ვაკეში ავარიისას ავტომობილში მცირეწლოვანი იმყოფებოდა - შეჯახების შემდეგ ერთი ავტომობილი გადაბრუნდა

ვაკეში ავარიისას ავტომობილში მცირეწლოვანი იმყოფებოდა - შეჯახების შემდეგ ერთი ავტომობილი გადაბრუნდა

ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე ორი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. შეჯახების შედეგად, ერთი ავტომობილი გადაბრუნდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მათივე ინფორმაციით, ერთ-ერთ ავტომობილში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა, რომელიც არ დაშავებულა, თუმცა, ის საავადმყოფოში მაინც გადაიყვანეს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია