სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ლევან იზორია პრეზიდენტის ვეტოს უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებად აფასებს
ლევან იზორია პრეზიდენტის ვეტოს უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებად აფასებს

ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე ლე­ვან იზო­რია პრე­ზი­დენ­ტის მიერ ფა­რულ მოს­მე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ კა­ნონპ­რო­ექ­ტზე ვე­ტოს და­დე­ბას, უპა­სუ­ხის­მგებ­ლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბად აფა­სებს.

"ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არის მო­უმ­ზა­დე­ბე­ლი, რაც თვი­თონ პრო­ცეს­მა ნა­თელ­ყო. ნონ­სენ­სია, რომ ზე­პი­რად და­ა­დოს ვეტო პრე­ზი­დენ­ტმა. ვეტო თა­ვი­სი სა­მარ­თლებ­რი­ვი ბუ­ნე­ბით, პირ­ველ რიგ­ში, ნიშ­ნავს სა­მარ­თლებ­რივ შე­ნიშ­ვნებს იმ კა­ნონპ­რო­ექტთან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მე­ლიც პარ­ლა­მენ­ტის მიერ იქნა მი­ღე­ბუ­ლი. პრე­ზი­დენ­ტის გან­ცხა­დე­ბი­დან რამ­დე­ნი სა­ა­თი გა­ვი­და, მაგ­რამ შე­ნიშ­ვნე­ბი ჯერ კი­დევ არ არის მომ­ზა­დე­ბუ­ლი. ქვეყ­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბულ თე­მებ­თან ასე­თი მო­უმ­ზა­დე­ბე­ლი და მე­ტიც, უპა­სუ­ხის­მგებ­ლო და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ქვეყ­ნის უსაფრ­თხო­ე­ბას კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ აყე­ნებს", - გა­ნა­ცხა­და ლე­ვან იზო­რი­ამ "ქრო­ნი­კას­თან" სა­უ­ბარ­ში.

ამას­თან, ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე არ გა­მო­რი­ცხავს, რომ პრე­ზი­დენ­ტის "უპა­სუ­ხის­მგებ­ლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის" გამო პარ­ლა­მენ­ტმა შე­სა­ბა­მი­სი პრო­ცე­დუ­რე­ბის დას­რუ­ლე­ბა 1-ელ დე­კემ­ბრამ­დე ვერ მო­ას­წროს და ქვე­ყა­ნა­ში ფა­რულ მოს­მე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ერ­თგვა­რი ვა­კუ­უ­მი შე­იქ­მნას.

"ეს ერ­თგვა­რი უპა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა ქვეყ­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის წი­ნა­შე, რად­გან 1-ელ დე­კემ­ბრამ­დე პარ­ლა­მენ­ტი ვერ მო­ას­წრებს კონ­კრე­ტუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის მი­ღე­ბას, იმ შემ­თხვე­ვა­ში კი, თუ სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო დრო­უ­ლად არ მი­ი­ღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, შე­საძ­ლოა ვა­კუ­უ­მი შე­იქ­მნას. რა პა­სუ­ხი შე­იძ­ლე­ბა გავ­ცეთ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ვა­კუ­უ­მის პი­რო­ბებ­ში?" - აღ­ნიშ­ნა შს მი­ნის­ტრის პირ­ველ­მა მო­ად­გი­ლემ.

ლე­ვან იზო­რი­ას აზ­რით, პრე­ზი­დენ­ტმა პარ­ლა­მენტს სა­კუ­თა­რი შე­ნიშ­ვნე­ბი დრო­უ­ლად უნდა გა­და­უგ­ზავ­ნოს.

"თი­თო­ე­უ­ლი წამი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის­თვის. სა­სურ­ვე­ლი იქ­ნე­ბა, მო­მა­ვალ­ში თუ პრე­ზი­დენ­ტი ისევ გა­და­წყვეტს ვე­ტოს გა­მო­ყე­ნე­ბას, კარ­გად მო­ემ­ზა­დოს, აწონ-და­წო­ნოს ის საფრ­თხე­ე­ბი, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა ქვე­ყა­ნას შე­ექ­მნას", - აღ­ნიშ­ნა იზო­რი­ამ.

გარ­და ამი­სა, შს მი­ნის­ტრის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე მი­უ­ღებ­ლად მი­იჩ­ნევს პრე­ზი­დენ­ტის ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი პრო­ექ­ტით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ მიდ­გო­მას, რომ ერთი ე.წ. გა­სა­ღე­ბი სა­სა­მარ­თლოს ხელ­ში უნდა გა­და­ვი­დეს.

"დე­ტა­ლი, რომ გა­სა­ღე­ბი იყოს მო­სა­მარ­თლის ხელ­ში, ჩემი მხრი­დან იწ­ვევს კონ­ტრარ­გუ­მენტს. რო­გორც შე­იძ­ლე­ბა ნე­ბარ­თვის გამ­ცემ­მა ორ­გა­ნომ, ამ შემ­თხვე­ვა­ში სა­სა­მარ­ლომ თა­ვი­სი­ვე თავი აკონ­ტრო­ლოს? გა­მო­დის მა­კონ­ტრო­ლე­ბე­ბი ხდე­ბა თა­ვი­სი­ვე თა­ვის კონ­ტრო­ლის გან­მხორ­ცი­ე­ლე­ბი ამ ე.წ. გა­სა­ღე­ბის მი­ცე­მით. ეს იუ­რი­დი­უ­ლი ნონ­სენ­სია", - დას­ძი­ნა შს მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ლევან იზორია პრეზიდენტის ვეტოს უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებად აფასებს

ლევან იზორია პრეზიდენტის ვეტოს უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებად აფასებს

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლევან იზორია პრეზიდენტის მიერ ფარულ მოსმენებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ვეტოს დადებას, უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებად აფასებს.

"ეს გადაწყვეტილება არის მოუმზადებელი, რაც თვითონ პროცესმა ნათელყო. ნონსენსია, რომ ზეპირად დაადოს ვეტო პრეზიდენტმა. ვეტო თავისი სამართლებრივი ბუნებით, პირველ რიგში, ნიშნავს სამართლებრივ შენიშვნებს იმ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც პარლამენტის მიერ იქნა მიღებული. პრეზიდენტის განცხადებიდან რამდენი საათი გავიდა, მაგრამ შენიშვნები ჯერ კიდევ არ არის მომზადებული. ქვეყნის უსაფრთხოების საკითხთან დაკავშირებულ თემებთან ასეთი მოუმზადებელი და მეტიც, უპასუხისმგებლო დამოკიდებულება ქვეყნის უსაფრთხოებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს", - განაცხადა ლევან იზორიამ "ქრონიკასთან" საუბარში.

ამასთან, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არ გამორიცხავს, რომ პრეზიდენტის "უპასუხისმგებლო გადაწყვეტილების" გამო პარლამენტმა შესაბამისი პროცედურების დასრულება 1-ელ დეკემბრამდე ვერ მოასწროს და ქვეყანაში ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით ერთგვარი ვაკუუმი შეიქმნას.

"ეს ერთგვარი უპასუხისმგებლობაა ქვეყნის უსაფრთხოების წინაშე, რადგან 1-ელ დეკემბრამდე პარლამენტი ვერ მოასწრებს კონკრეტული რეგულაციების მიღებას, იმ შემთხვევაში კი, თუ საკანონმდებლო ორგანო დროულად არ მიიღებს გადაწყვეტილებას, შესაძლოა ვაკუუმი შეიქმნას. რა პასუხი შეიძლება გავცეთ საზოგადოებას ვაკუუმის პირობებში?" - აღნიშნა შს მინისტრის პირველმა მოადგილემ.

ლევან იზორიას აზრით, პრეზიდენტმა პარლამენტს საკუთარი შენიშვნები დროულად უნდა გადაუგზავნოს.

"თითოეული წამი მნიშვნელოვანია უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვისთვის. სასურველი იქნება, მომავალში თუ პრეზიდენტი ისევ გადაწყვეტს ვეტოს გამოყენებას, კარგად მოემზადოს, აწონ-დაწონოს ის საფრთხეები, რომელიც შეიძლება ქვეყანას შეექმნას", - აღნიშნა იზორიამ.

გარდა ამისა, შს მინისტრის პირველი მოადგილე მიუღებლად მიიჩნევს პრეზიდენტის ალტერნატიული პროექტით გათვალისწინებულ მიდგომას, რომ ერთი ე.წ. გასაღები სასამართლოს ხელში უნდა გადავიდეს.

"დეტალი, რომ გასაღები იყოს მოსამართლის ხელში, ჩემი მხრიდან იწვევს კონტრარგუმენტს. როგორც შეიძლება ნებართვის გამცემმა ორგანომ, ამ შემთხვევაში სასამარლომ თავისივე თავი აკონტროლოს? გამოდის მაკონტროლებები ხდება თავისივე თავის კონტროლის განმხორციელები ამ ე.წ. გასაღების მიცემით. ეს იურიდიული ნონსენსია", - დასძინა შს მინისტრის მოადგილემ.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა