სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"გოგონა კიოდა, მშველელს უხმობდა..." - ხუდადოვზე მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები
"გოგონა კიოდა, მშველელს უხმობდა..." - ხუდადოვზე მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

"თქვენ რომ ყო­ფი­ლი­ყა­ვით, გა­მო­ი­ხე­დავ­დით?! რა იცი, ამ დროს რა ხდე­ბა, თუ გა­ი­ხე­დე, ეგებ შენც გა­გი­ყა­რონ დანა და წადი და უყა­რე მერე კა­კა­ლი!"

თბი­ლის­ში, ხუ­და­დო­ვის ქუ­ჩა­ზე სა­ზა­რე­ლი მკვლე­ლო­ბა მოხ­და. გარ­დაც­ვლი­ლი 35 წლამ­დე ასა­კის მა­მა­კა­ცია, რო­მელ­საც ღა­მის 2 სა­ათ­ზე, ქუ­ჩის ბნელ კუ­თხე­ში მუ­ცელ­ში დანა რამ­დენ­ჯერ­მე ჩა­არ­ტყეს. დაჭ­რილ­მა ტრა­გე­დი­ის ად­გი­ლი­დან რამ­დე­ნი­მე მეტ­რის გავ­ლა შეძ­ლო და გამ­ვლე­ლი მან­ქა­ნის გა­ჩე­რე­ბა სცა­და, თუმ­ცა დახ­მა­რე­ბის აღ­მო­ჩე­ნამ­დე გარ­და­იც­ვა­ლა. შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­მა­კა­ცი არას­რულ­წლო­ვან­მა გო­გო­ნამ მოკ­ლა. ბრად­ლე­ბუ­ლი მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით და­კი­თხეს და მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ხელ­წე­რი­ლის სა­ფუძ­ველ­ზე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. გაჩ­ნდა ვერ­სია, რომ გო­გო­ნა ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი იყო და თავს იცავ­და. საქ­მე­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა. რო­გორც გა­ვარ­კვი­ეთ, გო­გო­ნა ხუ­და­დო­ვის ქუ­ჩა­ზე, ოჯა­ხან ერ­თად ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნა­ში ცხოვ­რობს, თუმ­ცა მისი მი­სა­მარ­თის და­სახ­ლე­ბა­ზე ქუ­ჩის პრაქ­ტი­კუ­ლად ყვე­ლა მცხოვ­რებ­მა უარი თქვა. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცია უკი­დუ­რე­სად მწი­რია, ქუ­ჩის მცხოვ­რებ­ლე­ბი კი მომ­ხდარ­ზე საკ­მა­ოდ ბევ­რს ყვე­ბი­ან, მაგ­რამ მათი მო­ყო­ლი­ლის მი­ხედ­ვით, რთუ­ლია, და­ად­გი­ნო იმ ღამე რე­ა­ლუ­რად რა მოხ­და. იმის თქმა კი ნამ­დვი­ლად შე­იძ­ლე­ბა, რომ ტრა­გე­დია, რო­გორც ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, ოჯა­ხი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის პირ­და­პი­რი თუ ირი­ბი მო­ნა­წი­ლე­ო­ბით დატ­რი­ალ­და. ქუ­ჩის მა­ცხოვ­რე­ბე­ლე­ბის თქმით, გო­გო­ნა კი­ო­და და მშვე­ლელს უხ­მობ­და, თუმ­ცა არა­ვინ გა­მო­ხე­და.

ლე­ვან კო­ბა­ი­ძე, ხუ­და­დო­ვის ქუ­ჩის მცხოვ­რე­ბი:

- მე მხო­ლოდ ის ვიცი, რომ ჩიხი, რო­მელ­შიც მკვლე­ლო­ბა მოხ­და, ამ ქუ­ჩა­ზე ყვე­ლა­ზე ბნე­ლი ად­გი­ლია და ყვე­ლა, ვი­საც რამე ოხ­რო­ბის გა­კე­თე­ბა მო­უნ­დე­ბა, იქ იყ­რის თავს. იმი­ტო­მაც მუდ­მი­ვად ყრია პრე­ზერ­ვა­ტი­ვე­ბი და ნახ­მა­რი შპ­რი­ცე­ბი. ახლა კი იმ კა­ცის სის­ხლის გუ­ბეც და­ე­მა­ტა, გო­გომ რომ გა­მო­შიგ­ნა. ეს იმის ბრა­ლიც არის, რომ პატ­რუ­ლი მხო­ლოდ ცენ­ტრა­ლურ ქუ­ჩა­ზე და­სე­ირ­ნობს და იმას არ ფიქ­რობს, ბნელ შუ­კებ­შიც შე­ი­ხე­დოს!

- ბნელ "შუ­კებ­ში" პატ­რულ­მა რომ "შე­ი­ხე­დოს", ქა­ლა­ქის თით­ქმის ნა­ხე­ვა­რი სა­პატ­რუ­ლო სამ­სა­ხურ­ში უნდა მო­უ­შა­ობ­დეს.... ალ­ბათ ჯობ­და, გო­გო­ნას კი­ვილ­ზე ვინ­მეს გა­რეთ გა­მო­ე­ხე­და და ეს სა­ში­ნე­ლე­ბა შე­ე­ჩე­რე­ბი­ნა.

- თქვენ რომ ყო­ფი­ლი­ყა­ვით, გა­მო­ი­ხე­დავ­დით?! რა იცი, ამ დროს რა ხდე­ბა, თუ გა­ი­ხე­დე, ეგებ შენც გა­გი­ყა­რონ დანა და წადი და უყა­რე მერე კა­კა­ლი! ისე, იმ გო­გოს რა უნ­დო­და, ღა­მის 2 სა­ათ­ზე გა­რეთ? 35 წლის კაცს რომ მიჰ­ყვე­ბო­და შუ­ა­ღა­მი­სას, სად მიჰ­ყვე­ბო­და?! ან მშო­ბე­ლი სად ჰყავ­და, გა­ა­ჩე­ნენ კურ­დღლე­ბი­ვით შვი­ლებს და მერე მი­უშ­ვე­ბენ, - რაც გინ­დათ ის აკე­თე­თო! 15 წლის გოგო ღა­მის 2 სა­ათ­ზე რომ გა­რეთ და­დის, პირ­ველ რიგ­ში დედ-მა­მაა და­საჭ­რი!

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"გოგონა კიოდა, მშველელს უხმობდა..." - ხუდადოვზე მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

"გოგონა კიოდა, მშველელს უხმობდა..." - ხუდადოვზე მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

"თქვენ რომ ყოფილიყავით, გამოიხედავდით?! რა იცი, ამ დროს რა ხდება, თუ გაიხედე, ეგებ შენც გაგიყარონ დანა და წადი და უყარე მერე კაკალი!"

თბილისში, ხუდადოვის ქუჩაზე საზარელი მკვლელობა მოხდა. გარდაცვლილი 35 წლამდე ასაკის მამაკაცია, რომელსაც ღამის 2 საათზე, ქუჩის ბნელ კუთხეში მუცელში დანა რამდენჯერმე ჩაარტყეს. დაჭრილმა ტრაგედიის ადგილიდან რამდენიმე მეტრის გავლა შეძლო და გამვლელი მანქანის გაჩერება სცადა, თუმცა დახმარების აღმოჩენამდე გარდაიცვალა. შსს-ს ინფორმაციით, მამაკაცი არასრულწლოვანმა გოგონამ მოკლა. ბრადლებული მომხდართან დაკავშირებით დაკითხეს და მოგვიანებით, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. გაჩნდა ვერსია, რომ გოგონა ძალადობის მსხვერპლი იყო და თავს იცავდა. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება. როგორც გავარკვიეთ, გოგონა ხუდადოვის ქუჩაზე, ოჯახან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს, თუმცა მისი მისამართის დასახლებაზე ქუჩის პრაქტიკულად ყველა მცხოვრებმა უარი თქვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაცია უკიდურესად მწირია, ქუჩის მცხოვრებლები კი მომხდარზე საკმაოდ ბევრს ყვებიან, მაგრამ მათი მოყოლილის მიხედვით, რთულია, დაადგინო იმ ღამე რეალურად რა მოხდა. იმის თქმა კი ნამდვილად შეიძლება, რომ ტრაგედია, როგორც ხშირ შემთხვევაში, ოჯახისა და საზოგადოების პირდაპირი თუ ირიბი მონაწილეობით დატრიალდა. ქუჩის მაცხოვრებელების თქმით, გოგონა კიოდა და მშველელს უხმობდა, თუმცა არავინ გამოხედა.

ლევან კობაიძე, ხუდადოვის ქუჩის მცხოვრები:

- მე მხოლოდ ის ვიცი, რომ ჩიხი, რომელშიც მკვლელობა მოხდა, ამ ქუჩაზე ყველაზე ბნელი ადგილია და ყველა, ვისაც რამე ოხრობის გაკეთება მოუნდება, იქ იყრის თავს. იმიტომაც მუდმივად ყრია პრეზერვატივები და ნახმარი შპრიცები. ახლა კი იმ კაცის სისხლის გუბეც დაემატა, გოგომ რომ გამოშიგნა. ეს იმის ბრალიც არის, რომ პატრული მხოლოდ ცენტრალურ ქუჩაზე დასეირნობს და იმას არ ფიქრობს, ბნელ შუკებშიც შეიხედოს!

- ბნელ "შუკებში" პატრულმა რომ "შეიხედოს", ქალაქის თითქმის ნახევარი საპატრულო სამსახურში უნდა მოუშაობდეს.... ალბათ ჯობდა, გოგონას კივილზე ვინმეს გარეთ გამოეხედა და ეს საშინელება შეეჩერებინა.

- თქვენ რომ ყოფილიყავით, გამოიხედავდით?! რა იცი, ამ დროს რა ხდება, თუ გაიხედე, ეგებ შენც გაგიყარონ დანა და წადი და უყარე მერე კაკალი! ისე, იმ გოგოს რა უნდოდა, ღამის 2 საათზე გარეთ? 35 წლის კაცს რომ მიჰყვებოდა შუაღამისას, სად მიჰყვებოდა?! ან მშობელი სად ჰყავდა, გააჩენენ კურდღლებივით შვილებს და მერე მიუშვებენ, - რაც გინდათ ის აკეთეთო! 15 წლის გოგო ღამის 2 საათზე რომ გარეთ დადის, პირველ რიგში დედ-მამაა დასაჭრი!

განაგრძეთ კითხვა

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია