ხევში გადავარდნილი ტრაილერი და ორი გარდაცვლილი - ფოტო შემთხვევის ადგილიდან

ხევში გადავარდნილი ტრაილერი და ორი გარდაცვლილი - ფოტო შემთხვევის ადგილიდან

სოფელ შროშასთან მომხდარი ავარიის შედეგად ორი მძღოლი გარდაიცვალა. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ერთმანეთს ორი ტრაილერი სოფელ შროშასთან შეეჯახა და ორივე ტრაილერის მძღოლი გარდაიცვალა. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მეხუთე ნაწილით უკვე აღიძრა.

ზესტაფონის რაიონის სოფელ შროშასთან ავტომანქანების მოძრაობა ამ დრომდე შეფერხებულია. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი ტრაილერი ხევშია გადავარდნილი. ავარიის შედეგად არიან დაშავებულებიც.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია