა­ა­კაშ­ვილს დევ­ნი­ან.

"მას დევ­ნის სა­ქარ­თვე­ლოს მოქ­მე­დი ხე­ლი­სუფ­ლე­ბაც და არა - ჩვე­ნი ინი­ცი­ა­ტი­ვით. ჩვენ ამა­ში ბრა­ლი არ მიგ­ვი­ძღვის. ყო­ველ­თვის ვე­უბ­ნე­ბო­დი, ნუ გა­ა­კე­თებთ ამას, ნუ და­ი­წყებთ საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბებს. მპა­სუ­ხობ­და, არა, არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­შიო. მაგ­რამ შე­დე­გი ყვე­ლას­თვის ცნო­ბი­ლია. ძა­ლი­ან ძნე­ლია ამ ვი­თა­რე­ბი­დან გა­მოს­ვლა. მეს­მის, რომ ეს სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, ქარ­თვე­ლი ხალ­ხის­თვის ღია ჭრი­ლო­ბაა, მტკივ­ნე­უ­ლია. 1919 წე­ლიც ხომ გახ­სოვთ, მა­ში­ნაც მძი­მე მოვ­ლე­ნე­ბი იყო რუ­სე­თის იმ­პე­რი­ის დაშ­ლის შემ­დეგ, სა­ქარ­თვე­ლომ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის შე­სა­ხებ გა­მო­ა­ცხა­და, აფხა­ზეთ­მა კი რუ­სე­თის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში დარ­ჩე­ნის სურ­ვი­ლი გა­მოთ­ქვა. მა­ში­ნაც ყვე­ლა­ფე­რი იგი­ვე იყო, სა­დამ­სჯე­ლო ოპე­რა­ცია, საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბი. ჩვენ არ ვართ დამ­ნა­შა­ვე, თუმ­ცა ყვე­ლა ჩვენ გვა­და­ნა­შა­უ­ლებს, რომ ჩვენ ვახ­დენთ პრო­ვო­ცი­რე­ბას. ჩვენ არაფ­რის პრო­ვო­ცი­რე­ბას არ ვახ­დენთ. ასე მოხ­და. უნდა და­ვე­ლა­პა­რა­კოთ ამ ხალ­ხს, ჩვენ მზად ვართ შუ­ამ­დგომ­ლო­ბის­თვის. მას შემ­დეგ რაც მოხ­და ამ გაფრ­თხი­ლე­ბე­ბის და­იგ­ნო­რე­ბა, და­ი­წყო საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბი, რუ­სეთ­მა აღი­ა­რა ამ რეს­პუბ­ლი­კე­ბის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა. გულ­წრფე­ლად გე­ტყვით, რომ ძნე­ლია რა­ი­მეს გა­კე­თე­ბა, მაგ­რამ სა­ჭი­როა პირ­ველ ეტაპ­ზე თუნ­დაც ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის და­ლა­გე­ბა, პირ­და­პი­რი კონ­ტაქ­ტე­ბი, პო­ლი­ტი­კუ­რი დი­ა­ლო­გი. თუ ეს მო­ხერ­ხდე­ბა, ჩვენ ყვე­ლა­ნა­ი­რად შე­ვუ­წყობთ ხელს ამ პრო­ცესს",- გა­ნა­ცხა­და ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას, რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა რამ­დენ­ჯერ­მე შე­ა­ყოვ­ნა ქარ­თვე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტის­თვის კი­თხვის დას­მის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. მი­უ­ხე­და­ვად მისი პრესმდივ­ნის დი­მიტ­რი პეს­კო­ვის თხოვ­ნი­სა, რომ სი­ტყვა ქარ­თვე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტის­თვის მი­ე­ცათ, ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა შე­კი­თხვის დას­მის უფ­ლე­ბა ჯერ თურქ ჟურ­ნა­ლისტს მის­ცა, შემ­დეგ კი ჩი­ნე­თის წარ­მო­მად­გე­ნელს.

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

პუტინი ღარიბაშვილს და მარგველაშვილს მოსკოვში ეპატიჟება

პუტინი ღარიბაშვილს და მარგველაშვილს მოსკოვში ეპატიჟება

თუ საქართველოს ხელისუფლება ჩათვლის შესაძლებლად, მოხარული ვიქნებით, საქართველოს მთავრობის ნებისმიერი წარმომადგენელი, იქნება ეს პრემიერი თუ პრეზიდენტი, მოსკოვში ვიხილოთ, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოსკოვში გამართულ ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე ტელეკომპანია "მაესტროს" ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვაზე პასუხის გაცემისას უპასუხა.

ბოლო განახლება| როგორ პასუხობს საქართველოს ხელისუფლება პუტინის მიერ ღარიბაშვილისა და მარგველაშვილის მოსკოვში მიწვევას

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს შიგნით რუსეთს პრაქტიკულად არ აქვს ურთიერთობები.

"როგორც ვხედავთ, საქართველოში არ წყდება შიდაპოლიტიკური დაპირისპირება. თავის დროზე ჩვენ გვთხოვეს ქართული პროდუქციის რუსულ ბაზარზე დაგვეშვა და ჩვენ ეს გავაკეთეთ საქართველოს გადაწყვეტილებაზე საპასუხოდ, წინააღმდეგობა არ გაეწია რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე. ეს იყო ძალიან კარგი ჟესტი საქართველოს ხელისუფლების და ჩვენ ვუპასუხეთ ამ ჟესტს რუსული ბაზრის გაღებით. ჩვენ მომავალშიც მზად ვართ ამ მიმართულებით ვიმოქმედოთ", - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

ვლადიმერ პუტინი ასევე შეეხო საქართველოში ოკუპირებული ტერიტორიების საკითხს. მისი განცხადებით, საქართველოში კონფლიქტების მოგვარების საკითხი იმ ხალხთან დიალოგში დგას, რომლებიც ამ ტერიტორიებზე ცხოვრობენ.

ვლადიმერ პუტინის განცხადებით, თავის დროზე არაერთხელ არწმუნებდა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, რომ არ დაეწყო საბრძოლო მოქმედებები. მისივე თქმით, რუსეთს ბრალი არ მიუძღვის იმაში, რომ სააკაშვილს დევნიან.

"მას დევნის საქართველოს მოქმედი ხელისუფლებაც და არა - ჩვენი ინიციატივით. ჩვენ ამაში ბრალი არ მიგვიძღვის. ყოველთვის ვეუბნებოდი, ნუ გააკეთებთ ამას, ნუ დაიწყებთ საბრძოლო მოქმედებებს. მპასუხობდა, არა, არავითარ შემთხვევაშიო. მაგრამ შედეგი ყველასთვის ცნობილია. ძალიან ძნელია ამ ვითარებიდან გამოსვლა. მესმის, რომ ეს საქართველოსთვის, ქართველი ხალხისთვის ღია ჭრილობაა, მტკივნეულია. 1919 წელიც ხომ გახსოვთ, მაშინაც მძიმე მოვლენები იყო რუსეთის იმპერიის დაშლის შემდეგ, საქართველომ დამოუკიდებლობის შესახებ გამოაცხადა, აფხაზეთმა კი რუსეთის შემადგენლობაში დარჩენის სურვილი გამოთქვა. მაშინაც ყველაფერი იგივე იყო, სადამსჯელო ოპერაცია, საბრძოლო მოქმედებები. ჩვენ არ ვართ დამნაშავე, თუმცა ყველა ჩვენ გვადანაშაულებს, რომ ჩვენ ვახდენთ პროვოცირებას. ჩვენ არაფრის პროვოცირებას არ ვახდენთ. ასე მოხდა. უნდა დაველაპარაკოთ ამ ხალხს, ჩვენ მზად ვართ შუამდგომლობისთვის. მას შემდეგ რაც მოხდა ამ გაფრთხილებების დაიგნორება, დაიწყო საბრძოლო მოქმედებები, რუსეთმა აღიარა ამ რესპუბლიკების დამოუკიდებლობა. გულწრფელად გეტყვით, რომ ძნელია რაიმეს გაკეთება, მაგრამ საჭიროა პირველ ეტაპზე თუნდაც ურთიერთობების დალაგება, პირდაპირი კონტაქტები, პოლიტიკური დიალოგი. თუ ეს მოხერხდება, ჩვენ ყველანაირად შევუწყობთ ხელს ამ პროცესს",- განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

აღსანიშნავია, რომ პრესკონფერენციის მიმდინარეობისას, რუსეთის პრეზიდენტმა რამდენჯერმე შეაყოვნა ქართველი ჟურნალისტისთვის კითხვის დასმის შესაძლებლობა. მიუხედავად მისი პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის თხოვნისა, რომ სიტყვა ქართველი ჟურნალისტისთვის მიეცათ, ვლადიმერ პუტინმა შეკითხვის დასმის უფლება ჯერ თურქ ჟურნალისტს მისცა, შემდეგ კი ჩინეთის წარმომადგენელს.

იხილეთ ვიდეო

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა