სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"მკვლელობის იარაღებად შეშის ნაჭერი, ეზოს საკრეჭი მაკრატელი და დანა გამოიყენა" - შვილმა მამა წამებით მოკლა
"მკვლელობის იარაღებად შეშის ნაჭერი, ეზოს საკრეჭი მაკრატელი და დანა გამოიყენა" - შვილმა მამა წამებით მოკლა

ზუგ­დი­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ქვე­მო კა­ხათ­ში მომ­ხდარ­მა შემ­ზა­რავ­მა ტრა­გე­დი­ამ სა­ზო­გა­დო­ე­ბა შეძ­რა. 70 წლის ჯამ­ბულ კვა­რა­ცხე­ლია სა­კუ­თარ­მა შვილ­მა, 47 წლის დემ­ნა კვა­რა­ცხე­ლი­ამ სა­ში­ნე­ლი წა­მე­ბით მოკ­ლა. მან მა­მას თავ­ში ჯერ შე­შის ნა­ჭე­რი ჩა­არ­ტყა," შემ­დეგ აბა­ზა­ნა­ში გა­ათ­რია და იქ წა­მე­ბით ამო­ხა­და სული. მოკ­ლულს სხე­უ­ლი მთლი­ა­ნად და­სა­ხიჩ­რე­ბუ­ლი აქვს. მრავ­ლო­ბი­თი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი და­ნით და მაკ­რატ­ლი­თაა მი­ყე­ნე­ბუ­ლი. ამ ტრა­გე­დი­ის თვითმხილ­ვე­ლია დემ­ნას დედა, რო­მელ­მაც, შვი­ლის შე­ჩე­რე­ბა ვე­ღარ შეძ­ლო. დემ­ნას მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ სახ­ლი­დან გაქ­ცე­ვა არ უც­დია, მა­მის სის­ხლში მოს­ვრი­ლი, უხ­მოდ ჩა­ბარ­და სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს. ფაქ­ტზე სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე 108-ე - გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მუხ­ლით აღიძ­რა. რო­გორც ირ­კვე­ვა, მა­მის მკვლე­ლი შვი­ლი სას­ჯელს ცი­ხე­ში ვერ მო­იხ­დის. მე­ზობ­ლე­ბის თქმით, დემ­ნას ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი აქვს, რის გამო ფსი­ქი­ატ­რი­ულ სა­ა­ვად­მყო­ფო­შიც მკურ­ნა­ლობ­დნენ, მაგ­რამ იქი­დან გა­მო­წე­რეს, რის შემ­დე­გაც სო­ფელ­ში მშობ­ლებ­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და. დემ­ნა სის­ტე­მა­ტუ­რად იღებ­და ფსი­ქოტ­რო­პულ წამ­ლებს, რო­გორც მე­ზობ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, ბოლო დღე­ე­ბი მას წა­მა­ლი არ და­უ­ლე­ვია. ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ ტრა­გე­დია ამან გა­მო­იწ­ვია. კვა­რა­ცხე­ლი­ე­ბის მე­ზო­ბე­ლი ნარ­გი­ზა ფან­ჯი­კია მომ­ხდა­რით შეძ­რუ­ლია. მან და­სა­ხიჩ­რე­ბუ­ლი ჯამ­ბუ­ლი თა­ვი­სი თვა­ლით ნახა:

- სა­ში­ნე­ლე­ბა მოხ­და, ჯამ­ბულ კვა­რა­ცხე­ლი­ას მთე­ლი სო­ფე­ლი დას­ტი­რის. მისი ოჯა­ხი სო­ფელ­ში გა­მორ­ჩე­უ­ლი იყო. ჯამ­ბუ­ლი მე­ტყე­ვე იყო, ყვე­ლას გვერ­დში მდგო­მი კაცი. მისი მე­უღ­ლე, ცი­უ­რი სკო­ლის პე­და­გო­გია. სამი ძა­ლი­ან კარ­გი შვი­ლი გა­ზარ­დეს. დემ­ნა ოჯა­ხის უფ­რო­სი შვი­ლი იყო. ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რი, ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლობ­და, პრო­ფე­სი­ით ეკო­ნო­მის­ტია. წლე­ბის მან­ძილ­ზე თბი­ლის­ში მუ­შა­ობ­და. თუმ­ცა ამ ბი­ჭის ცხოვ­რე­ბა მას შემ­დეგ აი­რია, რაც წა­მალ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი გახ­და. დემ­ნა ნარ­კო­მა­ნი იყო და ამან მისი ფსი­ქი­კა და­ან­გრია. ძა­ლი­ან გა­ი­ნად­გუ­რა თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბა და ოჯა­ხიც.

- ცოლ-შვი­ლი ჰყავს?

- არა. მისი უმ­ცროს ძმას კი ორი შვი­ლი და შე­სა­ნიშ­ნა­ვი მე­უღ­ლე ჰყავს. ძმე­ბი მე­ზობ­ლად ცხოვ­რობ­დნენ. ეკო­ნო­მი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბის გამო დემ­ნას ძმის ცოლი რუ­სეთ­ში წა­ვი­და სა­მუ­შა­ოდ, ახლა მისი ძმაც თურ­ქეთ­ში იყო, აქ რომ ყო­ფი­ლი­ყო, იქ­ნებ, ეშ­ვე­ლა სა­წყა­ლი მა­მის­თვის. მისი ბავ­შვე­ბი ბე­ბია-ბა­ბუ­ას­თან და ბი­ძას­თან ერ­თად იყ­ვნენ. დემ­ნას ძა­ლი­ან უყ­ვარ­და ძმის­შვი­ლე­ბი და თავს ევ­ლე­ბო­და. ბავ­შვებ­საც უყ­ვართ ბიძა. სა­მა­გა­ლი­თო ოჯა­ხი ჰქონ­დათ, მაგ­რამ დემ­ნას ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბის გამო ვა­ლე­ბი და­ე­დოთ. ბევ­რი იწ­ვა­ლეს, რომ ბიჭი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მო­ეყ­ვა­ნათ. ძა­ლი­ან კარ­გი და ჰყავს, ისიც პე­და­გო­გია, თბი­ლის­ში ცხოვ­რობს. ოჯახ­მა, როცა შე­ნიშ­ნა დემ­ნას ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი, მა­მამ მა­შინ­ვე ფსი­ქი­ატ­რი­ულ­ში წა­იყ­ვა­ნა. იქ მკურ­ნა­ლობ­და, მაგ­რამ ექი­მებს გა­მო­უშ­ვი­ათ. ვფიქ­რობ, რაც მოხ­და, მათი ბრა­ლიც არის. ასე­თი პრობ­ლე­მე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნი სახ­ლში რო­გორ გა­მო­უშ­ვეს?! ბევ­რი ოჯა­ხი ცდი­ლობს და­მა­ლოს ოჯა­ხის წევ­რის ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი და არ მიჰ­ყავს შვი­ლი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, მაგ­რამ მათ ასე არ გა­უ­კე­თე­ბი­ათ. მა­მამ დემ­ნა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში წა­იყ­ვა­ნა, უნ­დო­და გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლი­ყო. შე­იძ­ლე­ბა მა­მას ის არ აპა­ტია, ფსი­ქი­ატ­რი­ულ­ში რომ წა­იყ­ვა­ნა და იქ და­ტო­ვა.

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"მკვლელობის იარაღებად შეშის ნაჭერი, ეზოს საკრეჭი მაკრატელი და დანა გამოიყენა" - შვილმა მამა წამებით მოკლა

"მკვლელობის იარაღებად შეშის ნაჭერი, ეზოს საკრეჭი მაკრატელი და დანა გამოიყენა" - შვილმა მამა წამებით მოკლა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო კახათში მომხდარმა შემზარავმა ტრაგედიამ საზოგადოება შეძრა. 70 წლის ჯამბულ კვარაცხელია საკუთარმა შვილმა, 47 წლის დემნა კვარაცხელიამ საშინელი წამებით მოკლა. მან მამას თავში ჯერ შეშის ნაჭერი ჩაარტყა," შემდეგ აბაზანაში გაათრია და იქ წამებით ამოხადა სული. მოკლულს სხეული მთლიანად დასახიჩრებული აქვს. მრავლობითი დაზიანებები დანით და მაკრატლითაა მიყენებული. ამ ტრაგედიის თვითმხილველია დემნას დედა, რომელმაც, შვილის შეჩერება ვეღარ შეძლო. დემნას მკვლელობის შემდეგ სახლიდან გაქცევა არ უცდია, მამის სისხლში მოსვრილი, უხმოდ ჩაბარდა სამართალდამცავებს. ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე 108-ე - განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა. როგორც ირკვევა, მამის მკვლელი შვილი სასჯელს ციხეში ვერ მოიხდის. მეზობლების თქმით, დემნას ფსიქიკური პრობლემები აქვს, რის გამო ფსიქიატრიულ საავადმყოფოშიც მკურნალობდნენ, მაგრამ იქიდან გამოწერეს, რის შემდეგაც სოფელში მშობლებთან ერთად ცხოვრობდა. დემნა სისტემატურად იღებდა ფსიქოტროპულ წამლებს, როგორც მეზობლები ამბობენ, ბოლო დღეები მას წამალი არ დაულევია. ვარაუდობენ, რომ ტრაგედია ამან გამოიწვია. კვარაცხელიების მეზობელი ნარგიზა ფანჯიკია მომხდარით შეძრულია. მან დასახიჩრებული ჯამბული თავისი თვალით ნახა:

- საშინელება მოხდა, ჯამბულ კვარაცხელიას მთელი სოფელი დასტირის. მისი ოჯახი სოფელში გამორჩეული იყო. ჯამბული მეტყევე იყო, ყველას გვერდში მდგომი კაცი. მისი მეუღლე, ციური სკოლის პედაგოგია. სამი ძალიან კარგი შვილი გაზარდეს. დემნა ოჯახის უფროსი შვილი იყო. ძალიან ნიჭიერი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში სწავლობდა, პროფესიით ეკონომისტია. წლების მანძილზე თბილისში მუშაობდა. თუმცა ამ ბიჭის ცხოვრება მას შემდეგ აირია, რაც წამალზე დამოკიდებული გახდა. დემნა ნარკომანი იყო და ამან მისი ფსიქიკა დაანგრია. ძალიან გაინადგურა თავისი ცხოვრება და ოჯახიც.

- ცოლ-შვილი ჰყავს?

- არა. მისი უმცროს ძმას კი ორი შვილი და შესანიშნავი მეუღლე ჰყავს. ძმები მეზობლად ცხოვრობდნენ. ეკონომიური პრობლემების გამო დემნას ძმის ცოლი რუსეთში წავიდა სამუშაოდ, ახლა მისი ძმაც თურქეთში იყო, აქ რომ ყოფილიყო, იქნებ, ეშველა საწყალი მამისთვის. მისი ბავშვები ბებია-ბაბუასთან და ბიძასთან ერთად იყვნენ. დემნას ძალიან უყვარდა ძმისშვილები და თავს ევლებოდა. ბავშვებსაც უყვართ ბიძა. სამაგალითო ოჯახი ჰქონდათ, მაგრამ დემნას ჯანმრთელობის პრობლემების გამო ვალები დაედოთ. ბევრი იწვალეს, რომ ბიჭი მდგომარეობიდან გამოეყვანათ. ძალიან კარგი და ჰყავს, ისიც პედაგოგია, თბილისში ცხოვრობს. ოჯახმა, როცა შენიშნა დემნას ფსიქიკური პრობლემები, მამამ მაშინვე ფსიქიატრიულში წაიყვანა. იქ მკურნალობდა, მაგრამ ექიმებს გამოუშვიათ. ვფიქრობ, რაც მოხდა, მათი ბრალიც არის. ასეთი პრობლემების მქონე ადამიანი სახლში როგორ გამოუშვეს?! ბევრი ოჯახი ცდილობს დამალოს ოჯახის წევრის ფსიქიკური პრობლემები და არ მიჰყავს შვილი საავადმყოფოში, მაგრამ მათ ასე არ გაუკეთებიათ. მამამ დემნა საავადმყოფოში წაიყვანა, უნდოდა გამოჯანმრთელებულიყო. შეიძლება მამას ის არ აპატია, ფსიქიატრიულში რომ წაიყვანა და იქ დატოვა.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ