სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
3 საუკეთესო ფილმი ჟურნალისტების შესახებ
3 საუკეთესო ფილმი ჟურნალისტების შესახებ

ამ ბოლო დროს საკ­მა­ოდ პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და ახა­ლი სე­რი­ა­ლი "ნი­უს­რუ­მი", რო­მე­ლიც, სა­ხელ­წო­დე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ძნე­ლი არ არის მიხ­ვედ­რა, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის მუ­შა­ო­ბას ასა­ხავს. ზო­გა­დად, ეს თემა კი­ნე­მა­ტოგ­რაფ­ში საკ­მა­ოდ პო­პუ­ლა­რუ­ლია, ამი­ტო­მაც გა­დავ­წყვი­ტეთ, შე­მოგ­თა­ვა­ზოთ 3 სა­უ­კე­თე­სო ფილ­მი ჩვე­ნი კო­ლე­გე­ბის შე­სა­ხებ.

"პრე­ზი­დენ­ტის მთე­ლი ამა­ლა "- 1976 წ.

უი­ლი­ამ გოლდმა­ნის სცე­ნა­რი და­ეყ­რდნო 1974 წელს გა­მო­ცე­მულ იმა­ვე სა­ხელ­წო­დე­ბის წიგნს, რო­მე­ლიც ნამ­დვილ ამ­ბავს ეფუძ­ნე­ბო­და. კერ­ძოდ, "უო­ტერ გე­ი­ტის სკან­დალს", რო­მელ­მაც ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის პრე­ზი­დენ­ტის რი­ჩარდ ნიქ­სო­ნის თა­ნამ­დე­ბო­ბა შე­ი­წი­რა, მისი უახ­ლო­ე­სი გა­რე­მოც­ვის რამ­დე­ნი­მე წევ­რი კი და­ა­პა­ტიმ­რეს.

1972 წლის 17 ივ­ნისს პრე­ზი­დენ­ტის სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის ხუთი აქ­ტი­ვის­ტი უო­ტერ­გე­ი­ტის კომ­პლექსში მდე­ბა­რე დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტი­ის შტა­ბ­ბი­ნა­ში შეღ­წე­ვის მცდე­ლო­ბი­სას და­ა­პა­ტიმ­რეს. გა­ზეთ "ვა­შინგტონ პოს­ტის" კო­რეს­პონ­დენ­ტე­ბის კარლ ბერნსტე­ი­ნი­სა და ბობ ვუდ­ვორ­დის ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი გა­მო­ი­ძი­ე­ბის მი­ხედ­ვით დად­გინ­და, რომ ნიქ­სო­ნი თა­ვი­სი პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ნენ­ტე­ბის დის­კრე­დი­ტა­ცი­ას ისა­ხავ­და მიზ­ნად. წიგ­ნის სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბი რო­ბერტ რე­დფორდმა 450 000 დო­ლა­რად შე­ი­ძი­ნა და ერთ-ერთი მთა­ვა­რი რო­ლიც გა­ნა­სა­ხი­ე­რა დას­ტინ ჰოფ­მან­თან ერ­თად. ფილ­მს არ­ნა­ხუ­ლი წარ­მა­ტე­ბა ხვდა წი­ლად და ნო­მი­ნი­რე­ბუ­ლი იყო "ოს­კა­რის" რვა ნო­მი­ნა­ცი­ა­ზე, რომ­ლი­და­ნაც სამი და­ი­სა­კუთ­რა.

"გულ­თან ახ­ლოს" - 1996 წ.

ამე­რი­კუ­ლი რო­მან­ტი­კუ­ლი დრა­მა ამ სა­ხელ­წო­დე­ბით, რო­ბერტ რე­დფორ­დი­სა და მი­შელ პფა­ი­ფე­რის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, გულ­გრილს ნამ­დვი­ლად ვერ დაგ­ტო­ვებთ. მი­შე­ლის პერ­სო­ნა­ჟი, სალი ეტვო­ტე­რი, ჟურ­ნა­ლის­ტის კა­რი­ე­რა­ზე ოც­ნე­ბობს და შეხ­ვდე­ბა პრო­დი­უ­სერს, რე­დფორ­დის გმირს, რო­მე­ლიც მის ცხოვ­რე­ბა­სა და კა­რი­ე­რას თავ­და­ყი­რა და­ა­ყე­ნებს.

ფილ­მს სა­ფუძ­ვლად ცნო­ბი­ლი ამე­რი­კე­ლი ტე­ლე­წამ­ყვა­ნის ჯე­სი­კა სა­ვი­ჩის რე­ა­ლუ­რი ის­ტო­რია და­ე­დო, თუმ­ცა პრო­დი­უ­სე­რებ­მა გარ­კვე­უ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი მი­ი­ღეს და კო­რექ­ტი­ვე­ბიც შე­ი­ტა­ნეს, რათა ფილ­მი უფრო კო­მერ­ცი­უ­ლი გა­მო­სუ­ლი­ყო. სხვა­თა შო­რის, "გულ­თან ახ­ლოს" ერთი "ოს­კა­რი­თაც" არის და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლი, სა­უ­კე­თე­სო ორი­გი­ნა­ლუ­რი სიმ­ღე­რის­თვის სე­ლინ დი­ო­ნის შეს­რუ­ლე­ბას მი­ე­ნი­ჭა "ოქ­როს კა­ცუ­ნა".

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

3 საუკეთესო ფილმი ჟურნალისტების შესახებ

3 საუკეთესო ფილმი ჟურნალისტების შესახებ

ამ ბოლო დროს საკმაოდ პოპულარული გახდა ახალი სერიალი ''ნიუსრუმი'', რომელიც, სახელწოდებიდან გამომდინარე, ძნელი არ არის მიხვედრა, ჟურნალისტების მუშაობას ასახავს. ზოგადად, ეს თემა კინემატოგრაფში საკმაოდ პოპულარულია, ამიტომაც გადავწყვიტეთ, შემოგთავაზოთ 3 საუკეთესო ფილმი ჩვენი კოლეგების შესახებ.

''პრეზიდენტის მთელი ამალა ''- 1976 წ.

უილიამ გოლდმანის სცენარი დაეყრდნო 1974 წელს გამოცემულ იმავე სახელწოდების წიგნს, რომელიც ნამდვილ ამბავს ეფუძნებოდა. კერძოდ, ''უოტერ გეიტის სკანდალს'', რომელმაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის რიჩარდ ნიქსონის თანამდებობა შეიწირა, მისი უახლოესი გარემოცვის რამდენიმე წევრი კი დააპატიმრეს.

1972 წლის 17 ივნისს პრეზიდენტის საარჩევნო კამპანიის ხუთი აქტივისტი უოტერგეიტის კომპლექსში მდებარე დემოკრატიული პარტიის შტაბბინაში შეღწევის მცდელობისას დააპატიმრეს. გაზეთ ''ვაშინგტონ პოსტის'' კორესპონდენტების კარლ ბერნსტეინისა და ბობ ვუდვორდის ჟურნალისტური გამოიძიების მიხედვით დადგინდა, რომ ნიქსონი თავისი პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად. წიგნის საავტორო უფლებები რობერტ რედფორდმა 450 000 დოლარად შეიძინა და ერთ-ერთი მთავარი როლიც განასახიერა დასტინ ჰოფმანთან ერთად. ფილმს არნახული წარმატება ხვდა წილად და ნომინირებული იყო ''ოსკარის'' რვა ნომინაციაზე, რომლიდანაც სამი დაისაკუთრა.

''გულთან ახლოს'' - 1996 წ.

ამერიკული რომანტიკული დრამა ამ სახელწოდებით, რობერტ რედფორდისა და მიშელ პფაიფერის მონაწილეობით, გულგრილს ნამდვილად ვერ დაგტოვებთ. მიშელის პერსონაჟი, სალი ეტვოტერი, ჟურნალისტის კარიერაზე ოცნებობს და შეხვდება პროდიუსერს, რედფორდის გმირს, რომელიც მის ცხოვრებასა და კარიერას თავდაყირა დააყენებს.

ფილმს საფუძვლად ცნობილი ამერიკელი ტელეწამყვანის ჯესიკა სავიჩის რეალური ისტორია დაედო, თუმცა პროდიუსერებმა გარკვეული გადაწყვეტილებები მიიღეს და კორექტივებიც შეიტანეს, რათა ფილმი უფრო კომერციული გამოსულიყო. სხვათა შორის, ''გულთან ახლოს'' ერთი ''ოსკარითაც'' არის დაჯილდოებული, საუკეთესო ორიგინალური სიმღერისთვის სელინ დიონის შესრულებას მიენიჭა ''ოქროს კაცუნა''.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება