ვირჩევთ SSD-ს ქინგსტონისაგან

ვირჩევთ SSD-ს ქინგსტონისაგან

SSD, Solid State Drive, ან მყარი დამგროვებელი - ეს არის მოწყობილობა ფლეშ-მეხსიერებაზე დაფუძნებული, რომელიც აქტიურად გამოიყენება ინფორმაციის შესანახად.

ინფორმაციის მუდმივი, ფლეშ დამგროვებელი მტკიცეა და საიმედო. მისი უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ იგი მოიხმარს ნაკლებ ელექტრო ენერგიას და მინიმალურია მისი ტემპერატურა მუშაობისას. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი არის ის რომ SSD სრულიად უხმაუროა, ვინაიდან მასში არ არის მოძრავი მექანიკური ნაწილაკები. ინფორმაციის მუდმივი ფლეშ დამგროვებელის გამოყენებისას დისკის პოდსისტემის მნიშვნელობა საგრძნობლად გაიზრდება, ხოლო აპლიკაციების ჩატვირთვის დრო შემცირდება. ასევე მიაქციეთ ყურადღება, რომ წაკითხვის და ჩაწერის სიჩქარე 2-3 ჯერ მაღალია, ვიდრე HDD ყველაზე კარგ მოდელებს აქვს, და წვდომის დროც ორჯერ უკეთესია (SSD 0,1 მწ ვიდრე HDD-ს 10-20 მწ).

ფაქტია ამ მოწყობილობას აქვს თავისი მინუსებიც: პირველ რიგში ეს არის ინფორმაციის შენახვის ღირებულება. მოდით შევადაროთ, მაგალითად HDD-ს 1გბ ღირს დაახლოებით 0,06$, ხოლო ინფორმაციის იგივე მოცულობა SSD-ზე ღირს 0,06-0,07$. ანუ SSD-ს დიდი მოცულობა ღირს საკმაოდ ძვირი, ამიტომ SSD-ს საშუალო მოცულობა ნაკლებია ვიდრე HDD-სი. არის კიდევ ერთი ნეგატიური მომენტი-მოწყობილობას აქვს განსაზღვრული რესურსი, ამაზე ცოტა მოგვიანებით.

ცოტა ფლეშ-მეხსიერების შესახებ

SSD მიკრო სხემისთვის გამოიყენება გარკვეული სპეციფიკური შენახვის ჩიპები, როგორიცაა SLC (SingleLevelCell), მათი მეშვეობით ყოველ უჯრედში ინახება ინფორმაციის 1ბიტი. ეს ნიშნავს იმას, რომ მიკროსხემების მეშვეობით ინფორმაცია ძალიან სწრაფად გადადის და შეიძლება 100 ათასჯერ იქნეს ხელახლა ჩაწერილი.

SLC ჩიპების მინუსია ის, რომ მათ გააჩნიათ პატარა მოცულობა და მომსახურების მაღალი ფასი, ამიტომ მიზანშეწონილია მათი გამოყენება სერვერული და ინდუსტრიალური ამოცანებისთვის.

უამრავი სამომხმარებლო ინფორმაციის მუდმივი, ფლეშ დამგროვებელი ეფუძნება MLC (MultiLevelCell) მიკრო სქემას, რომელიც 2ბიტის ერთ უჯრაში შენახვის საშუალებას იძლევა. ეს გამოწვეულია წარმოების დაბალი ფასებით, მაგრამ ამავე დროს უფრო დიდი მოცულობის მიკროსქემის მიღების შესაძლებლობაა.

თუ შევადარებთ მათ SLC-ს, ვნახავთ რომ მათზე მხოლოდ 3-5 ათას ჯერ შეიძლება მონაცემების ხელახლა ჩაწერა, ასევე ბევრი დრო სჭირდება უჯრების გაწმენდას და უფრო რთული კორექციის ალგორითმების შესრულებას. ყველაფრის გათვალისწინებით MLC ჩიპებს გამოიყენებენ მასიური ფლეშ დამგროვებლების დასამზადებლად.

დღეს დღეობით ძალიან პოპულარულია TLC (ThreeLevelCell), რომლის უჯრასაც შეუძლია დაიტიოს სამი ბიტი ინფორმაცია. ასეთი ჩიპების წარმოება კიდევ უფრო იაფია, ვიდრე წინა ვარიანტის. სხვაობა ციფრებშია: დამატებითი დრო მონაცემების ჩაწერისას/წაკითხვისას, დაბალია ჩაწერის ჯერადობა 1დან-1,5 ათასამდე. როგორც ტესტირების შედეგები გვაჩვენებს მყარი დამგროვლებლების წარმოებლებმა ისწავლეს მაქსიმალურად ეფექტურად შეეწინააღმდეგონ სიჩქარის ვარდნას MLC ჩიპებზე, შესაბამისად სამომავლოდ გაიზრდება TLC პროდუქციის წარმოება.

ფორმ-ფაქტორი და ინტერფეის ჩართულობა

უამრავი SSD დამზადებულია 2,5 დუიმიანი ფორმ-ფაქტორზე, რომლის გაბარიტებიც ემთხვევა შესაბამისი ფორმატის მყარ დისკებს. თითქმის ყველა მოდელის კორპუსის სისქე სტანდარტულია ნოუთბუქის დამგროვებლებისთვის - 9,5 მმ, მაგრამ არსებობს ასევე 7მილიმეტრიანი მყარი დამგროვლებლებიც. ეს ლოგიკური და მიზანშეწონილიცაა იმ მოწყობილებისთვის, რომელთაც უფრო კომპაქტური კორპუსი აქვთ.

2,5 დიუმიანი ფორმ-ფაქტორის მყარი მაგროვებელის ვიზუალი ასეთივე ფორმ-ფაქტორის მქონე მყარი დისკის იდენტურია

ფორმ-ფაქტორი 1,8” გამოიყენება ძალიან იშვიათად, მაგალითად იმ შემთხვევებში როდესაც 2,5 დიუმიანი არ ერგება გაბარიტებით. ინტერფეისის საკაბელო და დენისწყაროს კონექტორი იდენტურია 2,5დიუმიანი მოდელისა.

SSD-ს განსხვავება ფორმატშია 1,8” და 2,5 დიუმიან კორპუსში

იმისათვის რომ, შევაერთოთ ასეთი დამგროვებელი, გამოიყენება ინტერფეის SATA. თანამედროვე მყარი დამგროვლებებისთვის აქტუალურია შემდეგი ვარიანტიც - SATA rev. 3.0. გაყიდვაში ასევე არის SATA2, თუმცა ისინი უკვე მოძველდნენ. იმ შემთხვევაშიც კი თუ თქვენი სისტემა არა თავსებადია SATA rev. 3.0-თან, თავისუფლად შეგიძლიათ შეიძინოთ SSD ამ ინტერფეისით, ვინაიდან SATA-ს ინტერფეის აქვს უკუთავსებადობა. დისკის მუშაობა სრულყოფილი იქნება, მაგრამ SATA2 გამტარიანობის გამო შესრულება გარკვეულ წილად შეზღუდული იქნება. ზოგ 2,5 დიუმიანი მყარ დისკს კომპლექტში მოჰყვება სპეციალური გადამყვანი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებებლია დამგროვებლის დააყენება ჩვეულ 3,5დიუმიან განყოფილებაში. ეს ძალიან მოსახერხებელია, როცა დესკტოპის კორპუსი არ არის 2,5 დიუმიანი მყარი დისკისთვის გამყოფილი სპეციალური ადგილი.

mSATA დამგროვებელის პროდუქტიულობა უდრის 2,5-დიუმიანი SSD დამგროვებლის პროდუქტიულობას, მიუხედავად იმისა რომ უფრო კომპაქტური ზომები აქვს.

მინიატრურული სტაციონარული თუ მობილური სისტემებთან სამუშაოდ შესაძლებებლია mSATA-ს გამოყენება. მუშაობის პრინციპი ანალოგიურია 2,5-დიუმიანი მყარი დამგროვებლებისა, ერთადერთი ისაა, რომ საჭირო ელემენტები საბეჭდ კომპაქტურ პლატაზეა. იმისათვის რომ შეაერთოთ დამგროვებელი, გამოიყენეთ სპეციალური განყოფილება დედაპლატაზე, რომელიც გარეგნულად mini-PCI Express მოგვაგონებს. იგი ასევე გამოდგება mSATA შესაერთებლად, ოღონდ კონექტორისთვის დაგვჭრდება დამატებითი კანალი SATA. მის საინსტალაციო ინფორმაცისთვის მიმართეთ მწარმოებელს.

სტანდარტულ NGFF (M.2) აქვს უფრო პატარა ზომები ვიდრე სტანდარტულ მყარ დამგროვებელს mSATA, მაგრამ ამავდროულად მომხმარებელს სთავაზობს კონფიგურაციის უფრო ფართო არჩევანს

M.2 სტანდარტის დამგროვლებლები NGFF (NextGenerationFormFactor) - mSATA-ს ლოგიკური გაგძელებაა. M.2 სტანდარტები საშუალებას გვაძლევს გამოვიყენოთ სხვა და სხვა ზომის დამგროვლებლები (დიაპაზონით 30-110 მმ).

M.2 სტანდარტები საშუალებას გვაძლევს გავზარდოთ დამგროვლებლის მოცულობა, თუ გავაფართოვებთ საჭირო მდელოს მიკორსხემებიანი მეხსიერების ბარათების დასაყენებლად

უფრო მეტი მოქნილობის გამო მობილურ სისტემების მწარმოებლებს დისკის ქვესისტემის კონფიგურირების უფრო მეტი შესაძლებლობები აქვთ.

იმის გარდა რომ შესაძლებელია ზომების შეცვლა, ახალი სტანდარტი გათვლილია PCI Express ინტერფეისისათვისაც, და არა ხმოლოდ SATA-სთვის.

SSD კომპლექტში შედის გარეგადამყვანი

მყარი დამგროვებლის ზოგი მოდელი კომპლექტში შეიცავს გარეგადამყვანს, რომელიც შექმნილია 2,5-დიუმიანი მოწყობილობებისთვის USB 2.0/3.0 ინტერფეისით.

ეს კეთდება იმის გათვალისწინებით, რომ SSD ნოუტბუკებში ჩაანაცვლებს ტრადიციულ მყარ დისკს, ამისთვის კი საჭიროა მხოლოდ SSD-ს ჩაყენეა ყუთში, რომელიც თან მოჰყვება.

დამგროვებელის შესაერთებლად მწარმოებლები გვთავაზობენ გამოვიყენოთ ჩქაროსნული გადამყვანით Thunderbolt, რომელიც არ არის ფართოთ გავცელებული და თან ძვირიც ღირს. ამიტომ მოწყობილობები ასეთი ინტერფეისით ბაზარზე გამოდის ლიმიტირებული რაოდენობით.

რომელი ბრენდი ავირჩოთ?

მყარი დისკების შემოთავაზება ბევრ კომპანის შეუძლია და SSD დამზადებაც არც თუ ისე რთულია. საჭიროა მხოლოდ ელემენტების სამონტაჟო ზედაპირული ხაზი - მათზე მიკრო სქემების და სხვა ელემენტების მიმაგრება მოხდება საბეჭდ პლატასთან.

მაგრამ ხარისხიანი პროდუქტის მიღება არც თუ ისე მარტივია, საჭიროა ხარისხიანი პროგრამის ჩაწერა, რომელიც გაითვალისწინებს კონტროლლერის ფუნქციონირებას და არქიტექტურის ყველა ნიუანსებს. ასევე მწარმოებელმა უნდა განავითაროს მიკროკოდი. ანუ შეიძლება ითქვას, რომ წარმოების გაშვება მარტივია, მაგრამ სერვისის სათანადო დონე და საგარანტიო მომსახურება საკმაოდ რთული ამოცანაა, რასაც ყველა კომპანია ვერ გასწვდება.

მყარი დამგროვებლების მწარმოებელთა შორის ქინგსტონი უდაოდ ლიდერობს, რომელსაც მრავალფეროვანი ასორტიმენტი აქვს სხვა და სხვა ამოცანების შესასრულებლად:

• სახლის/ოფისის კომპიუტერისთვის: KingstonV300, KingstonKC300,

• გეიმერთათვის: HyperX (SH103S3и SHFS37A) - მოცულობით 120 - 480GB

• ნოუთბუკებისთვის 1,8": KingstonКС380 (SKC380S3/60GB და 120GB)

• სერვერებისთვის: KingstonE50 და Е100

• სისტემის ადმინისტრატორთათვის: KingstonS200 (SS200S3/30GB), Kingston SSD M.2 SATA (SM2280S3 120 და 240GB), Kingston mS200 Drive (SMS200S3 30-დან 480GB-მდე).

უფრო დეტალურად შეგიძლიათ გაეცნოთ ქინგსტონის საიტზე: www.kingston.com

ასევე უნდა გამოვყოთ გეიმერების ხაზი SSDHyperX, რომელიც გამოირჩევა არა მარტო სტაბილურობით არამედ სიჩქარის მაღალი პარამეტრებით (წაკითხვა - 555 მბ/წ, ჩაწერა-510მბ/წ).

სექცია ქინგსტონის საიტზე: www.kingston.com

შედეგები

ინტერესი მყარ დამგროვებლების მიმართ ძალიან აქტუალურია, ვინაიდან მათი მეშვეობით შესაძლებელია დისკების პოდსისტემის წარმოების გაზრდა, რაც ყველაზე სუსტია პერსონალურ კომპიუტერში.

ფასების ვარდნა ამ სახის პროდუქტის მიმართ არ იქნება მკვეთრი, თუმცა მოცულობის გაზრდისა და მიკროსხემების წარმოების თვითღირებულების დაწევის შედეგად ფასი თანდათან დაიკლებს, მაგრამ არ ელოდოთ ფასების ძირეულ ცვლილებას.

ამიტომ თუ ფიქრობთ SSD-ს შეძენას ახლა საუკეთესო დროა, მთავარია ჩამოყალიბდეთ ფორმ-ფაქტორებში. დააზუსტეთ თუ რა სახის მყარი დამგროვებელი შეესაბამება თქვენს სისტემას და შემდეგ ამოირჩიეთ შესამაბისი მოცულობა, თქვენი მიზნებიდან და სახსრებიდან გამომდინარე.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი