საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა მეუღლესთან ერთად ბათუმიდან თბილისამდე მატარებლით იმგზავრა.
მატარებელი, რომელიც 16.45 საათზე მახინჯაურიდან გამოვიდა, თბილისში 21.40 საათზე ჩამოვიდა.
მგზავრების თქმით, მატარებელი არცერთ სადგურზე არ გაჩერებულა.
თბილისში ჩამოსულ ბიძინა ივანიშვილს სადგურთან "რუსთავი2" -ის გადამღები ჯგუფი დახვდა, რომელმაც ყოფილ პრემიერს მთავრობაში საკადრო გადაადგილებებზე, ლარის კურსის და ზოგადად ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით კითხვებით მიმართა.
"დღეს ვისვენებ, შაბათია და გამოსასვლელი დღე მაქვს, მეტი ინტერვიუ არ იქნება" - უპასუხა ჟურნალისტს ივანიშვილმა.
რატომ არის გამოსასვლელი დღე?- ჩაეკითხა ჟურნალისტი "მოქალაქეს"
- იმიტომ რომ შაბათია ...შაბათი რატომ არისო, უნდა მკითხოთ ახლა - ხუმრობით შენიშნა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის მისამართით და დაცვის სამსახურთან ერთად ტერიტორია დატოვა.