მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით მომსახურების სააგენტო განცხადებას ავრცელებს

მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით მომსახურების სააგენტო განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო მართვის მოწმობის აღების მსურველთა დიდი ნაკადის გამო, საგამოცდო განაცხადის მიღების ვადას საათნახევრით ამცირებს.

მომსახურების სააგენტო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ მართვის მოწმობის მსურველთა დიდი ნაკადი თეორიულ გამოცდაში დაგეგმილმა ცვლილებებმა გამოიწვია.

"გაცნობებთ, რომ 10 დეკემბრამდე მომსახურების სააგენტოს ყველა სტრუქტურულ ერთეულში მართვის მოწმობის თეორიულ გამოცდაზე განაცხადების მიღება, ნაცვლად 16:30 საათისა იწარმოებს 15:00 სთ-მდე, რათა თითოეულმა მსურველმა შეფერხების გარეშე შეძლოს პრაქტიკულ გამოცდაზე გასვლა", - აცხადებენ მომსახურების სააგენტოში.

2014 წლის 15 დეკემბრიდან შსს-ს მომსახურების სააგენტოში მძღოლობის კანდიდატები მართვის მოწმობის გამოცდას ახალი 3D ბილეთებით ჩააბარებენ.

"გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ რომ ბილეთები გართულებულია, სიმართლეს არ შეესაბამება. რადგან ახალ ბილეთებში დახვეწილია კითხვის როგორც შინაარსი, ასევე ფორმა და ვიზუალური მხარე. გამოყენებულია სიტუაციის აღმწერი ვიდეორგოლები, რის საშუალებითაც მართვის მოწმობის მსურველს სიტუაციის უკეთესად აღქმისა და გაანალიზების საშუალება ეძლევა. ბილეთებში აღქმის გასაიოლებლად გამოყენებულია საქართველოს ავტომაგისტრალების, თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის ქუჩების ფოტო-ვიდეო მასალა. ამასთან, ელექტრონული ტესტირებისას მეტი თვალსაჩინოებისთვის შესაძლებელია საგზაო მოძრაობის კონკრეტული ელემენტის ახლო მანძილიდან დანახვა", - აცხადებენ მომსახურების სააგენტოში.

ასევე დაგაინტერესებთ| მართვის მოწმობის ახალი ბილეთები და მნიშვნელოვანი სიახლეები მომავალ მძღოლებს (+10 ბილეთი)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია