სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
მეცნიერები თუ თაღლითები - როგორ მდიდრდებოდნენ ალქიმიკოსები მეფეთა სიხარბის ხარჯზე
მეცნიერები თუ თაღლითები - როგორ მდიდრდებოდნენ ალქიმიკოსები მეფეთა სიხარბის ხარჯზე

"ვი­საც მეტი ოქრო აქვს, მსოფ­ლი­ო­საც ის მარ­თავს" - ასე­თი იყო ძა­ლა­უფ­ლე­ბის ფორ­მუ­ლა ან­ტი­კურ ხა­ნა­ში და შუა სა­უ­კუ­ნე­ებ­ში. გარ­კვე­ულ წი­ლად ეს გა­მოთ­ქმა დღე­საც აქ­ტუ­ა­ლუ­რია. ძვირ­ფას მე­ტალ­ზე დიდ­მა მო­თხოვ­ნი­ლე­ბამ, ალ­ქი­მი­კო­სე­ბის გა­მო­ჩე­ნა გა­ნა­პი­რო­ბა. გარ­კვე­უ­ლი ანა­ზღა­უ­რე­ბის სა­ნაც­ვლოდ, ალ­ქი­მი­კო­სე­ბი მე­ფე­ებ­სა და იმ­პე­რა­ტო­რებს უბ­რა­ლო მე­ტა­ლე­ბის ოქ­როდ გა­დაქ­ცე­ვას პირ­დე­ბოდ­ნენ. ისი­ნიც, სარ­ფი­ა­ნი წი­ნა­და­დე­ბე­ბით მო­ხიბ­ლულ­ნი, ალ­ქი­მი­კო­სებს დი­დძალ თან­ხებს უხ­დიდ­ნენ და უნე­ბუ­რად მეც­ნი­ე­რე­ბას აფი­ნან­სებ­დნენ.

ალ­ქი­მი­ას სა­ფუძ­ვე­ლი 2 000 წლის წინ ეგ­ვიპ­ტე­ში ჩა­ე­ყა­რა. მისი არსი უბ­რა­ლო მე­ტა­ლე­ბის ძვირ­ფა­სად - უმე­ტე­სად, ოქ­როდ გა­დაქ­ცე­ვა­ში (ტრან­სმუ­ტა­ცი­ა­ში) მდგო­მა­რე­ობ­და. ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კა­ში ოქრო დიდ როლს ყო­ველ­თვის თა­მა­შობ­და.

ალ­ქი­მი­კო­სებ­მა ქვეყ­ნის მმარ­თვე­ლე­ბის ყუ­რა­დღე­ბა მა­ლე­ვე მი­იქ­ცი­ეს. მაგ­რამ ფი­ლო­სო­ფი­უ­რი ქვის (მთა­ვა­რი ინ­გრე­დი­ენ­ტი უბ­რა­ლო მე­ტა­ლის ოქ­როდ გა­დაქ­ცე­ვის­თვის) შე­საქ­მნე­ლად სო­ლი­დურ თან­ხებს ითხოვ­დნენ. გარ­კვე­ულ­წი­ლად მეც­ნი­ე­რე­ბის და­ფი­ნან­სე­ბის პირ­ვე­ლი პრობ­ლე­მა სწო­რედ მა­შინ წარ­მო­იშ­ვა. დღეს სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვე­ბის მე­ქა­ნიზ­მი გა­მარ­თუ­ლად მუ­შა­ობს. ერ­თის მხრივ, არის სა­ხელ­მწი­ფო, რო­მე­ლიც ინო­ვა­ცი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბი­თაა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი. მე­ო­რეს მხრივ კი - კერ­ძო ბიზ­ნეს-სექ­ტო­რი, რო­მე­ლიც სა­კუ­თა­რი კა­პი­ტა­ლის გაზ­რდის­თვის სხვა­დას­ხვა ინო­ვა­ცი­ებს ხში­რად აფი­ნან­სებს.

ან­ტი­კურ ხა­ნა­ში, ისე­ვე რო­გორც შუა სა­უ­კუ­ნე­ებ­ში, ხა­ზი­ნას ქვეყ­ნის მმარ­თვე­ლი გა­ნა­გებ­და. ფი­ლო­სო­ფი­უ­რი ქვის შექ­მნის წარ­მა­ტე­ბუ­ლი "პრე­ზენ­ტა­ცი­ის" შემ­თხვე­ვა­ში მმარ­თვე­ლი ალ­ქი­მი­კოსს აფი­ნან­სებ­და. სპონ­სო­რის უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბი­სას და­ფი­ნან­სე­ბა უმალ­ვე წყდე­ბო­და. ხში­რად საქ­მე ალ­ქი­მი­კო­სე­ბის სიკ­ვდი­ლით დას­ჯამ­დეც მი­დი­ო­და. იყ­ვნენ ისე­თე­ბიც, ვინც ალ­ქი­მი­კო­სებს ში­შით უყუ­რებ­და.

რო­მის იმ­პე­რა­ტორ დი­ოკ­ლე­ტი­ა­ნის მმარ­თვე­ლო­ბი­სას, და­სუს­ტე­ბულ­მა ეკო­ნო­მი­კამ რე­გი­ო­ნებ­ში ხალ­ხთა ამ­ბო­ხი გა­მო­იწ­ვია. ალ­ქი­მი­კო­სე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ­ტკი­ცებ­დნენ, რომ ოქ­როს მი­ღე­ბის სა­ი­დუმ­ლოს მი­აგ­ნეს, ხალ­ხს აქე­ზებ­დნენ და და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბის­კენ მო­უ­წო­დებ­დნენ. იმ­პე­რა­ტორ­მა მკაც­რად იმოქ­მე­და. ამ­ბო­ხი ლე­გი­ო­ნებ­მა ჩა­ახ­შეს. ალ­ქი­მი­კო­სებს თა­ვე­ბი მოკ­ვე­თეს. წიგ­ნე­ბი კი რომ­ლებ­შიც ვი­თომ­და ძვირ­ფა­სი მე­ტა­ლე­ბის მი­ღე­ბის "რე­ცეპ­ტი" ინა­ხე­ბო­და - დაწ­ვეს.

რომი და ალ­ქი­მი­კო­სე­ბი სა­ერ­თო ენის მო­ძი­ე­ბას დიდი ხანი ცდი­ლობ­დნენ. XIV სა­უ­კუ­ნე­ში, რო­მის პაპ­მა იო­ა­ნე XXII ალ­ქი­მი­კო­სე­ბი ანა­თე­მა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა. ეკ­ლე­სი­ამ მათ ბრა­ლი სა­ი­დუმ­ლო რი­ტუ­ა­ლებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­სა და ეშ­მაკ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ში დას­დო.

იმ პე­რი­ოდ­ში ალ­ქი­მი­კო­სე­ბი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გა­ნაც ზა­რალ­დე­ბოდ­ნენ. სა­კუ­თა­რი ტყუ­ი­ლი და მმარ­თვე­ლე­ბის გა­უ­მა­ძღრო­ბა მათ მუდ­მი­ვი წნე­ხის ქვეშ ამ­ყო­ფებ­და. XVI სა­უ­კუ­ნე­ში ალ­ქი­მი­კოს­მა მა­რია ციკ­ლერ­მა სა­კუ­თარ სპონ­სორს - ჰერ­ცოგ იური ბრა­უნშვე­იგს უბ­რა­ლო მე­ტა­ლის ოქ­როდ გა­დაქ­ცე­ვის ყალ­ბი ფორ­მუ­ლა უბო­ძა. ჰერ­ცო­გი მის გა­მო­ყე­ნე­ბას რამ­დენ­ჯერ­მე შე­ე­ცა­და, თუმ­ცა უშე­დე­გოდ. მო­ტყუ­ე­ბულ­მა ჰერ­ცოგ­მა ალ­ქი­მი­კო­სი კო­ცონ­ზე დაწ­ვა.

მსგავ­სი შემ­თხვე­ვე­ბი ის­ტო­რი­ა­ში მრავ­ლა­დაა. დღე­ვან­დე­ლი ტერ­მი­ნო­ლო­გი­ით, ალ­ქი­მი­კო­სე­ბი უბ­რა­ლო თაღ­ლი­თე­ბი იყ­ვნენ, რომ­ლე­ბიც მმარ­თვე­ლი კლა­სის სი­ხარ­ბის ხარ­ჯზე გამ­დიდ­რე­ბას ცდი­ლობ­დნენ.

გარ­კვე­ულ­წი­ლად, ალ­ქი­მი­კო­სე­ბის კვლე­ვე­ბი მთლად უშე­დე­გო არ ყო­ფი­ლა. მათ­მა შრო­მამ მე­დი­ცი­ნის, ქი­მი­ის, მე­ტა­ლურ­გი­ის და სხვა მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას ჩა­უ­ყა­რა სა­ფუძ­ვე­ლი.

ალ­ქი­მი­კო­სე­ბის საქ­მე დღე­საც გრძელ­დე­ბა. თუმ­ცა ამ სფე­რო­ში მხო­ლოდ დიდი ცოდ­ნი­სა და გა­მოც­დი­ლე­ბის მქო­ნე სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი მოღ­ვა­წე­ო­ბენ. 1924 წელს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ სტა­ტი­ა­ში, ია­პო­ნელ­მა ფი­ზი­კოს­მა და ტო­კი­ოს სა­იმ­პე­რა­ტო­რო უნი­ვერ­სის­ტე­ტის პრო­ფე­სორ­მა ჰან­ტა­რო ნა­გა­ო­კამ ვერ­ცხლის­წყლის­გან პლა­ტი­ნი­სა და ოქ­როს მი­ღე­ბის მე­თო­დი აღ­წე­რა. 1941 წელს აშშ-ში ძვირ­ფა­სი მე­ტა­ლი, ვერ­ცხლის­წყლის იზო­ტო­პის ნე­იტ­რო­ნე­ბით და­ბომბვის შე­დე­გად მი­ი­ღეს. თუმ­ცა მი­ღე­ბუ­ლი ოქრო რა­დი­აქ­ტი­უ­ლი აღ­მოჩ­ნდა. 1980 წელს ამე­რი­კელ­მა ქი­მი­კოს­მა და ატო­მუ­რი ფი­ზი­კის სპე­ცი­ა­ლის­ტმა ლო­უ­რენ­სის ეროვ­ნუ­ლი ლა­ბო­რა­ტო­რი­ი­დან, გლენ სი­ბორ­გმა ბის­მუ­ტის რამ­დე­ნი­მე ათა­სი ატო­მი ოქ­როდ აქ­ცია.

გარ­კვე­უ­ლი წარ­მა­ტე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ხე­ლოვ­ნუ­რი გზით ოქ­როს მი­ღე­ბა ძა­ლი­ან დიდ ფუ­ფუ­ნე­ბად რჩე­ბა.

მო­ამ­ზა­და ნუკ­რი მგე­ლა­ძემ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

მეცნიერები თუ თაღლითები - როგორ მდიდრდებოდნენ ალქიმიკოსები მეფეთა სიხარბის ხარჯზე

მეცნიერები თუ თაღლითები - როგორ მდიდრდებოდნენ ალქიმიკოსები მეფეთა სიხარბის ხარჯზე

"ვისაც მეტი ოქრო აქვს, მსოფლიოსაც ის მართავს" - ასეთი იყო ძალაუფლების ფორმულა ანტიკურ ხანაში და შუა საუკუნეებში. გარკვეულ წილად ეს გამოთქმა დღესაც აქტუალურია. ძვირფას მეტალზე დიდმა მოთხოვნილებამ, ალქიმიკოსების გამოჩენა განაპირობა. გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, ალქიმიკოსები მეფეებსა და იმპერატორებს უბრალო მეტალების ოქროდ გადაქცევას პირდებოდნენ. ისინიც, სარფიანი წინადადებებით მოხიბლულნი, ალქიმიკოსებს დიდძალ თანხებს უხდიდნენ და უნებურად მეცნიერებას აფინანსებდნენ.

ალქიმიას საფუძველი 2 000 წლის წინ ეგვიპტეში ჩაეყარა. მისი არსი უბრალო მეტალების ძვირფასად - უმეტესად, ოქროდ გადაქცევაში (ტრანსმუტაციაში) მდგომარეობდა. ქვეყნის ეკონომიკაში ოქრო დიდ როლს ყოველთვის თამაშობდა.

ალქიმიკოსებმა ქვეყნის მმართველების ყურადღება მალევე მიიქციეს. მაგრამ ფილოსოფიური ქვის (მთავარი ინგრედიენტი უბრალო მეტალის ოქროდ გადაქცევისთვის) შესაქმნელად სოლიდურ თანხებს ითხოვდნენ. გარკვეულწილად მეცნიერების დაფინანსების პირველი პრობლემა სწორედ მაშინ წარმოიშვა. დღეს სამეცნიერო კვლევების მექანიზმი გამართულად მუშაობს. ერთის მხრივ, არის სახელმწიფო, რომელიც ინოვაციების განვითარებითაა დაინტერესებული. მეორეს მხრივ კი - კერძო ბიზნეს-სექტორი, რომელიც საკუთარი კაპიტალის გაზრდისთვის სხვადასხვა ინოვაციებს ხშირად აფინანსებს.

ანტიკურ ხანაში, ისევე როგორც შუა საუკუნეებში, ხაზინას ქვეყნის მმართველი განაგებდა. ფილოსოფიური ქვის შექმნის წარმატებული "პრეზენტაციის" შემთხვევაში მმართველი ალქიმიკოსს აფინანსებდა. სპონსორის უკმაყოფილებისას დაფინანსება უმალვე წყდებოდა. ხშირად საქმე ალქიმიკოსების სიკვდილით დასჯამდეც მიდიოდა. იყვნენ ისეთებიც, ვინც ალქიმიკოსებს შიშით უყურებდა.

რომის იმპერატორ დიოკლეტიანის მმართველობისას, დასუსტებულმა ეკონომიკამ რეგიონებში ხალხთა ამბოხი გამოიწვია. ალქიმიკოსები, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ ოქროს მიღების საიდუმლოს მიაგნეს, ხალხს აქეზებდნენ და დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებდნენ. იმპერატორმა მკაცრად იმოქმედა. ამბოხი ლეგიონებმა ჩაახშეს. ალქიმიკოსებს თავები მოკვეთეს. წიგნები კი რომლებშიც ვითომდა ძვირფასი მეტალების მიღების "რეცეპტი" ინახებოდა - დაწვეს.

რომი და ალქიმიკოსები საერთო ენის მოძიებას დიდი ხანი ცდილობდნენ. XIV საუკუნეში, რომის პაპმა იოანე XXII ალქიმიკოსები ანათემაში დაადანაშაულა. ეკლესიამ მათ ბრალი საიდუმლო რიტუალებში მონაწილეობასა და ეშმაკთან მოლაპარაკებებში დასდო.

იმ პერიოდში ალქიმიკოსები ხელისუფლებისგანაც ზარალდებოდნენ. საკუთარი ტყუილი და მმართველების გაუმაძღრობა მათ მუდმივი წნეხის ქვეშ ამყოფებდა. XVI საუკუნეში ალქიმიკოსმა მარია ციკლერმა საკუთარ სპონსორს - ჰერცოგ იური ბრაუნშვეიგს უბრალო მეტალის ოქროდ გადაქცევის ყალბი ფორმულა უბოძა. ჰერცოგი მის გამოყენებას რამდენჯერმე შეეცადა, თუმცა უშედეგოდ. მოტყუებულმა ჰერცოგმა ალქიმიკოსი კოცონზე დაწვა.

მსგავსი შემთხვევები ისტორიაში მრავლადაა. დღევანდელი ტერმინოლოგიით, ალქიმიკოსები უბრალო თაღლითები იყვნენ, რომლებიც მმართველი კლასის სიხარბის ხარჯზე გამდიდრებას ცდილობდნენ.

გარკვეულწილად, ალქიმიკოსების კვლევები მთლად უშედეგო არ ყოფილა. მათმა შრომამ მედიცინის, ქიმიის, მეტალურგიის და სხვა მეცნიერებების განვითარებას ჩაუყარა საფუძველი.

ალქიმიკოსების საქმე დღესაც გრძელდება. თუმცა ამ სფეროში მხოლოდ დიდი ცოდნისა და გამოცდილების მქონე სპეციალისტები მოღვაწეობენ. 1924 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში, იაპონელმა ფიზიკოსმა და ტოკიოს საიმპერატორო უნივერსისტეტის პროფესორმა ჰანტარო ნაგაოკამ ვერცხლისწყლისგან პლატინისა და ოქროს მიღების მეთოდი აღწერა. 1941 წელს აშშ-ში ძვირფასი მეტალი, ვერცხლისწყლის იზოტოპის ნეიტრონებით დაბომბვის შედეგად მიიღეს. თუმცა მიღებული ოქრო რადიაქტიული აღმოჩნდა. 1980 წელს ამერიკელმა ქიმიკოსმა და ატომური ფიზიკის სპეციალისტმა ლოურენსის ეროვნული ლაბორატორიიდან, გლენ სიბორგმა ბისმუტის რამდენიმე ათასი ატომი ოქროდ აქცია.

გარკვეული წარმატების მიუხედავად, ხელოვნური გზით ოქროს მიღება ძალიან დიდ ფუფუნებად რჩება.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს