რიანას ორეული გამოუჩნდა (+ ფოტოგალერეა)

რიანას ორეული გამოუჩნდა (+ ფოტოგალერეა)

ბევრი ცდილობს, პოპულარულ ბარბადოსელ მომღერალ რიანას მიბაძოს. 22 წლის გოგონა, სახელად ანდელ ლარა, რომელიც ამერიკაში, ბოსტონში ცხოვრობს, გაჭრილი ვაშლივით გავს რიანას. გოგონა ყვება, რომ სახლიდან გამოსვლა არ შეუძლია, რადგან გამუდმებით დაყვებიან ფანები და ცნობილ მომღერალში ეშლებათ.

თუმცა ეს მსგავსება ანდელისთვის მომგებიანია. მას რეგულარულად იწვევენ ცნობილი კოსმეტიკის და ტანსაცმლის ბრენდები ფოტოსესიებზე.

”როდესაც ქუჩაში გამოვდივარ, ყველა ჩურჩულს იწყებს და მაშტერება, ხანდახან ფოტოს გადაღებასაც მთხოვენ. ეს ხდება ყოველდღიურად! რა თქმა უნდა, რიანასთან მსგავსებას ბევრი ბონუსი მოაქვს ჩემთვის, ფულს ვიღებ კოსმეტიკური, ფეხსაცმლის, აქსესუარების, თმის მოვლის საშუალებების მწარმოებელი კომპანიებისგან” - ყვება რიანას ორეული.

თავად რიანას მისი კლონის თაობაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

იხილეთ ფოტოგალერეა მომზადებულია dailymail.co.uk-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება