სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
რატომ ფიქრობდა ზალიკო ბერგერი საქართველოდან გაქცევას
რატომ ფიქრობდა ზალიკო ბერგერი საქართველოდან გაქცევას

ზა­ლი­კო ბერ­გე­რი ქარ­თულ ბო­მონდში ყვე­ლა­ზე პო­ზი­ტი­უ­რი, ხა­ლი­სი­ა­ნი და "გა­დამგდე­ბი"რეს­პონ­დენ­ტია. დი­ზა­ი­ნე­რი უჩ­ვე­უ­ლო რე­ჟი­მით ცხოვ­რობს, ღა­მით ღვი­ძავს, დღის გან­მავ­ლო­ბა­ში კი ძილს მი­ე­ცე­მა. რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, ერთხელ 46 სა­ა­თი გა­დაბ­მუ­ლად ეძი­ნა.

ორ­კვი­რი­ა­ნი მცდე­ლო­ბის შემ­დეგ მო­ვა­ხერ­ხეთ და ზა­ლი­კოს­თან სა­ტე­ლე­ფო­ნო ინ­ტერ­ვიუ ჩავ­წე­რეთ. თა­ვის დაძ­ვრე­ნა ამ­ჯე­რა­დაც სურ­და, ხმა არ მაქ­ვსო, გა­ი­ძა­ხო­და, მაგ­რამ არ გა­უ­ვი­და.

- ზა­ლი­კო, გა­და­ცე­მა "ბრა­ვო­დან"და­ვი­წყოთ. საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო და სა­ხა­ლი­სო ნომ­რე­ბი შეს­თა­ვა­ზე მა­ყუ­რე­ბელს, რო­გორ ემ­ზა­დე­ბო­დი ამ ყვე­ლაფ­რის­თვის?

- კინ­ტო­უ­რი აჩი­კო სო­ლო­ღაშ­ვილ­მა და­მიდ­გა. გა­და­ცე­მა­ში ხუმ­რობ­დნენ კი­დეც, აქამ­დე ცნო­ბი­ლი იყო სო­ფი­კო ჭი­ა­უ­რე­ლის კინ­ტო­უ­რი, ახლა ბერ­გე­რის კინ­ტო­უ­რია გან­თქმუ­ლიო. ისე შე­ვი­ჭე­რი რო­ლებ­ში, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბიც კი გა­ვა­ო­ცე.

- მა­ნამ­დე ქარ­თულ ცეკ­ვას­თან შე­ხე­ბა გქო­ნია?

- არას­დროს, არც ქარ­თულ­თან და არც სხვას­თან. სულ ვამ­ბობ­დი, რიტ­მის შეგ­რძნე­ბა არ მაქვს-მეთ­ქი. ახ­ლაც, ხმა რომ მაქვს ჩახ­ლე­ჩი­ლი, გუ­შინ­დე­ლი და­ბა­დე­ბის დღის შე­დე­გია. იქაც მა­ცეკ­ვეს კინ­ტო­უ­რი. უკვე მთხო­ვენ წვე­უ­ლე­ბებ­ზე ცეკ­ვას.

- ხმა ცეკ­ვას­თან რა კავ­შირ­შია?

- ღამე გა­ვა­თე­ნე, ვი­თა­მა­დე, დი­ლამ­დე ვუ­რა­ხუ­ნებ­დი ყი­ნუ­ლე­ბი­ან ვის­კის... მო­თხოვ­ნით შე­ვას­რუ­ლე კინ­ტო­უ­რი, მარ­თა­ლია, ამ­ჯე­რად უფა­სოდ, მაგ­რამ იმე­დია, მო­მა­ვალ­ში შა­ბა­შებ­საც მომ­ცე­მენ. სა­ბო­ლო­ოდ ჩა­მოვ­წე­რე გივი სი­ხა­რუ­ლი­ძე. უკვე მო­ცეკ­ვა­ვე თა­მა­და ვარ. მას­ზე ნაკ­ლებს ხომ არ ავი­ღებ?

- რამ­დენს მო­ი­თხოვ ცეკ­ვა­სა და თა­მა­დო­ბა­ში ერ­თად?

- გა­აჩ­ნია, ვის­თვის. უცხო­ე­ბის­გან ათას ხუ­თას დო­ლარ­ზე ნაკ­ლებს ხომ არ ავი­ღებ?!

- "ბრა­ვოს"მე­ო­რე ნო­მერ­ზე რას მე­ტყვი. სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლო წუხს შენს მა­მა­კა­ცურ ღირ­სე­ბა­ზე. რო­გორ ხარ?

- რომ მი­თხრეს, ასე­თი რამ უნდა გა­მე­კე­თე­ბი­ნა, სახე ამე­რია, გული გა­მის­კდა. ორი ღამე არ მე­ძი­ნა, ოღონდ ეს ნო­მე­რი არ გა­მე­კე­თე­ბი­ნა და სა­ქარ­თვე­ლო­დან გაქ­ცე­ვა­ზეც კი ვფიქ­რობ­დი. მერე და­მამ­შვი­დეს, არც ისე­თი სა­ში­შია, დამ­ცა­ვი მე­ქა­ნიზ­მი არ­სე­ბობ­სო.

- რა დამ­ცა­ვი მე­ქა­ნიზ­მი, რკი­ნის ტრუ­სი ჩა­გაც­ვეს?

- რკი­ნის ტრუ­სი და ჯაჭ­ვის პე­რან­გი.

- ღა­და­ობ თუ მარ­თალს ამ­ბობ?

- ვღა­და­ობ, ქალო, რა რკი­ნის ტრუ­სი! სი­ლი­კო­ნი მი­ცავ­და. მოკ­ლედ, ვი­ცო­დი, რომ და­ცუ­ლი ვიქ­ნე­ბო­დი, თო­რემ არ გავ­რის­კავ­დი. ჯერ შე­მომ­თა­ვა­ზეს, რო­მე­ლი­მე დი­ზა­ი­ნერს უთხა­რი და­გეხ­მა­როს, ბლო­კი კვერ­ცხებ­ზე გა­და­გამ­ტვრი­ო­სო. და­ვუ­რე­კე ავთო ცქვი­ტი­ნი­ძეს. ბა­ქო­ში მივ­დი­ვა­რო, მი­თხრა. კვერ­ცხებ­ზე ბლო­კი რომ უნდა გა­და­ემტვრია, მაგ­დე­ნი აღარ მით­ქვამს, თო­რემ შე­იძ­ლე­ბა, დარ­ჩე­ნი­ლი­ყო კი­დეც (იცი­ნის). ბო­ლოს მა­მუ­ლი­ჩას ხვდა წი­ლად ეს პა­ტი­ვი. მოკ­ლედ, "ბრა­ვომ"ორი სიმ­დიდ­რე მო­ი­ტა­ნა ქვეყ­ნის­თვის, ზა­ლი­კო ბერ­გე­რის "ოქ­როს კვერ­ცხე­ბი"და კინ­ტო­უ­რი!

- ზა­ლი­კო, უც­ნა­ურ ნომ­რებს რომ გა­კე­თე­ბი­ნე­ბენ, ეს უკვე ვნა­ხეთ, ახლა ყვე­ლა­ზე უც­ნა­ურ სა­ჩუ­ქარ­ზე მი­ამ­ბე, რაც მი­გი­ღია.

- უც­ნა­უ­რი არ ვიცი რამ­დე­ნად არის, მაგ­რამ სა­სა­ცი­ლო კი იყო. ერთხელ მე­გობ­რე­ბი ვლა­პა­რა­კობ­დით, ჯადო რომ გა­უ­კე­თო ვინ­მეს სა­ჩუქ­რად, ხომ არის მა­გა­რი სა­ჩუ­ქა­რი, მარ­ნე­ულ­ში იხარ­შე­ბაო, ამ­ბობ­დნენ. რა ღირს-მეთ­ქი, ვი­კი­თხე. ას..., და­ი­წყო ერ­თმა და გა­და­ა­კე­თა, - ორა­სი დო­ლა­რიო. თა­ვი­სი ინ­ტე­რე­სიც ჩადო (იცი­ნის). ამის მერე ჩემ­მა მე­გობ­რებ­მა და­ბა­დე­ბის დღე­ზე მო­მარ­თვეს სა­ჩუქ­რად კონ­ვერ­ტი, რო­მელ­ზეც ეწე­რა, "ას... ორა­სი". შიგ­ნით იდო ასი დო­ლა­რი და ასი ევრო.

- და ჯადო?

- ჯადო არ იყო. აა, შე­იძ­ლე­ბა, კონ­ვერ­ტი იყო ჯადო და მე არ ვი­ცო­დი, თავ­ბრუ და­მეს­ხა და შე­მიყ­ვარ­და ისი­ნი, რო­გორც მე­გობ­რე­ბი (იცი­ნის).

- "ნა­ნუ­კას შო­უ­შიც"გნა­ხეთ, დე­დალს დას­დევ­დი...

- (იცი­ნის) ჰო, კარ­გად გა­ვერ­თეთ, ბრწყინ­ვა­ლე შოუ გა­მო­ვი­და.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

რატომ ფიქრობდა ზალიკო ბერგერი საქართველოდან გაქცევას

რატომ ფიქრობდა ზალიკო ბერგერი საქართველოდან გაქცევას

ზალიკო ბერგერი ქართულ ბომონდში ყველაზე პოზიტიური, ხალისიანი და ''გადამგდები''რესპონდენტია. დიზაინერი უჩვეულო რეჟიმით ცხოვრობს, ღამით ღვიძავს, დღის განმავლობაში კი ძილს მიეცემა. როგორც თავად ამბობს, ერთხელ 46 საათი გადაბმულად ეძინა.

ორკვირიანი მცდელობის შემდეგ მოვახერხეთ და ზალიკოსთან სატელეფონო ინტერვიუ ჩავწერეთ. თავის დაძვრენა ამჯერადაც სურდა, ხმა არ მაქვსო, გაიძახოდა, მაგრამ არ გაუვიდა.

- ზალიკო, გადაცემა ''ბრავოდან''დავიწყოთ. საკმაოდ საინტერესო და სახალისო ნომრები შესთავაზე მაყურებელს, როგორ ემზადებოდი ამ ყველაფრისთვის?

- კინტოური აჩიკო სოლოღაშვილმა დამიდგა. გადაცემაში ხუმრობდნენ კიდეც, აქამდე ცნობილი იყო სოფიკო ჭიაურელის კინტოური, ახლა ბერგერის კინტოურია განთქმულიო. ისე შევიჭერი როლებში, პროფესიონალებიც კი გავაოცე.

- მანამდე ქართულ ცეკვასთან შეხება გქონია?

- არასდროს, არც ქართულთან და არც სხვასთან. სულ ვამბობდი, რიტმის შეგრძნება არ მაქვს-მეთქი. ახლაც, ხმა რომ მაქვს ჩახლეჩილი, გუშინდელი დაბადების დღის შედეგია. იქაც მაცეკვეს კინტოური. უკვე მთხოვენ წვეულებებზე ცეკვას.

- ხმა ცეკვასთან რა კავშირშია?

- ღამე გავათენე, ვითამადე, დილამდე ვურახუნებდი ყინულებიან ვისკის... მოთხოვნით შევასრულე კინტოური, მართალია, ამჯერად უფასოდ, მაგრამ იმედია, მომავალში შაბაშებსაც მომცემენ. საბოლოოდ ჩამოვწერე გივი სიხარულიძე. უკვე მოცეკვავე თამადა ვარ. მასზე ნაკლებს ხომ არ ავიღებ?

- რამდენს მოითხოვ ცეკვასა და თამადობაში ერთად?

- გააჩნია, ვისთვის. უცხოებისგან ათას ხუთას დოლარზე ნაკლებს ხომ არ ავიღებ?!

- ''ბრავოს''მეორე ნომერზე რას მეტყვი. სრულიად საქართველო წუხს შენს მამაკაცურ ღირსებაზე. როგორ ხარ?

- რომ მითხრეს, ასეთი რამ უნდა გამეკეთებინა, სახე ამერია, გული გამისკდა. ორი ღამე არ მეძინა, ოღონდ ეს ნომერი არ გამეკეთებინა და საქართველოდან გაქცევაზეც კი ვფიქრობდი. მერე დამამშვიდეს, არც ისეთი საშიშია, დამცავი მექანიზმი არსებობსო.

- რა დამცავი მექანიზმი, რკინის ტრუსი ჩაგაცვეს?

- რკინის ტრუსი და ჯაჭვის პერანგი.

- ღადაობ თუ მართალს ამბობ?

- ვღადაობ, ქალო, რა რკინის ტრუსი! სილიკონი მიცავდა. მოკლედ, ვიცოდი, რომ დაცული ვიქნებოდი, თორემ არ გავრისკავდი. ჯერ შემომთავაზეს, რომელიმე დიზაინერს უთხარი დაგეხმაროს, ბლოკი კვერცხებზე გადაგამტვრიოსო. დავურეკე ავთო ცქვიტინიძეს. ბაქოში მივდივარო, მითხრა. კვერცხებზე ბლოკი რომ უნდა გადაემტვრია, მაგდენი აღარ მითქვამს, თორემ შეიძლება, დარჩენილიყო კიდეც (იცინის). ბოლოს მამულიჩას ხვდა წილად ეს პატივი. მოკლედ, ''ბრავომ''ორი სიმდიდრე მოიტანა ქვეყნისთვის, ზალიკო ბერგერის ''ოქროს კვერცხები''და კინტოური!

- ზალიკო, უცნაურ ნომრებს რომ გაკეთებინებენ, ეს უკვე ვნახეთ, ახლა ყველაზე უცნაურ საჩუქარზე მიამბე, რაც მიგიღია.

- უცნაური არ ვიცი რამდენად არის, მაგრამ სასაცილო კი იყო. ერთხელ მეგობრები ვლაპარაკობდით, ჯადო რომ გაუკეთო ვინმეს საჩუქრად, ხომ არის მაგარი საჩუქარი, მარნეულში იხარშებაო, ამბობდნენ. რა ღირს-მეთქი, ვიკითხე. ას..., დაიწყო ერთმა და გადააკეთა, - ორასი დოლარიო. თავისი ინტერესიც ჩადო (იცინის). ამის მერე ჩემმა მეგობრებმა დაბადების დღეზე მომართვეს საჩუქრად კონვერტი, რომელზეც ეწერა, ''ას... ორასი''. შიგნით იდო ასი დოლარი და ასი ევრო.

- და ჯადო?

- ჯადო არ იყო. აა, შეიძლება, კონვერტი იყო ჯადო და მე არ ვიცოდი, თავბრუ დამესხა და შემიყვარდა ისინი, როგორც მეგობრები (იცინის).

- ''ნანუკას შოუშიც''გნახეთ, დედალს დასდევდი...

- (იცინის) ჰო, კარგად გავერთეთ, ბრწყინვალე შოუ გამოვიდა.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება