რა ელის მძღოლს, რომელიც პოლიციელს შეურაცხყოფას მიაყენებს?
თბილისში მოძრაობა იმდენად გადატვირთული და ქაოსურია, თუ გინდა, რომ თავზე კონტროლი არ დაკარგო, რკინის ნერვები უნდა გქონდეს. ნერვების მოთოკვა განსაკუთრებით რთული მაშინაა, როცა ჯოჯოხეთურ საცობში ხარ და ხედავ, რომ ვიღაც სასტიკად თავხედობს, სხვა მძღოლებს პატივს არ სცემს და, ხშირ შემთხვევაში, საკუთარ თავსაც აზარალებს. თუმცა ახლა მორალის კითხვას კი არ ვაპირებთ, არამედ სხვა საკითხზე გვსურს თქვენი ყურადღების გამახვილება.
პოლიციელისთვის შეურაცხყოფის მიყენება რომ არ შეიძლება, დაწერილი რომ არ იყოს, დაუწერელი კანონი იქნებოდა, თუმცა ასეთ დანაშაულს კანონიც არეგულირებს და ცხადია, გაინტერესებთ, რა ელის მას, ვინც პოლიციელს ვიზუალურ თუ ვერბალურ შეურაცხყოფას მიაყენებს.
იმისათვის, რომ ეს თემა თქვენთვის უფრო საინტერესო ყოფილიყო, მოვიძიეთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორი ჯარიმებია პოლიციელის შეურაცხყოფაზე გერმანიაში, რაც საშუალებას მოგვცემს, პარალელები გავავლოთ ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ ევროპულ სახელმწიფოსა და ჩვენს განვითარებად ქვეყანას შორის.
წაიკითხეთ სრულად