"სერიოზული ანტისახელმწიფოებრივი ჯგუფი მუშაობს საზღვრებს გარეთ" - ხათუნა ხოფერია

"სერიოზული ანტისახელმწიფოებრივი ჯგუფი მუშაობს საზღვრებს გარეთ" - ხათუნა ხოფერია

ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია რუსი ჟურნალისტის, მატვეი განაპოლსკისა და ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ კახა ბენდუქიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების საფუძველზე ფიქრობს, რომ საზღვარგარეთ საქართველოს წინააღმდეგ ანტისახელმწიფოებრივი ჯგუფი მუშაობს. ამის შესახებ ხოფერია სოციალურ ქსელში წერს.

"ასეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ სერიოზული ანტისახელმწიფოებრივი ჯგუფი მუშაობს საზღვრებს გარეთ....

"რა მოუვა მის უნივერსიტეტს, რომელიც მისი პატრონაჟის ქვეშ იყო და ის აფინანსებდა? ახლა ამ ყველაფერს დაიტაცებენ, გაძარცვავენ, დაანგრევენ, ყველას გაყრიან და არაფერი აღარ დარჩება - ასეთია ახლა საქართველო", - მატვეი განაპოლსკი.

"ლონდონში ჩამოაყალიბა იურისტების ჯგუფი და ასევე ცალკე ორგანიზაცია ივანიშვილის რეჟიმთან საბრძოლველად. ძალიან ჩქარობდა და ბოლო სატელეფონო საუბარში კიდევ ერთხელ მითხრა – ბევრი დრო არ გვაქვს და უახლოეს თვეებში უნდა დავიხსნათ საქართველოო. 15 ნოემბრის აქციის მომზადებაშიც ძალიან აქტიურად მონაწილეობდა", - მიხეილ სააკაშვილი.

კიდევ???? ვინ უდგას სათავეში 15 ნოემბრის ნაციონალურ დანაშაულს????", - წერს ხოფერია.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს