სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე წყალსადენზე მომხდარი ავარიის გამო, რამდენიმე ქუჩას წყალმომარაგება შეუწყდა
მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე წყალსადენზე მომხდარი ავარიის გამო, რამდენიმე ქუჩას წყალმომარაგება შეუწყდა

კომ­პა­ნია "ჯორ­ჯი­ან უო­თერ ენდ ფა­უ­ე­რი" კრწა­ნი­სის რა­ი­ონ­ში, მტკვრის მარ­ჯვე­ნა სა­ნა­პი­რო­ზე, სი­ო­ნის ტაძ­რის მიმ­დე­ბა­რედ, წყალ­სა­დე­ნის ქსელ­ზე და­ზი­ა­ნე­ბის სა­ლიკ­ვი­და­ციო სა­მუ­შა­ო­ებს ატა­რებს.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" კომ­პა­ნია "ჯორ­ჯი­ან უო­თერ ენდ ფა­უ­ე­რის" (GWP) სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რი­დან ან­ცო­ბეს, ავა­რი­უ­ლი და­ზი­ა­ნე­ბის თა­ო­ბა­ზე შე­ტყო­ბი­ნე­ბა კომ­პა­ნი­ის ცხელ ხაზ­ზე დღეს დი­ლით შე­მო­ვი­და. ავა­რი­უ­ლად და­ზი­ან­და წყალ­სა­დე­ნის 500 მმ-იანი მა­გის­ტრა­ლუ­რი მილი. სა­მუ­შა­ო­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბა აუ­ცი­ლებ­ლად მო­ი­თხოვს მა­გის­ტრა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის წყლის­გან დაც­ლას.

ამ მიზ­ნით, დღეს, დი­ლის 10:30 სა­ა­თი­დან წყალ­მო­მა­რა­გე­ბა შე­უ­წყდე­ბა: სა­ქა­ნე­ლას, გუ­ლუ­ას, ორ­ბე­ლი­ა­ნის, ბა­რა­თაშ­ვი­ლის, ათო­ნე­ლის, მტკვრის, ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლის, ბოგ­დან ხმელ­ნიც­კი­სა და დო­დაშ­ვი­ლის ქუ­ჩებს, სა­ცხოვ­რე­ბელ კომ­პლექს "ორ­თა­ჭა­ლის ტურ­ფას"; გორ­გას­ლის N111-ის კორ­პუ­სებ­სა და იუს­ტი­ცი­ის სახ­ლს.

"ჯორ­ჯი­ან უო­თერ ენდ ფა­უ­ე­რი" შე­ეც­დე­ბა სა­მუ­შა­ო­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბა შე­საძ­ლებ­ლად მოკ­ლე დრო­ში და­ას­რუ­ლოს. წყალ­მო­მა­რა­გე­ბის აღ­დგე­ნის თა­ო­ბა­ზე და­მა­ტე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ას მოგ­ვი­ა­ნე­ბით მო­გაწ­ვდით.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე წყალსადენზე მომხდარი ავარიის გამო, რამდენიმე ქუჩას წყალმომარაგება შეუწყდა

მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე წყალსადენზე მომხდარი ავარიის გამო, რამდენიმე ქუჩას წყალმომარაგება შეუწყდა

კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" კრწანისის რაიონში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, სიონის ტაძრის მიმდებარედ, წყალსადენის ქსელზე დაზიანების სალიკვიდაციო სამუშაოებს ატარებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" (GWP) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან ანცობეს, ავარიული დაზიანების თაობაზე შეტყობინება კომპანიის ცხელ ხაზზე დღეს დილით შემოვიდა. ავარიულად დაზიანდა წყალსადენის 500 მმ-იანი მაგისტრალური მილი. სამუშაოების ჩატარება აუცილებლად მოითხოვს მაგისტრალური ქსელების წყლისგან დაცლას.

ამ მიზნით, დღეს, დილის 10:30 საათიდან წყალმომარაგება შეუწყდება: საქანელას, გულუას, ორბელიანის, ბარათაშვილის, ათონელის, მტკვრის, ჩოლოყაშვილის, ბოგდან ხმელნიცკისა და დოდაშვილის ქუჩებს, საცხოვრებელ კომპლექს "ორთაჭალის ტურფას"; გორგასლის N111-ის კორპუსებსა და იუსტიციის სახლს.

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" შეეცდება სამუშაოების ჩატარება შესაძლებლად მოკლე დროში დაასრულოს. წყალმომარაგების აღდგენის თაობაზე დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია