4 წლის ბავშვი დღეში საშუალოდ 437 კითხვას სვამს. როდესაც პატარა ფეხს იდგამს და სწავლობს ლაპარაკს, მის პატარა ტვინში ახალი შეკითხვები იბადება. თქვენმა შვილმა შეიძლება ერთსა და იმავე ნივთზე დღეში 10-ჯერ, 20-ჯერ, 100- ჯერ გკითხოთ - "ეს რა არის?". არასდროს დატოვოთ მათი კითხვები უპასუხოდ, არ გაბრაზდეთ, არ მოიშოროთ თავიდან. სამსახურის საქმეებით და პრობლემებით დახუნძლული ნერვული სისტემა ცოტა ხნით შეამსუბუქეთ. კითხვები უმიზეზოდ არ ჩნდება, გავა დრო და მოზრილ ასაკში არაფერს შეგეკითხებათ, თქვენს გარეშე მიიღებს სერიოზულ გადაწყვეტილებებს, არ მოგისმენთ. ყოველთვის უპასუხეთ დასმულ შეკითხვებს.
გადის დრო და მშობლები თანდათან ბავშვებს ემსგავსებიან. ახლა შვილებს უწევთ მათ კითხვებზე პასუხის გაცემა.
მამა: - რა არის ეს?
შვილი: - ჩიტი
მამა: - რა არის ეს?
შვილი: - მამა, ახლა არ გითხარი?! ჩიტი!
მამა: - რა არის ეს?
შვილი: - ჩიტი მამა, ჩი-ტი, ჩი-ტი!!!
მამა: - რა არის ეს?
შვილი: - რატომ აკეთებ ასე? უკვე მერამდენედ გითხარი, რომ ეს ჩიტია, ჩი-ტი, არ გემის?!
მამა ადგა და სახლიდან ძველი წიგნაკი გამოიტანა, შვილს მისცა და სთხოვა ხმამაღლა წაეკითხა