სამი ზოდიაქოს ნიშანი, რომელსაც 2015 წელს ფინანსური წარმატება ელის

სამი ზოდიაქოს ნიშანი, რომელსაც 2015 წელს ფინანსური წარმატება ელის

მართალია უკვე 2015 წლის შემოდგომაა და ასტროლოგიური პროგნოზის ”მოყვარული” თუ უბრალოდ ასტროლოგიით დაინტერესებულები  მომავალი წლის პროგნოზებს ადგენენ, გავიხსენოთ რას გვპირდებოდა 2015 წელი და არის თუ არა ჩვენს შორის ისეთები, ვისთვისაც ეს პროგნოზი გამართლდა.

ევროპელი ასტროლოგები მიიჩნევენ, რომ თხის (ცხვრის) წელი თავად ამ ცხოველის ბუნებიდან გამომდინარე, ბიზნესის კუთხით ისეთ ადამიანებს უწევს "ლობირებას", ვისაც აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრება უყვარს, არ ეზარება სხვადასხვა ტიპის ღონისძიებების ორგანიზება და ახერხებს სოციუმის აბსოლუტურად განსხვავებულ ფენებთანაც კი იქონიოს ერთნაირად ლოიალური და დიპლომატიური ურთიერთობა.

როგორც ასტროლოგები ვარაუდობენ, 2015 წელი ფინანსური კუთხით ყველაზე დიდ შანსებს სამი ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლისთვის გამოიმეტებს. ეს არის – ქალწული, კურო და ტყუპი.

ქალწულის შემთხვევაში ფინანსების გამომუშავება ალბათ ყველაზე რთული იქნება, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ამ ეტაპზე ზაფხულის პერიოდის ჩათვლით, შავი მთვარე სწორედ ქალწულის ზოდიაქოს გადის. თუმცა, ზაფხულიდან ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებს ერთმნიშვნელოვნად გაუღიმებს ფორტუნა. მანამდე კი აჯობებს ქალწულმა მისთვის დამახასიათებელი პედანტურობით დაგეგმოს და ზუსტად გაიანგარიშოს სამომავლო სვლები.

კუროების დიდ ნაწილს მომავალი წლის შუა პერიოდიდან ელის ფინანსური აღზევება. ამ ხალხის უმეტესობა მუყაითი მშრომელია, რასაც პლანეტა იუპიტერის ქალწულის ზოდიაქოში გადანაცვლება ზაფხულიდან, ჯეროვანი დივიდენდებით უპასუხებს. ამიტომ სწორედ წლის მეორე ნახევარში მიეცემა ბევრ კუროს შანსი მიმდინარე წლების მანძილზე, მუხლჩაუხრელი შრომის შედეგებით დატკბეს.

იხილეთ სტატია სრულად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს