მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასების კლების მიუხედავად, ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაცია "ოპეკმა" ნავთობმოპოვების მოცულობის შემცირებაზე უარი განაცხადა."დოიჩე ველეს" ინფორმაციით, ამის შესახებ გადაწყვეტილება "ოპეკის" წევრი 12 ქვეყნის ნავთობის მრეწველობის მინისტრებმა, ხუთსაათიანი შეხვედრის შემდეგ მიიღეს, რომელიც 27 ნოემბერს ვენაში გაიმართა.
ქუვეითის ნავთობის მინისტრი ალი სალეხ ალ-ომაირის განცხადებით, ნავთობის მოპოვების მოცულობა კვლავაც იგივე დარჩება და ამ მხრივ არავითარი ცვლილება არ მოხდება. გამოცემის ინფორმაციით, დღეისთვის "ოპეკის" წევრი ქვეყნები დღე-ღამეში 30 მილიონ ბარელ ნავთობს მოიპოვებენ. ამასთან, ვენაში გამართული შეხვედრის შემდეგ, ნავთობის მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი ბარელზე 3 დოლარით დაეცა, რაც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში პირველად მოხდა. კონკრეტულად კი, " ბრენტის " მარკის ნავთობის ფასმა 74 დოლარი შეადგინა.