"დამღალა ქართველთა გაუტანლობამ და უმადურობამ" - გულდაწყვეტილი ლუკა კურტანიძე პირად ემოციებზე წერს

"დამღალა ქართველთა გაუტანლობამ და უმადურობამ" - გულდაწყვეტილი ლუკა კურტანიძე პირად ემოციებზე წერს

დღეს დილით საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა ლუკა კურტანიძემ პრესკონფერენცია გამართა, რომელზეც განაცხადა, რომ უფლებამოსილება ედიშერ მაჩაიძეს გადააბარა, თავად კი სიმბოლურად რჩება ფედერაციის პრეზიდენტად.

ვიდრე კურტანიძე ამ გადაწყვეტილების შესახებ ამცნობდა საზოგადოებას, ის რამდენიმე საათით ადრე სოციალურ ქსელ Facebook-ზე წერს სტატუსს, რომელშიც პირად ემოციებს აღწერს და ამბობს, რომ დაღალა ქართველთა გაუტანლობამ, ცილისწამებამ და უმადურობამ.

"დამღალა, მაგრამ ვერ გამტეხა!!! რადგან არიან მართალნი... რაოდენობით ცოტანი, მაგრამ არიან!.. და მათთვის სიცოცხლის გაწირვაც ალალია, რადგან სამშობლოს რჩეულნი არიან!

ქართველთა გაუნათლებლობამ, ცილისწამებამ და უმადურობამ! დათასი არ იყოს, ვისაც ვაჭამე, ჩავაცვი, დავახურე, თანამდებობაზე დავნიშნე და ამ შესაძლებლობებით პირდაპირი გაგებით, ათი ათასობით პრემიებს იღებენ უამრავნი... რაც ძალიან მიხარია, რადგან შრომა როგორც არასდროს დაუფასდათ და ეს ჩემი წარმატებაა... მიხაროდა და ეს სიხარული დამცირების ტალღად მოიძიეს! უანგაროდ ეს ორი წელი ვემსახურე, როცა მათ პირობების სიკეთეზე ვმოგზაურობდი საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში, გზად დაღლილს მანქანაში უამრავჯერ ჩამძინებია... და ასევე ამ ხალხს, როგორც ღმერთს, ისე მივმართავდი... და რა? დამცირება, შეურაცხყოფა, გაუგონარი ლანძღვა... ისევ ამ ხალხისგან... რატომ? რისთვის? მე ხომ სიცოცხლის ფასად ვიბრძოდი თქვენი ღირსებისთვის? ნუთუ დამივიწყეს? მე ხომ არაფერს ვითხოვდი თქვენგან? და თუ ვითხოვდი და მოვითხოვდი დაუდობელი ბრძოლით, ეს იყო მართალი საქართველო თქვენთვის... ეს არ არის ის საქართველო!

მაპატიეთ ეს ჩემი ბოდვა... მაგრამ ალბათ ღირს დაფიქრება... ყველაზე დიდი თანამდებობა მართალ კაცობა! ეს საზომი კი ყველას თავისი აქვს!", - წერს ლუკა კურტანიძე.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს