ზუგდიდში შეიარაღებულმა პირებმა ქალბატონს ორი კილო ოქრო წაართვეს

ზუგდიდში შეიარაღებულმა პირებმა ქალბატონს ორი კილო ოქრო წაართვეს

ზუგდიდში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში, შეიარაღებული პირები, ქალბატონს თავს დაესხნენ. "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, ბოროტმოქმედმა ორი კილო ოქრო გაიტაცეს.

დაზარალებულის განცხადებით, თავდამსხმელებს იარაღი ჰქონდათ, ერთ-ერთს კი ნიღაბი ეკეთა. მისივე თქმით, მძარცველებმა მას იარაღი თავში ჩაარტყეს და ძვირფასეულობა წაართვეს.

შემთხვევა შუადღის საათებში მოხდა. დაზარალებული ოქროს ბირჟაზე მუშაობს და შემთხვევამდე ერთი საათი ადრე ოქროულობა ლომბარდიდან შეისყიდა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ