ერეკლე დეისაძე აცხადებს, რომ მას პოლიციელმა ესროლა - მწერლის პირველი ვრცელი კომენტარი

ერეკლე დეისაძე აცხადებს, რომ მას პოლიციელმა ესროლა - მწერლის პირველი ვრცელი კომენტარი

ახალგაზრდა მწერალს ერეკლე დეისაძეს რამდენიმე დღის წინ თავს დაესხნენ. ის ქალაქის ცენტრში ქეთათო ჩარკვიანთან და მეგობართან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც ნასვამმა ახალგაზრდებმა შეურაცხყოფა მიაყენეს. დეისაძის თქმით, ერთ-ერთი მათგანი პოლიციის თანამშრომელია.  უფრო კონკრეტულად, კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როდესაც მას შეაგინეს, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. ერეკლე დეისაძე Ambebi.ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ ინციდენტის მონაწილე ე.წ. "თანამშრომელმა" ესროლა.

- ერეკლე, გავიგეთ, რომ ქალაქის ცენტრში გესროლეს, მართალია?

- გადავრჩი, გადავრჩი. მთავარი ეს არის. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა ვაჟა-ფშაველაზე, სამედიცინო უნივერსიტეტის მოპირდაპირე მხარეს. გადაღებებიდან ვბრუნდებოდი მეგობარ ჟურნალისტთან და ქეთათო ჩარკვიანთან ერთად. შელაპარაკება მოხდა, ფიზიკური შეხლა-შემოხლა მომივიდა იმ ბიჭებთან, შემდეგ მესროლეს.

- როგორც ვიცი, სიტყვიერი შურაცხყოფა ნასვამმა ახალგაზრდებმა მოგაყენეს...

- კი, ასე იყო. ისინი იყვნენ ნასვამ მდგომარეობაში, შეურაცხყოფა მომაყენეს, გავაქანე და ვხიე. ამასობაში ჩემმა მეგობარმა გოგონამ მოასწრო პოლიციის გამოძახება, რომელიც ოპერატიულად, 3 წუთში მოვიდა. მათ დროულად აღკვეთეს ინციდენტი და გადაგვიყვანეს განყოფილებაში.

- ამბობენ, რომ პირი, რომელმაც გესროლათ, პოლიციის თანამშრომელია...

- კი, 24 წლის ბიჭი იყო, მას სამსახურიდან გამომდინარე ჰქონდა იარაღის ტარების უფლება. მე მაინც მგონია, რომ ნასვამ მდგომარეობაში რომ იყვნენ, იმიტომ მესროლეს, თორე ფხიზელი ვერ გაბედავდა.

- დააკავეს ის პიროვნება?

- წარმოდგენა არ მაქვს. მის მიმართ არანაირი პრეტენზია არ მაქვს. პოლიციამ საქმე ხულიგნობის მუხლით აღძრა.

- რა ქვია მას, ვინც გესროლა?

- არა, რომ ვიცოდე, მაინც არ გეტყვით. საქართველოს მიულოცეთ ჩემი გადარჩენა (იცინის).

Ambebi.ge კომენტარისთვის შსს-ს დაუკავშირდა, საიდანაც უახლოეს მომავალში ველით კომენტარს.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია