სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ჯორჯიან ეარვეისი" ხვალიდან თბილისი-მოსკოვის მიმართულებით ავიარეისებს აღადგენს
"ჯორჯიან ეარვეისი" ხვალიდან თბილისი-მოსკოვის მიმართულებით ავიარეისებს აღადგენს

კომ­პა­ნი­ამ "ჯორ­ჯი­ან ეარ­ვე­ი­სი", ხვა­ლი­დან თბი­ლი­სი-მოს­კო­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით ავი­ა­რე­ი­სე­ბის აღ­დგე­ნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" "ჯორ­ჯი­ან ეარ­ვე­ი­სის" დი­რექ­ტორ­თა საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რემ თა­მაზ გა­ი­აშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და.

მისი თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი შედ­გა და ფრე­ნე­ბის აღ­დგე­ნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაც ამის შემ­დეგ იქნა მი­ღე­ბუ­ლი.

"ჩვე­ნი მო­თხოვ­ნე­ბი ნა­წი­ლობ­რივ და­აკ­მა­ყო­ფი­ლეს. ორ­შა­ბა­თი­დან ეტა­პობ­რი­ვად, ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ და­აკ­მა­ყო­ფი­ლე­ბენ და­ნარ­ჩენ მო­თხოვ­ნებ­საც. თუ არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლე­ბენ ორ­შა­ბა­თი­დან ან არ და­ი­წყე­ბენ ამ პრო­ცესს, ისევ გაგ­რძელ­დე­ბა აქ­ცი­ე­ბი", - აღ­ნიშ­ნა თა­მაზ გა­ი­აშ­ვილ­მა.

"ჯორ­ჯი­ან ეარ­ვე­ი­სის" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი რამ­დე­ნი­მე დღეა აქ­ცი­ებს მარ­თავ­დნენ. ისი­ნი შვი­დი მო­თხოვ­ნის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას ითხოვ­დნენ. ეს მო­თხოვ­ნე­ბია: სას­წრა­ფოდ გა­უქ­მდეს რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ა­ში გაგ­ზავ­ნი­ლი 8 ივ­ლი­სის ნოტა, რომ­ლი­თაც რუ­სე­თის ავი­ა­კომ­პა­ნი­ებს მი­ე­ნი­ჭათ შე­უ­ზღუ­და­ვი უფ­ლე­ბა თბი­ლი­სი-მოს­კო­ვი-თბი­ლი­სის მი­მარ­თუ­ლე­ბით ფრე­ნებ­ზე; რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას­თან სა­ჰა­ე­რო მი­მოს­ვლა აღ­დგეს იმ პი­რო­ბე­ბით, რაც იყო ფრე­ნე­ბის შე­წყვე­ტამ­დე 2006 წლის ნო­ემ­ბრამ­დე; რუ­სეთ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი ჩა­ტარ­დეს სა­ქარ­თვე­ლო­ში და გა­ნი­ხი­ლონ მო­მა­ვა­ლი წლის ზა­ფხუ­ლის პე­რი­ო­დის ფრე­ნე­ბის გან­რი­გი და რუ­სე­თის სხვა ქა­ლა­ქებ­ში ფრე­ნე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა; და­უ­ყოვ­ნებ­ლივ მი­ღე­ბუ­ლი იქ­ნას გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ავი­ა­ცი­ის სა­ა­გენ­ტოს ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტროს­გან გა­მო­ყო­ფის შე­სა­ხებ და ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს და­მო­უ­კი­დე­ბელ უწყე­ბად, რო­გორც ეს მი­ღე­ბუ­ლია მსოფ­ლი­ოს ბევრ ქვე­ყა­ნა­ში, რად­გან ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტრო გახ­და თავ­კომ­ბა­ლა და ის რე­ა­ლუ­რად ვერ ახ­დენს იმ პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბას, რო­მე­ლიც სა­ა­ვი­ა­ციო კომ­პა­ნი­ებს აქვთ; სა­ა­გენ­ტო­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი იქ­ნეს წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ და­ნიშ­ნუ­ლი კად­რე­ბი; სა­მო­ქა­ლა­ქო ავი­ა­ცი­ის სა­ა­გენ­ტო და­კომ­პლექტდეს კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რე­ბით; შე­იც­ვა­ლოს ის ნორ­მა­ტი­უ­ლი აქ­ტე­ბი, რაც მი­ღე­ბუ­ლი იქნა წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ და ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა ქარ­თუ­ლი ავი­ა­კომ­პა­ნი­ე­ბის ინ­ტე­რე­სებს; სას­წრა­ფოდ აღუდ­გეს ჯორ­ჯი­ან ეარ­ვე­იზს" ფლაგ­მა­ნის სტა­ტუ­სი, რო­მე­ლიც უსა­ფუძ­ვლოდ გა­ა­უქ­მა წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"ჯორჯიან ეარვეისი" ხვალიდან თბილისი-მოსკოვის მიმართულებით ავიარეისებს აღადგენს

"ჯორჯიან ეარვეისი" ხვალიდან თბილისი-მოსკოვის მიმართულებით ავიარეისებს აღადგენს

კომპანიამ "ჯორჯიან ეარვეისი", ხვალიდან თბილისი-მოსკოვის მიმართულებით ავიარეისების აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "ჯორჯიან ეარვეისის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ თამაზ გაიაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობასთან მოლაპარაკებები შედგა და ფრენების აღდგენის გადაწყვეტილებაც ამის შემდეგ იქნა მიღებული.

"ჩვენი მოთხოვნები ნაწილობრივ დააკმაყოფილეს. ორშაბათიდან ეტაპობრივად, ნაბიჯ-ნაბიჯ დააკმაყოფილებენ დანარჩენ მოთხოვნებსაც. თუ არ დააკმაყოფილებენ ორშაბათიდან ან არ დაიწყებენ ამ პროცესს, ისევ გაგრძელდება აქციები", - აღნიშნა თამაზ გაიაშვილმა.

"ჯორჯიან ეარვეისის" წარმომადგენლები რამდენიმე დღეა აქციებს მართავდნენ. ისინი შვიდი მოთხოვნის დაკმაყოფილებას ითხოვდნენ. ეს მოთხოვნებია: სასწრაფოდ გაუქმდეს რუსეთის ფედერაციაში გაგზავნილი 8 ივლისის ნოტა, რომლითაც რუსეთის ავიაკომპანიებს მიენიჭათ შეუზღუდავი უფლება თბილისი-მოსკოვი-თბილისის მიმართულებით ფრენებზე; რუსეთის ფედერაციასთან საჰაერო მიმოსვლა აღდგეს იმ პირობებით, რაც იყო ფრენების შეწყვეტამდე 2006 წლის ნოემბრამდე; რუსეთთან მოლაპარაკებები ჩატარდეს საქართველოში და განიხილონ მომავალი წლის ზაფხულის პერიოდის ფრენების განრიგი და რუსეთის სხვა ქალაქებში ფრენების შესაძლებლობა; დაუყოვნებლივ მიღებული იქნას გადაწყვეტილება ავიაციის სააგენტოს ეკონომიკის სამინისტროსგან გამოყოფის შესახებ და ჩამოყალიბდეს დამოუკიდებელ უწყებად, როგორც ეს მიღებულია მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, რადგან ეკონომიკის სამინისტრო გახდა თავკომბალა და ის რეალურად ვერ ახდენს იმ პრობლემების მოგვარებას, რომელიც საავიაციო კომპანიებს აქვთ; სააგენტოდან გათავისუფლებული იქნეს წინა ხელისუფლების მიერ დანიშნული კადრები; სამოქალაქო ავიაციის სააგენტო დაკომპლექტდეს კვალიფიციური კადრებით; შეიცვალოს ის ნორმატიული აქტები, რაც მიღებული იქნა წინა ხელისუფლების მიერ და ეწინააღმდეგება ქართული ავიაკომპანიების ინტერესებს; სასწრაფოდ აღუდგეს ჯორჯიან ეარვეიზს" ფლაგმანის სტატუსი, რომელიც უსაფუძვლოდ გააუქმა წინა ხელისუფლებამ.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია