სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ლევან ჩაჩუა 10 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდება
ლევან ჩაჩუა 10 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდება

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი ლე­ვან ჩა­ჩუა 10 000 ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბა.

სა­სა­მარ­თლო ექ­სპერ­ტი­ზის ეროვ­ნუ­ლი ბი­უ­როს სა­სა­მარ­თლო-სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის გან­ყო­ფი­ლე­ბის ყო­ფი­ლი გამ­გე ლე­ვან ჩა­ჩუა, სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვარ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი გულ­გრი­ლო­ბის ფაქ­ტზე, 2014 წლის 20 მარტს და­ა­კა­ვა. პრო­კუ­რა­ტუ­რის ვერ­სი­ით, 2005 წლის 3 თე­ბერ­ვალს ლე­ვან ჩა­ჩუ­ამ ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ზუ­რაბ ჟვა­ნი­ა­სა და რაულ უსუ­პო­ვის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე სა­სა­მარ­თლო-სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის ჩა­ტა­რე­ბის მიზ­ნით გვა­მე­ბის გა­მოკ­ვლე­ვი­სას გა­მო­ი­ჩი­ნა გულ­გრი­ლო­ბა და არა­ჯე­როვ­ნად შე­ას­რუ­ლა სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბა, კერ­ძოდ, სრულ­ყო­ფი­ლად არ აღ­წე­რა გვა­მებ­ზე არ­სე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მა­შინ, რო­დე­საც გვა­მებს აშ­კა­რად აღე­ნიშ­ნე­ბო­და სი­ცო­ცხლის­დრო­ინ­დე­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი.

"ვი­ნა­ი­დან წარ­მო­ე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით ეჭვქვეშ დად­გა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის ნამ­დვი­ლო­ბა, საქ­მე­ზე აუ­ცი­ლე­ბე­ლი გახ­და ახა­ლი ექ­სპერ­ტი­ზის ჩა­ტა­რე­ბა ზ. ჟვა­ნი­ა­სა და რ. უსუ­პო­ვის გარ­დაც­ვა­ლე­ბის რე­ა­ლუ­რი მი­ზე­ზი­სა და გა­რე­მო­ე­ბე­ბის დად­გე­ნის მიზ­ნით", - ნათ­ქვა­მია პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბა­ში.

ლე­ვან ჩა­ჩუ­ას მი­მართ სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა და­წყე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 342-ე მუხ­ლის 1-ლი ნა­წი­ლით, რო­მე­ლიც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 3 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ლევან ჩაჩუა 10 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდება

ლევან ჩაჩუა 10 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდება

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, სამედიცინო ექსპერტი ლევან ჩაჩუა 10 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდება.

სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილების ყოფილი გამგე ლევან ჩაჩუა, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე, 2014 წლის 20 მარტს დააკავა. პროკურატურის ვერსიით, 2005 წლის 3 თებერვალს ლევან ჩაჩუამ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის გარდაცვალების საქმეზე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების მიზნით გვამების გამოკვლევისას გამოიჩინა გულგრილობა და არაჯეროვნად შეასრულა სამსახურებრივი მოვალეობა, კერძოდ, სრულყოფილად არ აღწერა გვამებზე არსებული დაზიანებები მაშინ, როდესაც გვამებს აშკარად აღენიშნებოდა სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები.

"ვინაიდან წარმოებული გამოძიებით ეჭვქვეშ დადგა ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის ნამდვილობა, საქმეზე აუცილებელი გახდა ახალი ექსპერტიზის ჩატარება ზ. ჟვანიასა და რ. უსუპოვის გარდაცვალების რეალური მიზეზისა და გარემოებების დადგენის მიზნით", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ლევან ჩაჩუას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რომელიც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ