თბილისში შესაძლოა, საცობის მოგვარების მიზნით, "საჰაერო ტრამვაი" გამოჩნდეს (+6 ფოტო)

თბილისში შესაძლოა, საცობის მოგვარების მიზნით, "საჰაერო ტრამვაი" გამოჩნდეს (+6 ფოტო)

კომპანია Sky Way რუსულენოვან გვერდზე აქვეყნებს ვიზუალურ მასალას, რომელშიც წარმოდგენილია თბილისის საცობისგან განტვირთვის გზები.

როგორც კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მათ საქართველოში არსებული პარტნიორებისგან შეიტყვეს, რომ თბილისის მერია მუშაობს საკითხზე, რომელიც ქალაქის ძირითადი სატრანსპორტო არტერიების განტვირთვას ისახავს მიზნად, და ამასთან, შესთავაზოს ტურისტებს ქალაქის ძველ ნაწილში კომფორტული და თანამედროვე ტრანსპორტით გადაადგილება.

კომპანიამ უკვე წარადგინა პრობლემის გადაწყვეტის მისეული გზები და გამოაქვეყნა მაკეტები, რომელშიც ე.წ. "საჰაერო ტრამვაია" წარმოდგენილი, რომელიც, გარდა იმისა, რომ წარმოადგენს სატრანსპორტო საშუალებას, მიზნად ისახავს რეკრეაციულ ფუნქციას, კაფეებისა და "მწვანე ზონების" შექმნას.

ამასთან, საიტზე ნათქვამია, რომ ამ ეტაპზე პროექტი განხილვისა და მოლაპარაკების სტადიაზეა და საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული იქნება უახლოეს მომავალში.

Ambebi.ge-მ ინფორმაცია თბილისის მერიაში გადაამოწმა, სადაც გვიპასუხეს, რომ აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ.

იხილეთ ფოტოგალერეა

წყარო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია