სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
მიხეილ სააკაშვილს "თავისუფლების რაინდის" ჯილდო მიენიჭა
მიხეილ სააკაშვილს "თავისუფლების რაინდის" ჯილდო მიენიჭა

ვარ­შა­ვა­ში მოქ­მედ­მა "კა­ზი­მირ პუ­ლას­კის ფონდმა" სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ პრე­ზი­დენტს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს "თა­ვი­სუფ­ლე­ბის რა­ინ­დის" ჯილ­დო მი­ა­ნი­ჭა. გე­ნე­რალ პუ­ლას­კის ფონ­დი "თა­ვი­სუფ­ლე­ბის რა­ინ­დის" ჯილ­დოს ყო­ველ­წლი­უ­რად გა­დას­ცემს თა­ვი­სუფ­ლე­ბის, სა­მარ­თლი­ა­ნო­ბი­სა და დე­მოკ­რა­ტი­ის­თვის ბრძო­ლა­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ღვაწ­ლის გამ­ღებ ცნო­ბილ ადა­მი­ა­ნებს.

რო­გორც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზეა აღ­ნიშ­ნუ­ლი, "თა­ვი­სუფ­ლე­ბის რა­ინ­დის" წო­დე­ბა­სა და ჯილ­დოს­თან ერ­თად და­ჯილ­დო­ვე­ბუ­ლებს გა­დას­ცე­მენ გე­ნე­რალ პუ­ლას­კის სა­ზე­ი­მო ხმლის კო­პი­ოს, სწო­რედ ისეთს, რო­გორ­საც ატა­რებ­და პო­ლო­ნე­ლე­ბი­სა და ამე­რი­კე­ლე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის მებ­რძო­ლი, აშშ-ის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­თვის ომში კონ­ტი­ნენ­ტუ­რი არ­მი­ის გე­ნე­რა­ლი კა­ზი­მირ პუ­ლავ­სი, რო­მელ­საც "ამე­რი­კის კა­ვა­ლე­რი­ის მა­მას" უწო­დე­ბენ.

"სხვა­დას­ხვა დროს გე­ნე­რალ პუ­ლას­კის სა­ხე­ლო­ბის "თა­ვი­სუფ­ლე­ბის რა­ინ­დის" ჯილ­დო გა­და­ე­ცათ: პო­ლო­ნე­თის პრე­ზი­დენტ ლეჰ ვა­ლენ­სას, პო­ლო­ნე­თის პრე­ზი­დენტ ალექ­სან­დრ კვას­ნევ­სკის, ლიტ­ვის პრე­ზი­დენტ ვალ­დას ადამ­კუსს, ლატ­ვი­ის პრე­ზი­დენტ ვა­ი­რა ვიკე-ფრე­ი­ბერ­გას, აგ­რეთ­ვე: ჰა­ვი­ერ სო­ლა­ნას, ბერ­ნარდ კუშ­ნერს, რი­ჩარდ ლუ­გარს. დღე­ი­დან ამ სა­პა­ტიო სიას სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი და­ე­მა­ტა", - აღ­ნიშ­ნუ­ლია მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე.

"არ ვა­პი­რებ, ეს ხმა­ლი კე­დელ­ზე ჩა­მოვ­კი­დო. ჩვენ გვყავს სა­ერ­თო მტე­რი და ჩვენ ამ ხმალს მა­ნამ გა­მო­ვი­ყე­ნებთ, სა­ნამ ის სა­ბო­ლოო გა­მარ­ჯვე­ბამ­დე არ მიგ­ვიყ­ვანს", - გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა, ვარ­შა­ვა­ში, კა­ზი­მირ პუ­ლას­კის "მშვი­დო­ბის რა­ინ­დის" ორ­დე­ნის გა­და­ცე­მის ცე­რე­მო­ნი­ალ­ზე.

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

მიხეილ სააკაშვილს "თავისუფლების რაინდის" ჯილდო მიენიჭა

მიხეილ სააკაშვილს "თავისუფლების რაინდის" ჯილდო მიენიჭა

ვარშავაში მოქმედმა "კაზიმირ პულასკის ფონდმა" საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს "თავისუფლების რაინდის" ჯილდო მიანიჭა. გენერალ პულასკის ფონდი "თავისუფლების რაინდის" ჯილდოს ყოველწლიურად გადასცემს თავისუფლების, სამართლიანობისა და დემოკრატიისთვის ბრძოლაში განსაკუთრებული ღვაწლის გამღებ ცნობილ ადამიანებს.

როგორც მიხეილ სააკაშვილის "ფეისბუქის" გვერდზეა აღნიშნული, "თავისუფლების რაინდის" წოდებასა და ჯილდოსთან ერთად დაჯილდოვებულებს გადასცემენ გენერალ პულასკის საზეიმო ხმლის კოპიოს, სწორედ ისეთს, როგორსაც ატარებდა პოლონელებისა და ამერიკელების თავისუფლებისთვის მებრძოლი, აშშ-ის დამოუკიდებლობისთვის ომში კონტინენტური არმიის გენერალი კაზიმირ პულავსი, რომელსაც "ამერიკის კავალერიის მამას" უწოდებენ.

"სხვადასხვა დროს გენერალ პულასკის სახელობის "თავისუფლების რაინდის" ჯილდო გადაეცათ: პოლონეთის პრეზიდენტ ლეჰ ვალენსას, პოლონეთის პრეზიდენტ ალექსანდრ კვასნევსკის, ლიტვის პრეზიდენტ ვალდას ადამკუსს, ლატვიის პრეზიდენტ ვაირა ვიკე-ფრეიბერგას, აგრეთვე: ჰავიერ სოლანას, ბერნარდ კუშნერს, რიჩარდ ლუგარს. დღეიდან ამ საპატიო სიას საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაემატა", - აღნიშნულია მიხეილ სააკაშვილის "ფეისბუქის" გვერდზე.

"არ ვაპირებ, ეს ხმალი კედელზე ჩამოვკიდო. ჩვენ გვყავს საერთო მტერი და ჩვენ ამ ხმალს მანამ გამოვიყენებთ, სანამ ის საბოლოო გამარჯვებამდე არ მიგვიყვანს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა, ვარშავაში, კაზიმირ პულასკის "მშვიდობის რაინდის" ორდენის გადაცემის ცერემონიალზე.

იხილეთ ვიდეო

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა