"ცოლმა მითხრა, სხვა ქალსაც უყვარხარ და რესტორანში დაპატიჟეო" - ამ ამბის ასეთ დასასრულს არავინ ელოდა

"ცოლმა მითხრა, სხვა ქალსაც უყვარხარ და რესტორანში დაპატიჟეო" - ამ ამბის ასეთ დასასრულს არავინ ელოდა

12-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ჩემმა ცოლმა მოისურვა, რომ ერთ დღეს სხვა ქალი დამეპატიჟებინა ვახშმად. მითხრა, ძალიან მიყვარხარ, მაგრამ ვიცი, არსებობს სხვა ქალიც, რომელსაც ასევე ძალიან უყვარხარ და ძალიან ბედნიერი იქნება, თუ მასთან გაატარებ დროსო.

მართლაც, "სხვა ქალი", რომელსაც ცოლი გულისხმობდა, ოცნებობდა ჩემთან რამდენიმე საათის გატარებაზე. ის დედაჩემი გახლდათ, რომელიც 19 წლის წინ დაქვრივდა.

მე კი სამი შვილისა და სამსახურის გამო მხოლოდ ტელეფონით ვახერხებდი მის მოკითხვას, ნახვით კი წელიწადში ერთხელაც ძლივს ვნახულობდი და მაშინაც გადარბენაზე.

საკუთარ დედასთან შეხვედრაზე ცოლს უარს როგორ ვეტყოდი?! ავდექი და საღამოს დავურეკე, თან ვახშმად და კინოში დავპატიჟე.

- რა მოხდა, ხომ კარგად ხარ? - შეშფოთებულმა მკითხა. დედა ზუსტად ის ქალია, ყოველთვის ცუდზე რომ ფიქრობენ და ტელეფონის ზარიდან მხოლოდ ცუდ ამბებს ელიან.

- რა უნდა მომხდარიყო, უბრალოდ ვიფიქრე ესიამოვნება ჩემი ნახვა-თქო, - ვუპასუხე მე.

დედა დაფიქრდა და... დამთანხმდა. პარასკევს სამსახურის მერე გავუარე. თქვენ წარმოიდგინეთ, ვნერვიულობდი. მანქანა რომ მისი სადარბაზოს წინ გავაჩერე, უკვე კართან იდგა. შევამჩნიე, რომ ისიც ღელავდა.

სახლის კართან იდგა. მხრებზე პალტო მოესხა, თმა დაეხვია, კაბაც ვიცანი - ქორწინების ბოლო წლისთავზე ეცვა.

- ჩემს მეგობრებს ვუთხარი, შვილმა რესტორანში დამპატიჟა-მეთქი. ყველა დანაღვლიანდა, - მითხრა დედამ მანქანაში ჩაჯდომის შემდეგ.

გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს