ლუგანსკში რუსული უპილოტო თვითმფრინავი ჩამოაგდეს

ლუგანსკში რუსული უპილოტო თვითმფრინავი ჩამოაგდეს

უკრაინის ანტიტერორისტული ოპერაციის ძალებმა ლუგანსკის ოლქის ქალაქ სჩასტიეში უპილოტო თვითმფრინავი ჩამოაგდეს, რომელიც სავარაუდოდ, რუსული წარმოშობისაა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ანტიტერორისტული ოპერაციების ცენტრის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინულმა ძალებმა მოწინააღმდეგის კიდევ ერთი ჯავშანტექნიკა გაანადგურეს. მას შემდეგ, რაც მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე ზავი დაიდო, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა და "ბოევიკებმა" უკრაინის ანტიტერორისტული ძალების შტაბს 3,5 ათასჯერ შეუტიეს.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა