სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ქალმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სამი შვილი მოკლა
ქალმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სამი შვილი მოკლა

დეპ­რე­სი­ა­ში მყოფ­მა დე­დამ ვე­ღარ გა­უძ­ლო სამი შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე შვი­ლის მოვ­ლას, ძი­ლის დროს გა­გუ­და ისი­ნი და თა­ვის მოკ­ვლას შე­ე­ცა­და.

43 წლის ტა­ნია კლე­რენ­სი ბრალ­დე­ბუ­ლია ოთხი წლის გო­გო­ნა­სა და სამი წლის ტყუ­პი ბი­ჭე­ბის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ში. შემ­თხვე­ვა ლონ­დო­ნის სამ­ხრეთ და­სავ­ლეთ ნა­წილ­ში მოხ­და.

ბავ­შვე­ბის გვა­მე­ბი თა­ვი­ანთ სა­წო­ლებ­ში იპოვ­ნეს, მათ ირ­გვლივ სა­თა­მა­შო­ე­ბი ჰქონ­დათ შე­მო­წყო­ბი­ლი. სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კე­ბი და ბავ­შვებ­თან მო­მუ­შა­ვე მე­დი­კო­სე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ დედა გან­სა­კუთ­რე­ბით იყო დათ­რგუ­ნუ­ლი შვი­ლე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბით და გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი ჰქონ­და, რომ ისი­ნი დიდ­ხანს ვერ იცო­ცხლებ­დნენ. ამის გამო ქალი მძი­მე დეპ­რე­სი­ით იტან­ჯე­ბო­და.

მკვლე­ლო­ბის დღეს კლე­რენ­სის მე­უღ­ლემ თა­ვი­ან­თი მე­ო­თხე, რვა წლის ქა­ლიშ­ვი­ლი, რო­მელ­საც ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი არ ჰქო­ნია, და­სას­ვე­ნებ­ლად სამ­ხრეთ აფ­რი­კა­ში წა­იყ­ვა­ნა. შშმ ბავ­შვე­ბის ძიძა კი და­ი­თხო­ვა, რად­გან ეგო­ნა, შვი­ლებს დედა მი­ხე­დავ­და. სა­ბო­ლო­ოდ ყვე­ლა­ფე­რი ტრა­გი­კუ­ლი სცე­ნა­რით გან­ვი­თარ­და. ჯერ­ჯე­რო­ბით არაა ცნო­ბი­ლი, მი­უს­ჯი­ან ქალს პა­ტიმ­რო­ბას თუ ფსი­ქი­ატ­რი­ულ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მო­ა­თავ­სე­ბენ.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია msn.com-ს მი­ხედ­ვით.
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ქალმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სამი შვილი მოკლა

ქალმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სამი შვილი მოკლა

დეპრესიაში მყოფმა დედამ ვეღარ გაუძლო სამი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილის მოვლას, ძილის დროს გაგუდა ისინი და თავის მოკვლას შეეცადა.

43 წლის ტანია კლერენსი ბრალდებულია ოთხი წლის გოგონასა და სამი წლის ტყუპი ბიჭების მკვლელობის საქმეში. შემთხვევა ლონდონის სამხრეთ დასავლეთ ნაწილში მოხდა.

ბავშვების გვამები თავიანთ საწოლებში იპოვნეს, მათ ირგვლივ სათამაშოები ჰქონდათ შემოწყობილი. სოციალური მუშაკები და ბავშვებთან მომუშავე მედიკოსები აცხადებენ, რომ დედა განსაკუთრებით იყო დათრგუნული შვილების მდგომარეობით და გაცნობიერებული ჰქონდა, რომ ისინი დიდხანს ვერ იცოცხლებდნენ. ამის გამო ქალი მძიმე დეპრესიით იტანჯებოდა.

მკვლელობის დღეს კლერენსის მეუღლემ თავიანთი მეოთხე, რვა წლის ქალიშვილი, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები არ ჰქონია, დასასვენებლად სამხრეთ აფრიკაში წაიყვანა. შშმ ბავშვების ძიძა კი დაითხოვა, რადგან ეგონა, შვილებს დედა მიხედავდა. საბოლოოდ ყველაფერი ტრაგიკული სცენარით განვითარდა. ჯერჯერობით არაა ცნობილი, მიუსჯიან ქალს პატიმრობას თუ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოათავსებენ.

მომზადებულია msn.com-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა